Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში გაეროს გენერალური მდივნის გაყალბებული განცხადება ვრცელდება

სოციალურ ქსელში გაეროს გენერალური მდივნის გაყალბებული განცხადება ვრცელდება

იანვარს 14, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, (დაარქივებული ბმული), გაეროს გენერალურმა მდივანმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ომში ყველაზე დიდი სარგებელი რუსეთმა ნახა. პოსტის მტკიცებით, გუტერეშმა რუსეთის პრეზიდენტს  „უძლიერესი ლიდერი“ უწოდა და მოუწოდა მსოფლიოს რუსეთ-უკრაინის ომს სპეცოპერაცია დაარქვან. სინამდვილეში, გაეროს გენერალურ მდივანს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

ღია წყაროებში გუტერეშის მსგავსი განცხადება არ იძებნება.

გაეროს გენერალური მდივნის სახელით რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ბოლო განცხადება მიმდინარე წლის 9 იანვარს გამოქვეყნდა. გენერალურმა მდივანმა მკაცრად დაგმო რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე  რაკეტებითა და დრონებით განხორციელებული მიზანმიმართული თავდასხმები. განცხადების თანახმად, აღნიშნულმა თავდასხმებმა  მნიშვნელოვანი მსხვერპლი გამოიწვია და მილიონობით უკრაინელს წაართვა აუცილებელ სერვისებზე, მათ შორის, ელექტროენერგიაზე, გათბობასა და წყალზე წვდომა. „მოქალაქეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. სადაც არ უნდა მოხდეს ისინი, ამგვარი ქმედებები მიუღებელია, გაუმართლებელია და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ცნობისთვის, გაეროს ინფორმაციით, მხოლოდ 8 და 9 იანვარს, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 242 დრონი და 36 რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა. უკრაინის დედაქალაქის თითქმის ნახევარი გათბობის გარეშე დარჩა და ასობით ათასი მცხოვრები დაზარალდა. ასევე, დასავლეთ ლვოვის რეგიონში, პოლონეთის საზღვართან ახლოს  ენერგო ობიექტები და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.

ყველა პოსტის ნახვა

რეალურია, თუ - არა ფოტო, რომლის თანახმადაც კამჩატკაზე მოსულმა თოვლმა 9-სართულიანი სახლები დაფარა
რეალურია, თუ - არა ფოტო, რომლის თანახმადაც კამჩატკაზე მოსულმა თოვლმა 9-სართულიანი სახლები დაფარა
იან 21, 2026
[განახლებული] სოციალურ ქსელში ბაკურიანის წყალთან დაკავშირებით დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება
[განახლებული] სოციალურ ქსელში ბაკურიანის წყალთან დაკავშირებით დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება
თებ 04, 2025
ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურება 11.5%-ით გაიზარდა
ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურება 11.5%-ით გაიზარდა
იან 22, 2026
სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას შესახებ რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას შესახებ რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
მარ 09, 2026
სოციალურ ქსელში სირიასთან დაკავშირებით 10 წლის წინანდელი ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში სირიასთან დაკავშირებით 10 წლის წინანდელი ვიდეო ვრცელდება
მარ 20, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.