Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
გუბაზ სანიკიძის და მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის ფრაგმენტები კონტექსტის გარეშე ვრცელდება

გუბაზ სანიკიძის და მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის ფრაგმენტები კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სექტემბერს 16, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: კონტექსტის გარეშე · პოლიტიკა
გაზიარება

სოციალურ ქსელებში ფეისბუქსა და ტიკტოკ-ზე ვრცელდება ვიდეო-კოლაჟი, რომელშიც სხვადასხვა ქართველი პოლიტიკოსის და საზოგადო ფიგურის გამოსვლებია მოცემული. ვიდეოში წარმოდგენილი პირები საკუთარი თავს სხვადასხვანაირად, მათ შორის, წარმომავლობის თვალსაზრისით ახასიათებენ. მაგალითად, ჟურნალისტი თეა ადეიშვილი ამბობს, რომ ის ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლის შთამომავალია. ვიდეოში მოგვიანებით გვხვდება საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციტატა, რომელშიც ის ამბობს, რომ ის "მზეთუნახავია". მოგვიანებით კი, პოლიტიკოს გუბაზ სანიკიძის ინტერვიუს ფრაგმენტი, რომელშიც ის ამბობს "მე ნაპოლეონი ვარ". ვიდეოს თან ახლავს წარწერა "ჯანმრთელობის ფასი არაფერია", რაც ირიბად მიანიშნებს, რომ თითქოს სააკაშვილი და სანიკიძე საკუთარი თავის მიმართ ამ ეპითეტებს პირდაპირი მნიშვნელობით იყენებენ.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნული სიტყვები 2025 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე მის წინააღმდეგ დაწყებული პროცესის ფარგლებში წარმოთქვა. კერძოდ, მან განაცხადა: "თქვენ წინაშე ახლა წამოვდექი ნამდვილი მზეთუნახავი. მე ვარ მზეთუნახავი, რადგან არ მინახავს მზის სხივი თითქმის ოთხი წლის განმავლობაში. უკვე თითქმის ოთხი წელია, გამოკეტილი ვარ იმ ქვეყანაში, რომელიც უზომოდ მიყვარს და რომლის ცის დანახვასაც არ მაღირსებენ და ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სასჯელი. ვიცი, რომ საქართველოს ტელევიზიები პრაქტიკულად ჩემს გამოსვლებს არ აშუქებენ, რადგან ყველგან დგას ოლიგარქიული ინტერესები, მაგრამ არსებობს სოციალური ქსელები. მინდა, მხარდამჭერებს ვუთხრა, გადააზიარონ ეს გამოსვლები." ამდენად, სრული ციტატიდან ცხადია, რომ სააკაშვილმა სიტყვა "მზეთუნახავი" იმის ხაზგასასმელად გამოიყენა, რომ მას მზე პატიმრობის გამო ფიზიკურად არ უნახავს.

რაც შეეხება გუბაზ სანიკიძის სიტყვებს, აღნიშნული სიტყვები მან 2020 წელს პალიტრანიუსის ეთერში გასულ გადაცემაში პოლიტქალაქი გააკეთა. კერძოდ, გადაცემის მე-19 წუთზე ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სანიკიძეს ეკითხება თუ რატომაა კვლავ არჩევანი მხოლოდ სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის და რატომ არ შეიძლება სააკაშვილის ნაცვლად, მაგალითად, გუბაზ სანიკიძის ფიგურა იყოს არჩევანი. აღნიშნულ კითხვაზე გუბაზ სანიკიძე აცხადებს: "ეს უნდა კითხოთ საზოგადოებას, ეს უნდა კითხოთ პოლიტიკურ სპექტს. და სხვა არავინ არ არის. მე ჩემი ფუნქცია ვიცი რაც არის. მე საკმაოდ მაღალი წარმოდგენა მაქვს ჩემს შესაძლებლობებზე. და ესეც ვიცი, რომ მე არასდროს სააკაშვილს არ შევედრები. და არასოდეს გზის გადაკვეთა არ მოხდება ჩვენს შორის. არის თემები, რაშიც მე ნაპოლეონი ვარ და მინდა, რომ სააკაშვილს იმ თემებში მონაწილეობა მივაღებინო. მაგალითად, უსაფრთხოების საკითხი, სამეზობლო პოლიტიკა, ჩრდილოეთ კავკასია, ისლამთან ურთიერთობა, რელიგიური ურთიერთობები". ამდენად, სრული ინტერვიუდან ცხადია, რომ გუბაზ სანიკიძე პირდაპირი მნიშვნელობით საკუთარ თავს ნაპოლეონად არ აცხადებს, ის "ნაპოლეონის" სახელს ეპითეტად იყენებს, იმის ხაზგასასმელად, რომ ცალკეულ საკითხებში, მაგალითად, უსაფრთხოების, სამეზობლო პოლიტიკის, ის თავს კარგ პროფესიონალად მიიჩნევს.

ამდენად, აღნიშნული ციტატები უკონტექსტოდაა მოჭრილი და მცდარად ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მიხეილ სააკაშვილი თავს მზეთუნახავს ვიზუალის გამო უწოდებს, ხოლო სანიკიძე კი თითქოს თავს ნაპოლეონად აცხადებს. 

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელებში ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით გადაუმოწმებელი მტკიცებები გავრცელდა
სოციალურ ქსელებში ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით გადაუმოწმებელი მტკიცებები გავრცელდა
აგვ 12, 2026
მცდარია მტკიცება, თითქოს გავრცელებული ვიდეო დუბაიში ირანის თავდასხმით გამოწვეულ კანალიზაციის პრობლემებს ასახავს
მცდარია მტკიცება, თითქოს გავრცელებული ვიდეო დუბაიში ირანის თავდასხმით გამოწვეულ კანალიზაციის პრობლემებს ასახავს
აპრ 09, 2026
სოციალურ ქსელში პაატა ბურჭულაძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში პაატა ბურჭულაძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
ოქტ 29, 2024
სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ყალბი ციტატა ვრცელდება
აპრ 08, 2025
მცდარია მტკიცება, თითქოს გერმანიაში ქმარმა ცოლი მოკლა და მისი ორგანო გაყიდა
მცდარია მტკიცება, თითქოს გერმანიაში ქმარმა ცოლი მოკლა და მისი ორგანო გაყიდა
იან 23, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.