Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: რუსეთმა ოფიციალურად აღიარა, რომ ბრიჯიტ მაკრონი ტრანსგენდერია

დეზინფორმაცია: რუსეთმა ოფიციალურად აღიარა, რომ ბრიჯიტ მაკრონი ტრანსგენდერია

ივლისს 16, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში საფრანგეთის პირველი ლედის, ბრიჯიტ მაკრონის ფოტოს ავრცელებს შემდეგი აღწერით: „რუსეთმა ოფიციალურად აღიარა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ცოლი, ადრე მამაკაცი ოყო. ხოლო, მაკრონს კიდევ ერთხელ შეახსენეს ნაპოლეონის , საგმირო საქმეები,,რუსეთში“ (არქივირებული ბმული).

საგულისხმოა, რომ რუსული სახელისუფლებო მედიასაშუალებები (gazeta.ru; Российская газета; lenta.ru; РИА Новости) უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ავრცელებს მტკიცებას, რომლის თანახმადაც ბრიჯიტ მაკრონი ტრანსგენდერია. თუმცა რუსულ ოფიციალურ/სამთავრობო წყაროებში ინფორმაცია, რომ ეს მათ ოფიციალურად აღიარეს, არ იძებნება.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იდენტური მტკიცება ბრიჯიტ მაკრონის შესახებ წარსულშიც აქტიურად ვრცელდებოდა. დეზინფორმაციის გავრცელება 2022 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაიწყო, როდესაც ემანუელ მაკრონი კენჭს იყრიდა. მტკიცების თანახმად, ბრიჯიტ მაკრონი ტრანსგენდერი, ხოლო ემანუელ მაკრონი ჰომოსექსუალი იყო. აღნიშნულ ინფორმაციას ძირითადად ულტრამემარჯვენე ჯგუფები, ანტივაქსერული მოძრაობები, ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჯგუფები ავრცელებდნენ.

მაკრონის მეუღლის შესახებ დეზინფორმაცია ხელახლა 2024 წელს გააქტიურდა, მაშინ, როცა ამერიკელმა ჟურნალისტმა, კენდის ოუენსმა ის საკუთარ გადაცემაში გააჟღერა. ოუენსის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია რუსული პროპაგანდისტული მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. რუსული სამთავრობო მედია Московский комсомолец თავის სტატიაში კენდის ოუენსის დასკვნებს ეყრდნობოდა. РИА Новости კი წერდა, რომ  ბრიჯიტის გენდერის შესახებ ინფორმაცია პირველად ნატაშა რეიმ და ჟურნალისტმა ხავიერ პუსარმა 2021 წელს წამოაყენეს.

ფრანგულმა გამოცემამ Libération დეზინფორმაციის წარმოშობის შესახებ გამოძიება ჩაატარა და დაადგინა, რომ ინფორმაცია პირველად მართლაც ულტრამემარჯვენე ჟურნალის „ფაქტები და დოკუმენტები“ გამოძიების დროს ჟურნალისტმა ნატაშა რეიმ გამოაქვეყნა. რეი ამტკიცებდა, რომ ექსპერტებთან საუბრისა და მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ დაადგინა, რომ პირველი ლედის სახელი დაბადებით „ჟან-მიშელ ტრონიე“ იყო. „ჰეშთეგი“ #JeanMichelTrogneux მრავალი კონსპირაციული და ტრანსფობიური ანგარიშის საშუალებით მასობრივად გავრცელდა.

მას შემდეგ, რაც გენეალოგიის ონლაინ საიტებზე ინფორმაცია შეიცვალა, საფრანგეთის პირველმა ლედიმ გადაწყვიტა, დეზინფორმაციას გამოხმაურებოდა. RTL France-თან ინტერვიუში ბრიჯიტ მაკრონმა განაცხადა, რომ ჟან-მიშელ ტრონიე რეალურად მისი ძმაა. „ჩემი ოჯახის [გენეალოგიური] ხე შეცვალეს. ჩემი ოჯახის სამი მეოთხედი სწორად იყო [წარმოდგენილი], მაგრამ შემდეგ მივედით ჩემს ძმამდე და მე ჩემი ძმა ვარ. ისინი ურევენ ჩემი მშობლების გენეალოგიას, რაც შეუძლებელია“.

სწორედ ამ ინტერვიუს 13-წამიანი ფრაგმენტი ვრცელდებოდა სოციალურ ქსელში, რომლითაც ასევე ამტკიცებდნენ, რომ საფრანგეთის პირველი ლედი ტრანსგენდერია. გავრცელებული მონაკვეთი რედაქტირებული იყო. მისი რეალურ ჩანაწერთან შედარებით ნათელი ხდებოდა, რომ გავრცელებულ ფრაგმენტში მე-8 წამიდან ბრიჯიტ მაკრონის ნამდვილ ხმას ბოხი ხმა ფარავდა (რეალურ ჩანაწერში იგივე მონაკვეთი შეგიძლიათ იხილოთ მე-8 წამიდან).

მტკიცებას, რომ საფრანგეთის პირველი ლედი მამაკაცი იყო, გამოცემა The Insider-იც გამოეხმაურა. გამოცემის თანახმადაც, ბრიჯიტი 1980 წელს ძმის ქორწილში მოწმე იყო, როდესაც მან ცოლად ვერონიკ-კრისტინ დომინიკი შეირთო. ჟან-მიშელ ტრონიე ცოცხალი რომ არის, ამას მისი სახელის 2022 წლის ამომრჩეველთა სიებში გამოჩენაც ადასტურებდა. ფრანგი ჟურნალისტი ჯონათან მოადაბი ასევე აცხადებს, რომ სატელევიზიო კადრებში მაკრონის გვერდით ჟან-მიშელი შეუნიშნავთ (იხილეთ ფოტო ქვემოთ). ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ტრონიეს ორმა ნაცნობმა დაადასტურა, რომ მაკრონის გვერდით ნამდვილად ჟან-მიშელი იყო.

აგრეთვე, 2022 წელს ჟან-მიშელი ბრიჯიტისა და მისი სამი შვილის სარჩელს შეუერთდა რეისა და როის წინააღმდეგ, რაც ოუენის ვერსიის თანახმად, უნდა ნიშნავდეს, რომ მან სარჩელს ხელი ორჯერ მოაწერა, როგორც ქალმა და როგორც მამაკაცმა.

The Insider-მა ბრიჯიტ მაკრონის ოჯახისა და ბავშვობის ფოტოებიც წარმოადგინა.

მოცემული ოჯახური ფოტო 1950-იან წლებშია გადაღებული. მასში ბრიჯიტი დედას კალთაში უზის, ხოლო მარცხნივ მდგომი ბიჭი, კუბოკრულ პერანგში მისი ძმა, ჟან მიშელია. საგულისხმოა, რომ 2025 წლის იანვარში კენდის ოუენსის მიერ გავრცელებულ ვიდეოს ქავერზე სწორედ ჟან მიშელის აღნიშნული ფოტო და ბრიჯიტის ამჟამინდელი ფოტოა შეერთებული.

The Insider-მა ბრიჯიტ მაკრონის ბავშვობისა და ახალგაზრდობის სხვა ფოტოებიც გამოაქვეყნა.

ბრიჯიტის ქორწილი პირველ მეუღლესთან, ანდრე-ლუი ოზიერთან ერთად

ანდრე-ლუი და ბრიჯიტ ოზიერები

ბრიჯიტსა და ოზიერს სამი შვილი ჰყავთ, რაც მტკიცებას, რომ ბრიჯიტ მაკრონი ტრანსგენდერია, კიდევ უფრო აბსურდულს ხდის.

გარდა ამისა, 2024 წლის 8 მარტს ჭორებს ემანუელ მაკრონიც გამოეხმაურა და ჟურნალისტს განუცხადა, რომ: „არსებობს პატარა, ყოველდღიური ჟესტები, უსიამოვნებები და დამცირებები, რომლებიც აუტანელია“.

შესაბამისად, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც ბრიჯიტ მაკრონის სქესის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას დაადასტურებდა.

 

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ინტერვიუს მანიპულირებული მონაკვეთი გავრცელდა
სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ინტერვიუს მანიპულირებული მონაკვეთი გავრცელდა
ივლ 22, 2025
დეზინფორმაცია: აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა აშშ-ში არ დაბადებულა
დეზინფორმაცია: აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა აშშ-ში არ დაბადებულა
მარ 04, 2025
სოციალურ ქსელში თანამდებობიდან გადამდგარ ელჩებთან დაკავშირებით მეტწილად მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში თანამდებობიდან გადამდგარ ელჩებთან დაკავშირებით მეტწილად მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
დეკ 09, 2024
გიორგი კირთაძის ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება
გიორგი კირთაძის ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება
იან 28, 2026
ვაჟა დარჩია: 26 მლნ [ლარი] დაიხარჯა „გმირთა ხეივანზე“ და დღემდე აქვს ადაპტირების პრობლემა, ჯერ არ გახსნილა ლიფტები და საპირფარეშოები
ვაჟა დარჩია: 26 მლნ [ლარი] დაიხარჯა „გმირთა ხეივანზე“ და დღემდე აქვს ადაპტირების პრობლემა, ჯერ არ გახსნილა ლიფტები და საპირფარეშოები
ნოე 19, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.