Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით

ჩვენ შესახებ

„ჯეოფაქტსი“ ფაქტების გადამოწმების პლატფორმაა, რომელიც მკითხველს ქართულ და რუსულ ენებზე გადამოწმებულ და ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას სთავაზობს. მასალების ნაწილი მკითხველისთვის ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზეც.


“GeoFacts.ee” მფლობელია ორგანიზაცია “GeoFacts OU”.


იხილეთ ორგანიზაციის შესახებ შემდეგი დოკუმენტები:

  1. იხილეთ „ჯეოფაქტსის“ წესდება.
  2. იხილეთ „ჯეოფაქსტის“ სარედაქციო დებულება.


პოლიტიკური მიუკერძოებლობა და სარედაქციო დამოუკიდებლობა


პოლიტიკური მიუკერძოებლობა ფაქტების გადამოწმების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. „ჯეოფაქტსისთვის“ ამ პრინციპს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რათა კეთილსინდისიერად ემსახუროს საზოგადოებისა და დემოკრატიის ინტერესებს, მკითხველის ნდობასა და ფაქტების გადამოწმების საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს, რომლებიც მთლიანად სფეროს, ფაქტების გადამოწმების საზოგადოების სანდოობას განსაზღვრავს.


პოლიტიკურ მიუკერძოებლობასა და სარედაქციო დამოუკიდებლობას „ჯეოფაქტსი“ სხვადასხვა შიდა და გარე მექანიზმების ერთობლიობით უზრუნველყოფს:


  1. მუშაობის გამჭვირვალე მეთოდოლოგია – „ჯეოფაქტსის“ სარედაქციო კოდექსი დეტალურად განსაზღვრავს მუშაობის პროცესს გადასამოწმებელი მტკიცების შერჩევიდან სტატიის გამოქვეყნებამდე. „ჯეოფაქტსის“ კოდექსი ეფუძნება ფაქტების გადამმოწმებელთა საერთაშორისო ქსელის (International Fact Checking Network – IFCN) და ევროპის ფაქტების გადამოწმების სტანდარების ქსელის (European Fact-Checking Standards Network – EFCSN) შემუშავებულ საუკეთესო პრაქტიკას, პრინციპებსა და სტანდარტებს.
  2. საჯარო სივრცეში ქცევის კოდექსი – „ჯეოფაქტსის“ ქცევის კოდექსი თანამშრომლებისთვის საჯარო სივრცეში, ტრადიციულ და სოციალურ მედიაში ქცევის იმ რეკომენდაციებს განსაზღვრავს, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ როგორც მათი, ასევე რედაქციის პოლიტიკური მიუკერძოებლობისა და ნეიტრალურობის პრინციპები იყოს დაცული. ქცევის კოდექსის დარღვევაზე რეაგირების მექანიზმებს ორგანიზაციის შინაგანაწესი არეგულირებს.
  3. ინტერესტთა კონფლიქტის საკითხი – “ფაქტების გადამოწმების სამუშაო წესების” მიხედვით, „ჯეოფაქტსის“ ანალიტიკოსი რომელსაც კონკრეტული მტკიცების გადამოწმებისას ინტერესთა კონფლიქტი შეიძლება ჰქონდეს, ჩამოცილდება ამ საკითხზე მუშაობას და მკითხველს შენიშვნის სახით მიეთითება აღნიშნულის შესახებ. თუკი ინტერესთა კონფლიქტი „ჯეოფაქტსის“ მიმართ არსებობს, უზრუნველყოფილი იქნება ამ მტკიცების შესახებ მომზადებული მასალის გარე შემფასებლის მიერ რედაქტირება (აღნიშნული მკითხველისთვის იქნება მკაფიოდ განმარტებული).
  4. დამოუკიდებელი და პროფესიული წრეების გარე აუდიტი და შეფასებები – „ჯეოფაქტსისთვის“საერთაშორისო ფაქტების გადამოწმების ქსელისა (International Fact Checking Network – IFCN) და ევროპის ფაქტების გადამოწმების სტანდარების ქსელის (EFCSN) დასკვნები ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რაც ორგანიზაციას ფაქტების გადამოწმების ინდუსტრიაში არსებულ მაღალპროფესიულ შეფასებას ნიშნავს. „ჯეოფაქტსი“ორივე ორგანიზაციას აკრედიტაციისთვის მიმართავს.
  5. მესამე მხარესთან დადებული შეთანხმებები გამორიცხავს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას. „ჯეოფაქტსი“ არ იღებს დაფინანსებას პოლიტიკური პარტიებისგან და გამორიცხავს ნებისმიერ სხვა ტიპის შეთანხმებაში შესვლას პოლიტიკურ სუბიექტებთან ან იმგვარი აქტივობის განხორციელებას, რამაც შესაძლოა რედაქციის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას საფრთხე შეუქმნას. „ჯეოფაქტსის“ შინაგანაწესი თანამშრომლებს უკრძალავს, ისეთი საჩუქრის, დახმარების ან სასარგებლო პირობებით მომსახურების მიღებას, რაც ცდება თავაზიანობისა და პატივისცემის გამოხატვის ზოგად ჩარჩოებს.
  6. „ჯეოფაქტსი“ არ ასაქმებს და, როგორც კი ცნობილი ხდება, დაუყოვნებლივ წყვეტს კონტრაქტს იმ პირებთან, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებში ან სახელმწიფო უწყებებში არიან დასაქმებულნი.



ყველა პოსტის ნახვა

მართლა უწყობდა თუ არა ხელს აშშ-ის მთავრობა ამერიკაში ნაცისტური პროპაგანდისტული ფილმების ჩვენებას?
მართლა უწყობდა თუ არა ხელს აშშ-ის მთავრობა ამერიკაში ნაცისტური პროპაგანდისტული ფილმების ჩვენებას?
ივნ 29, 2026
ყალბია ინფორმაცია, თითქოს ესტონეთმა განაცხადა, რომ მზად არის დაეხმაროს უკრაინას სანკტ-პეტერბურგზე თავდასხმების ორგანიზებაში
ყალბია ინფორმაცია, თითქოს ესტონეთმა განაცხადა, რომ მზად არის დაეხმაროს უკრაინას სანკტ-პეტერბურგზე თავდასხმების ორგანიზებაში
ივლ 03, 2026
დეზინფორმაცია: „პატრიოტთა ალიანსმა“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია შეკრა
დეზინფორმაცია: „პატრიოტთა ალიანსმა“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია შეკრა
მაი 09, 2025
ვინ არის კიმბერლი ლოუ, რომელიც სამთავრობო არხებმა „ევროკავშირში ტრამპის ადმინისტრაციის შესაძლო წარმომადგენლად“ წარმოადგინეს?
ვინ არის კიმბერლი ლოუ, რომელიც სამთავრობო არხებმა „ევროკავშირში ტრამპის ადმინისტრაციის შესაძლო წარმომადგენლად“ წარმოადგინეს?
დეკ 06, 2024
სოციალურ ქსელში ჩინეთის ლიდერის გამოგონილი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჩინეთის ლიდერის გამოგონილი ციტატა ვრცელდება
მაი 26, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.