Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება

მაისს 26, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა
გაზიარება

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუა მოცემული (არქივირებული ბმული). გავრცელებულ მონაკვეთში ივანიშვილი ამბობს: "სულ მექნება კომპლექსი, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილებას ვღებულობ იმისთვის, რომ ჩემი თანხები იქნებ როგორმე დამიბრუნონ. და არა ის, რომ ჩემს ქვეყანას რაღაც სიკეთე განუვითარდეს". მონაკვეთი იმგვარადაა ამოჭრილი, რომ ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ივანიშვილი აღიარებს, რომ გადაწყვეტილებებს პირადი ინტერესებით იღებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული მონაკვეთი ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემული ინტერვიუდანაა ამოჭრილი, რომელიც ეთერში საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე 2024 წლის 21 ოქტომბერს გავიდა. მონაკვეთი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ინტერვიუს 17:35 წუთიდან იწყება, სადაც ივანიშვილი ამბობს: "მე ამერიკის ელჩს კარგად განვუმარტე რამდენჯერმე, მე შეხვედრების წინააღმდეგი კი არ ვიყავი, არც ადრე და არც დღეს. მაგას როგორ ვიკადრებ, ეს ელემენტალური უზრდელობაა. მე განვუმარტავდი, რომ ჩემთან შეხვედრას არავითარი აზრი არ ექნება. კონტრპროდუქტიული იქნება, რამეთუ ვერც ერთ გადაწყვეტილებაში მე ვერ მივიღებ მონაწილეობას. სასარგებლო რომც იყოს საქართველოსთვისაც, ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც, მე მაინც ვიქნები კონტრპროდუქტიული, რამეთუ მე მაქვს კომპლექსი, რომ მე ამას ვაკეთებ იმ ფულის გულისთვის, რომელიც ხელოვნურად არის დაბლოკილი. მე ეს კომპლექსი რეალურად გამაჩნია, ყველა წესიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს ჩემი გადმოსახედიდან. ამერიკის ელჩს ვწერდი, ვეუბნებოდი, ეს ნაწერები მე მაქვს, რომ ეს [შეხვედრა] იქნება კონტრპროდუქტიული მხოლოდ ამ მიზეზით.

მე ვერაფრით ვერ ვიკადრებ, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მივიღო მონაწილეობა იმ კომპლექსის გამო, რომ ეს ჩემს ქვეყანასთან არის კავშირში. მე ვერაფრით ვერ დავუშვებ იმას, რომ თუ გინდ ჩემს თანაგუნდელებს ვთხოვო, რომ, ვთხოვო არა, რომ პოზიცია დავაფიქსირო, რომ მოდი, აი, წინ წავიწიოთ, ეს გადავჭრათ, ცუდი არ არის. და ამ დროს ვიცი, რომ იქ შეხვედრა მქონდა, რასაც მე არ დავმალავ და ვერ დავმალავ და მოვილაპარაკე ვიღაცასთან, რომ ეს ესე უნდა გავაკეთოთ. ეს იყო მიზეზი და მე ამას კარგად განვუმარტავდი, მე მაქვს ეს კომპლექსი და სულ მექნება კომპლექსი, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილებას ვღებულობ იმისთვის, რომ ჩემი თანხები იქნებ როგორმე დამიბრუნონ. და არა ის, რომ ჩემს ქვეყანას რაღაც სიკეთე განუვითარდეს. ეს იყო მიზეზი. სულ მქონდა იმის კომპლექსი და გამაჩნია დღესაც, რომ ქვეყნის საზიანოდ პირადული ინტერესების გულისთვის რამე არ გავაკეთო და კარგად ვუმარტავდი [ელჩს], ბოდიშს ვუხდიდი, რომ მე არ იფიქროთ, რომ თავხედი ვარ, რომ მე ამაყი ვარ, ეს იქნება კონტრპროდუქტიული, ამას არ ექნება არავითარი ფასი, ამიტომ ტყუილად ნუ დავიღლებით. ამიტომაც ვამბობ უარს შეხვედრებზე."

ამდენად, ივანიშვილი ინტერვიუში იმის საპირისპირო აზრის განვითარებას ცდილობს, რაც სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან გამომდინარეობს. სრულ ინტერვიუში ივანიშვილი ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე უარს ხსნის და ამბობს, რომ აღნიშნულს თავს იმიტომ არიდებდა, რომ მისი მისი შეხვედრა ან შეხვედრის შემდგომი პოზიციები არ ყოფილიყო აღქმული, თითქოს მან რაიმე ნაბიჯი საკუთარი [ფულის დაბრუნების] ინტრესებიდან გამომდინარე მიიღო.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის Deepfake ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის Deepfake ვიდეო ვრცელდება
თებ 10, 2025
სოციალურ ქსელში „სკანდალური წამლის“ ანონსით თაღლითური პოსტი ვრცელდება
სოციალურ ქსელში „სკანდალური წამლის“ ანონსით თაღლითური პოსტი ვრცელდება
იან 21, 2026
სოციალურ ქსელში დავით აქუბარდიას გადაცემის რედაქტირებული აუდიო ვრცელდება
სოციალურ ქსელში დავით აქუბარდიას გადაცემის რედაქტირებული აუდიო ვრცელდება
ნოე 04, 2025
დეზინფორმაცია: პარაზიტმა მთავრობამ ყველა ფიზიკურ პირს ქონების გადასახადი დაგვიწესა
დეზინფორმაცია: პარაზიტმა მთავრობამ ყველა ფიზიკურ პირს ქონების გადასახადი დაგვიწესა
ოქტ 26, 2024
სოციალურ ქსელებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეო რედაქტირებული ხმოვანი ჩანაწერით ვრცელდება
სოციალურ ქსელებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეო რედაქტირებული ხმოვანი ჩანაწერით ვრცელდება
იან 10, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.