Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
„იმედი“ და „პოსტვ“ მიხეილ სააკაშვილის პოსტთან დაკავშირებით მანიპულაციურ ქარდს ავრცელებენ

„იმედი“ და „პოსტვ“ მიხეილ სააკაშვილის პოსტთან დაკავშირებით მანიპულაციურ ქარდს ავრცელებენ

ნოემბერს 7, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: კონტექსტის გარეშე
გაზიარება

Facebook-ზე პროსახელისუფლებო მედიები „იმედი“ და „პოსტვ“ ქარდს ავრცელებენ, რომელზეც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოსტიდან ციტატაა დატანილი. პოსტში სააკაშვილი წერს, რომ 2013 წელს ტრამპმა მას ჰკითხა, რას იტყოდა ხელმეორედ რომ ეყარა კენჭი. „იმედი“ და „პოსტვ“ საპასუხოდ ამტკიცებენ, რომ ტრამპი პრეზიდენტად 2016 წელს აირჩიეს (არქივირებული ბმული 1; 2).

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტად პირველად 2016 წელს აირჩიეს, სიმართლეა, თუმცა ტრამპს 2016 წლამდეც ჰქონდა საპრეზიდენტო კანდიდატურა წამოყენებული.

დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი პირველად 2016 წელს გახდა, ის რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი იყო. 2020 წელს  ტრამპი დემოკრატიული პარტიის კანდიდატთან, ჯო ბაიდენთან დამარცხდა, ხოლო 2024 წელს, დემოკრატების კანდიდატი კამალა ჰარისი დაამარცხა და აშშ-ის პრეზიდენტი გახდა.

დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად საკუთარი კანდიდატურა პირველად 2000 წელს დააყენა. 1999 წელს ის რეფორმების პარტიას შეუერთდა და სწორედ ამ პარტიის სახელით გეგმავდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ტრამპმა ამ პერიოდში TRUMP 2000 კამპანიაც კი აწარმოვა, თუმცა საბოლოოდ, მარათონს გამოეთიშა, რადგან თვლიდა, რომ რეფორმის პარტია თავად იშლებოდა და ვერ უზრუნველყოფდა იმ მხარდაჭერას, რაც საჭირო იყო გამარჯვებისთვის.

შესაბამისად, „იმედისა“ და „პოსტვ-ს“ მტკიცება მანიპულაციურია. დონალდ ტრამპს შეეძლო 2013 წელს საკუთარი კანდიდატურის ხელახლა  დაყენებაზე ესაუბრა, ვინაიდან თავდაპირველად მან ეს 2000 წელს გააკეთა, ხოლო 2015-ში ეს მეორე შემთხვევა იყო.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში იტალიელი აქტივისტების ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში იტალიელი აქტივისტების ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
ოქტ 29, 2024
ბრძანა თუ - არა ზელენსკიმ რუსულენოვანი წიგნების განადგურება
ბრძანა თუ - არა ზელენსკიმ რუსულენოვანი წიგნების განადგურება
იან 25, 2026
დეზინფორმაცია: Pfizer-ის  ვაქცინებმა მსოფლიოში  „ტურბო კიბოს“ აფეთქება გამოიწვია
დეზინფორმაცია: Pfizer-ის ვაქცინებმა მსოფლიოში „ტურბო კიბოს“ აფეთქება გამოიწვია
თებ 13, 2025
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეო ვრცელდება
ოქტ 17, 2025
დეზინფორმაცია: ვიდეოში დონალდ ტრამპი მასონურ რიტუალს ესწრება და 33-ე ხარისხის მასონის სტატუს იღებს
დეზინფორმაცია: ვიდეოში დონალდ ტრამპი მასონურ რიტუალს ესწრება და 33-ე ხარისხის მასონის სტატუს იღებს
ნოე 12, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.