Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში კანადაში გადაღებული  ვიდეო რედაქტირებული სახით ვრცელდება

სოციალურ ქსელში კანადაში გადაღებული ვიდეო რედაქტირებული სახით ვრცელდება

თებერვალს 18, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული

სოციალურ ქსელში Facebook და TikTok ანგარიშები ვიდეოს ავრცელებენ, აღწერით: „ულამაზესი პროტესტი, უკეთესს რას ნახავთ“. გავრცელებულ ვიდეოს შეძახილები „არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა“ ადევს, რაც საქართველოში მიმდინარე პროტესტის დროს აქტიურად გამოიყენება. შესაბამისად, მომხმარებლები ვიდეოს შეცდომაში შეჰყავს და აფიქრებინებს, რომ მასში საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეები ჩანან. სინამდვილეში, ვიდეო რედაქტირებულია და აუდიომასალა შეცვლილია. ამავდროულად, ვიდეო კანადაშია გადაღებული და მას საქართველოში საპროტესტო აქციებთან კავშირი არ აქვს.

„ჯეოფაქტსმა“ ვიდეოს ჩაწერის ადგილს მიაკვლია. კერძოდ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში უკანა ფონზე ჩანს წაწერა „1133 Beach”, გვერდით კი ლურჯი აბრაა.  „გუგლი მეფის“ გამოყენებით დადგინდა, რომ ვიდეო კანადაში, კერძოდ, ვანკუვერში არის გადაღებული.

კადრი ვიდეოდან

 

კადრი „Google Map-დან“

აღსანიშნავია, რომ ვიდეო სოციალურ ქსელებში სხვადასხვა უცხოენოვანი ანგარიშის მიერ გასულ წელს არა ერთხელ გავრცელებულა (1,2), რაც დამატებით ადასტურებს, რომ ვიდეოს საქართველოსთან და მიმდინარე საპროტესტო აქციებთან კავშირი არ აქვს.

ამდენად, ვიდეო რედაქტირებულია და მასში აუდიომასალა შეცვლილია.

 

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, რომ ალ-კაიდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში მხარს ისრაელს უჭერს
სოციალურ ქსელში ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, რომ ალ-კაიდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში მხარს ისრაელს უჭერს
აპრ 03, 2026
სარეკლამო კომპანია „პანდას“ Facebook-ის წესების დარღვევა თავად კომპანია Facebook-მა დაუდგინა
სარეკლამო კომპანია „პანდას“ Facebook-ის წესების დარღვევა თავად კომპანია Facebook-მა დაუდგინა
დეკ 11, 2025
ინსტაგრამ-მოდელი თუ მერცის შვილი? მცდარი მტკიცება გერმანიის კანცლერის ოჯახზე
ინსტაგრამ-მოდელი თუ მერცის შვილი? მცდარი მტკიცება გერმანიის კანცლერის ოჯახზე
იან 27, 2026
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
დეკ 06, 2024
დეზინფორმაცია: საპროტესტო აქციის მონაწილეები  გადათოვლაში 500 ლარს იღებენ
დეზინფორმაცია: საპროტესტო აქციის მონაწილეები გადათოვლაში 500 ლარს იღებენ
თებ 27, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.