Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: რუსკა მაყაშვილი მამუკა ხაზარაძის ნათესავია

დეზინფორმაცია: რუსკა მაყაშვილი მამუკა ხაზარაძის ნათესავია

დეკემბერს 12, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი
გაზიარება

2024 წლის 7 დეკემბერს, მას შემდეგ რაც მსახიობმა და ტელეწამყვანმა რუსკა მაყაშვილმა  ტელეკომპანია „იმედიდან“ წასვლის  გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, Facebook-გვერდმა „სირცხვილის კორიდორი“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსკა მაყაშვილი მისმა ნათესავმა მამუკა ხაზარაძემ გადაიბირა.

„რუსკა მაყაშვილი, დედის ხაზით ნათესავს, მამუკა ხაზარაძეს გადაუბირებია“, – აღნიშნულია Facebook-პოსტში (დაარქივებული პოსტი).

პოსტის მიზანია, ტელეკომპანია „იმედის“ დატოვების შესახებ რუსკა მაყაშვილის გადაწყვეტილება – როგორც მისი საპროტესტო ნაბიჯი, უგულებელყოს და ტელეწამყვანის წამოსვლა პოლიტიკოს მამუკა ხაზარაძესთან ნათესაურ კავშირით ახსნას.

რუსკა მაყაშვილის მიერ საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ეწერა „ვტოვებ ტელეკომპანია იმედს, ძალიან ბევრი მიზეზია იმისა, აქამდე ეს რატომ არ გავაკეთე! თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი! მორჩა!!! მორჩა, საკმარისია ამდენი ტყუილი!!!“. მანამდე, ის თავისი მეგობრის ანდრო ჭიჭინაძის დაკავების შესახებ წერდა.

აღსანიშნავია, რომ მტკიცებას, რომლის მიხედვით მამუკა ხაზარაძე და რუსკა მაყაშვილი ნათესავები არიან, მხოლოდ Facebook-გვერდი „სირცხვილის კორიდორი“ ავრცელებს. თუმცა გვერდს მტკიცების დამადასტურებელი წყარო ან მასალა არ წარმოუდგენია.

დამატებით, „სირცხვილის კორიდორის“ მიერ გავრცელებულ მტკიცებას რუსკა მაყაშვილი საკუთარი Instagram „სთორის“ საშუალებით გამოეხმაურა (იხილეთ ფოტო ქვემოთ) და განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძე მისი ნათესავი არაა და ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებული გადაწყვეტილება თვითონ მიიღო. „სთორი“ გამოქვეყნებიდან 24 საათში წაიშალა, თუმცა „ჯეოფაქტსმა“ მისი ეკრანის ანაბეჭდის სახით დაფიქსირება მოახერხა.

„არც დედის, არც მამის, არც ბებიის, არც ბაბუის და არც ქვისლის ხაზით არ არის ჩემი ნათესავი [მამუკა ხაზარაძე]. გადაბირებას რაც შეეხება, მხოლოდ ჩემმა თავმა გადამიბირა!“ – ვკითხულობთ მასში.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) პლატფორმის Disinfoobserver.ge-ის თანახმად, Facebook გვერდი „სირცხვილის კორიდორი“ მადისკრედიტებელი გვერდია, რომელიც უპირისპირდება ყველა იმ პირს, სამოქალაქო აქტივისტს, მედია საშუალებას თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ. გვერდი ძირითადად სამიზნე ობიექტების შეურაცხმყოფელ ფოტო-ვიდეო მანიპულაციებს აქვეყნებს. გარდა ამისა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Facebook-გვერდს დაუდასტურებელი და მცდარი ინფორმაცია გამოუქვეყნებია, ქართულ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებს მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია არაერთხელ გამოუვლენიათ (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4).

ამდენად, მტკიცება, რომ რუსკა მაყაშვილი მამუკა ხაზარაძის ნათესავია, მტკიცებულებების გარეშეა გავრცელებული და ინფორმაცია რუსკა მაყაშვილმა უარყო.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
მაი 20, 2025
დეზინფორმაცია: „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ (ISW) მონაცემებით, უკრაინაში მობილიზებულთა 83% ფრონტზე გადასროლიდან რამდენიმე კვირაში იხოცება
დეზინფორმაცია: „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ (ISW) მონაცემებით, უკრაინაში მობილიზებულთა 83% ფრონტზე გადასროლიდან რამდენიმე კვირაში იხოცება
ოქტ 11, 2024
სოციალურ ქსელებში ბუჩაში რუსების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი ხოცვის უარმყოფელი მასალა ვრცელდება
სოციალურ ქსელებში ბუჩაში რუსების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი ხოცვის უარმყოფელი მასალა ვრცელდება
ივნ 12, 2026
დეზინფორმაცია: ვიდეოში ჩანს, როგორ ცეკვავენ უკრაინელები ხატებთან
დეზინფორმაცია: ვიდეოში ჩანს, როგორ ცეკვავენ უკრაინელები ხატებთან
იან 10, 2025
ვინ არის კიმბერლი ლოუ, რომელიც სამთავრობო არხებმა „ევროკავშირში ტრამპის ადმინისტრაციის შესაძლო წარმომადგენლად“ წარმოადგინეს?
ვინ არის კიმბერლი ლოუ, რომელიც სამთავრობო არხებმა „ევროკავშირში ტრამპის ადმინისტრაციის შესაძლო წარმომადგენლად“ წარმოადგინეს?
დეკ 06, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.