Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: ჩინეთმა, ისრაელის გაფრთხილების მიუხედავად,  გაარღვია საჰაერო სივრცე და ღაზას სექტორს ჰუმანიტარული დახმარება ჰაერიდან მიაწოდა

დეზინფორმაცია: ჩინეთმა, ისრაელის გაფრთხილების მიუხედავად, გაარღვია საჰაერო სივრცე და ღაზას სექტორს ჰუმანიტარული დახმარება ჰაერიდან მიაწოდა

ივლისს 30, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი მაია თვალთვაძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია (1, 2, 3, 4, 5) „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია, ვიდეოს (დაარქივებული ბმული) აქვეყნებს, აღწერაში კი წერს: „ჩინეთმა, ისრაელის გაფრთხილების მიუხედავად, გაარღვია საჰაერო სივრცე და ღაზას სექტორს ჰუმანიტარული დახმარება ჰაერიდან მიაწოდა”. რეალურად, ვიდეოში, რომელიც  2024 წლით თარიღდება, არა ჩინეთის, არამედ 9 ქვეყნის, მათ შორის, აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ღაზასთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ჩანს. მიმდინარე წლის მარტიდან, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზას სრული ბლოკადა გამოაცხადა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთმა ეს ბლოკადა დაარღვია, არ დასტურდება.

2024 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ვიდეოში 9 ქვეყნის მიერ ღაზასთვის დაახლოებით  10 ტონა  ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ჩანს. ეს ქვეყნებია: გაერთიანებულ სამეფო, აშშ, ნიდერლანდები, გერმანია, საფრანგეთი, ეგვიპტე, ინდონეზია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და იორდანია. BBC-ის ცნობით, ოპერაცია იორდანიელების მიერ იყო ორგანიზებული, თუმცა მისი განხორციელება, ისრაელის ხელმოწერით იყო დამოწმებული. იმ შემთხვევაში თუ ისრაელის თავდაცვის ძალები უარს იტყოდნენ დახმარების გადატანაზე, მაშინ, ბლოკადის გამო, თვითმფრინავები ღაზასთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ვერ შეძლებდნენ.

ისრაელმა ღაზას სექტორის სრული ბლოკადა 2023 წლის 9 ოქტომბერს, 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმების შემდეგ გამოაცხადა.  9 ოქტომბრიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ისრაელმა შეამსუბუქა სრული ბლოკადა, მაგრამ მაინც მკაცრად ზღუდავდა ღაზას სექტორში შემავალი დახმარების რაოდენობას. პირველი მარაგი ღაზაში 2023 წლის 21 ოქტომბერს შევიდა. 2025 წლის 2 მარტიდან ისრაელმა მთლიანად დაბლოკა ტერიტორიაზე ყველა მარაგის შეტანა.  მაისის ბოლოს ბლოკადა ნაწილობრივ მოიხსნა და ღაზას ჰუმანიტარულმა ფონდმა (GHF), რომელსაც აშშ და ისრაელი უჭერს მხარს – სამხრეთ ღაზაში საკვების განაწილების პუნქტები გახსნა. თუმცა არაერთმა ორგანიზაციამ, მათ შორის, გაერომ, გააკრიტიკა, რადგან ფონდი, მათი თქმით, მთლიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ვერ უზრუნველყოფდა.  თავის მხრივ, GHF აცხადებდა, რომ მან 90 მილიონზე მეტი  ერთეული საკვები პროდუქტი გაანაწილა ღაზაში და გაერო  მათთან კოორდინაციის არარსებობაში დაადანაშაულა.

მიმდინარე წლის  მაისში გაერომ განაცხადა, რომ ღაზაში 500 000 ადამიანი შიმშილის პირასაა.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, ღაზაში არასრულფასოვანი კვების გამო ივლისში სიკვდილიანობის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა და გარდაცვალების 63 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანმო-ს ცნობით, ივლისის პირველი ორი კვირის განმავლობაში არასრულფასოვანი კვების გამო ამბულატორიული მკურნალობა  ხუთ წლამდე ასაკის 5000-ზე მეტი ბავშვის დასჭირდა. კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, ღაზაში არასრულფასოვანი კვების გამო 147 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთაგან თითქმის 90 ბავშვი იყო.

27 ივლისს ისრაელმა ღაზას სამ რაიონში  „ტაქტიკური პაუზა“, დღეში 10 საათით სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა.  „პაუზა“ ასევე ითვალისწინებს სამხედროების მიერ კორიდორების გახსნას გაეროს და სხვა სააგენტოების მიერ დახმარების მიწოდების ხელშესაწყობად.

2025 წლის მაისში, სრული ბლოკადის გამოცხადების შემდეგ, ღია წყაროებში არ იძებნება მტკიცებულება, რომელიც ჩინეთის მიერ ბლოკადის დარღვევას და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას დაადასტურებდა. ამავდროულად, ჩინეთს არ გაუვრცელებია ოფიციალური განცხადება იმის შესახებ,  რომ მან ღაზაში დახმარება საჰაერო გზით ჩაიტანა. ჩინეთის მთავრობის მიერ ღაზასთვის ბოლო დახმარების მიწოდება მიმდინარე წლის 19 თებერვლით თარიღდება, დახმარება  სატვირთო მანქანებით ჩაიტანეს.

საგულისხმოა, რომ მიმდინარე წლის მაისში ფართოდ გავრცელდა ვიდეოები, რომელშიც თითქოს ჩინეთის მიერ ღაზასთვის ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო გზით მიწოდება ჩანდა.  აღნიშნულ ვიდეოებს არაერთი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია, მათ შორის, France 24 და DW გამოეხმაურა. არცერთ გავრცელებული ვიდეოში ჩინეთის მიერ ბლოკადის დარღვევა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება არ ჩანს.

ამდენად, Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული ვიდეო, სინამდვილეში, 2024 წლით თარიღდება და მასში ჩინეთის მიერ ისრაელის გაფრთხილების მიუხედავად, ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარება ჰაერიდან მიწოდება არ ჩანს.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) დოკუმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) დოკუმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
თებ 05, 2025
რა ვიცით კახა კალაძის შტაბთან დაპირისპირების დაწყების შესახებ?
რა ვიცით კახა კალაძის შტაბთან დაპირისპირების დაწყების შესახებ?
სექ 10, 2025
გაეროს  მუდმივი კოორდინატორის ოფისი ანტონიო გუტიერეშის წერილების ნამდვილობას ადასტურებს
გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისი ანტონიო გუტიერეშის წერილების ნამდვილობას ადასტურებს
იან 27, 2025
დეზინფორმაცია: გიორგი ვაშაძის ძმა ოპოზიციამ უნგრელ ჟურნალისტად წარმოაჩინა
დეზინფორმაცია: გიორგი ვაშაძის ძმა ოპოზიციამ უნგრელ ჟურნალისტად წარმოაჩინა
სექ 18, 2025
საზოგადოებრივი მაუწყებელი ეუთო/ოდირის შეფასებას მანიპულაციურად ავრცელებს
საზოგადოებრივი მაუწყებელი ეუთო/ოდირის შეფასებას მანიპულაციურად ავრცელებს
დეკ 22, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.