Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დონალდ ტრამპისა და ჯეფრი ეპსტინის მონაწილეობით ვიდეო, ხელოვნური ინტელექტითაა შექმნილი

დონალდ ტრამპისა და ჯეფრი ეპსტინის მონაწილეობით ვიდეო, ხელოვნური ინტელექტითაა შექმნილი

იანვარს 26, 2026 · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო დონალდ ტრამპისა და ჯეფრი ეპსტინის მონაწილეობით ვიდეო ვრცელდება, სადაც ისინი ბავშვების გარემოცვაში იმყოფებიან.
ვიდეოს მთელი რიგი ვიზუალური მახასიათებლები მიანიშნებს, რომ მის შესაქმნელად ხელოვნური ინტელექტია გამოყენებული. ვიდეო ასევე არ გამოუქვეყნებია არცერთ ავტორიტეტულ მედიასაშუალებას.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ამერიკის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ტრეფიკინგსა და პედოფილიაში ბრალდებული, აწ უკვე გარდაცვლილი ფინანსისტი, ჯეფრი ეპსტინი ჩანან. ვიდეოში ტრამპისა და ეპსტინის გარდა სხვა ადამიანებიც ჩნდებიან. ვიდეოს ბოლო მონაკვეთში კი მცირეწლოვანი ბავშვების გამოსახულება ჩნდება, რომლებიც უცნაურ რიტმულ მოძრაობებს ასრულებენ და გარშემო მყოფ ზრდასრულებთან სინქრონში ტაშს უკრავენ.

ვიდეოს შეინიშნება რიგი უზუსტობები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის კვალზე მიუთითებს. მათ შორისაა ვიდეოში მყოფი ადამიანების არაბუნებრივად გლუვი სახის ნაკვთები, მოუქნელი მოძრაობები, უცნაური ფორმის ხელები და ტანსაცმელი. ვიდეოში ფონზე ასახული მამაკაცების ნაწილს სახის ნაკვთები საერთოდ არ უჩანთ. ზოგი მათგანის ხელი ტაშის დაკვრისას თვალთახედვის არიდან იკარგება. ზოგიერთი ბავშვის სახის გამომეტყველება არაბუნებრივია, ნაკვთები კი თითქოს ერთნაირი.

ასევე აღსანიშნავია, რომ ვიდეო, სადაც ტრამპი, ეპსტინი და ბავშვები ერთად ფიგურირებენ არ გამოუქვეყნებია არცერთ ავტორიტეტულ მედიასაშუალებას (1; 2; 3).

ვიდეოს საწყისი კადრის ფოტოანაბეჭდის საძიებო სისტემაში ჩაშვება გვიჩვენებს, რომ ვიდეოს საფუძვლად უდევს 1997 წელს გადაღებული რეალური ფოტო, რომელზეც ასახულნი არიან დონალდ ტრამპი და ჯეფრი ეპსტინი, რომლებიც Victoria's Secret-ის თეთრეულის წვეულებაზე ბელგიელ მოდელ ინგრიდ სეინჰეივს ესაუბრებიან. აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ვიდეოში მოდელი არ ფიგურირებს.

ინტერნეტში ხელმისაწვდომია საავტორო უფლებებით დაცული კიდევ ორი ფოტო (1; 2) იმავე წვეულებიდან, სადაც ტრამპი და ეპსტინი ერთად არიან ასახულები. არცერთ ფოტოში არ ჩანან ბავშვები.

აღნიშნული ვიდეოს შესახებ კვლევები გამოქვეყნებული აქვთ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებს ამერიკიდან (Snopes) და იტალიიდან (Open.Online), ისევე როგორც BBC-ს ფაქტების გადამოწმების პროექტს. კვლევის შედეგად სამივე ორგანიზაცია მივიდა დასკვნამდე, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტითაა შექმნილი.

"ჯეოფაქტსს" მსგავსი შინაარსის სხვა ვიდეო დონალდ ტრამპისა და ჯეფრი ეპსტინის მონაწილეობით 2025 წლის ივლისშიც აქვს გადამოწმებული.

ყველა პოსტის ნახვა

მცდარია მტკიცება, რომ ევროკავშირში შესვლის შემდეგ ახალი წევრების სოფლის მეურნეობას განადგურება ელის
მცდარია მტკიცება, რომ ევროკავშირში შესვლის შემდეგ ახალი წევრების სოფლის მეურნეობას განადგურება ელის
მაი 29, 2026
სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის ყალბი ციტატა ვრცელდება
დეკ 18, 2024
დეზინფორმაცია: დონალდ ტრამპს ისლანდიის ანექსია სურს
დეზინფორმაცია: დონალდ ტრამპს ისლანდიის ანექსია სურს
თებ 14, 2025
სოციალურ ქსელებში თინა ბოკუჩავას გამოგონილი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელებში თინა ბოკუჩავას გამოგონილი ციტატა ვრცელდება
ივნ 24, 2026
„გავრილოვის ღამის“ საქმე: სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების მოკლე მიმოხილვა
„გავრილოვის ღამის“ საქმე: სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების მოკლე მიმოხილვა
დეკ 19, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.