Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ჟურნალისტ ვიკა ბუკიას განცხადებიდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება

ჟურნალისტ ვიკა ბუკიას განცხადებიდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება

იანვარს 26, 2026 · გადამოწმებული ფაქტები

მოკლედ საკითხავი

  • გავრცელებული ვიდეოს თანახმად, ჟურნალისტი ვიკა ბუკია ამბობს, რომ სიმართლე არ უნდა ვიძახოთ;

  • სრულ მონაკვეთში ჩანს, რომ ჟურნალისტი არა ზოგადად სიმართლეზე, არამედ ისეთი ფაქტების დასახელებაზე საუბრობს, რომელიც არაფრის მომტანია და, პირიქით, პროპაგანდას კვებავს.

 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში (დაარქივებული ბმული) ჟურნალისტი და „ტვ პირველის“ წამყვანი ვიკა ბუკია ამბობს: „სიმართლე, რომელიც პროპაგანდას კვებავს, ეგ არ უნდა ვიძახოთ. ჩემთვის გაუგებარია ეგ და, აი, მანდ ვხედავ ხოლმე ძალიან სერიოზულ პრობლემას“.  აღნიშნული მონაკვეთი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ბუკია ზოგადად სიმართლის არ თქმაზე საუბრობს.

ვიკა ბუკიას განცხადების აღნიშნული მონაკვეთი „ტვ პირველის“ გადაცემიდან „პირველი ხაზი“, არის აღებული. გადაცემა, რომლის წამყვანიც თავად ბუკიაა, ეთერში გასული წლის 15 დეკემბერს გავიდა. სრულ მონაკვეთში ის ამბობს (იხილეთ ბმულზე 31:02 წუთიდან): „სიმართლე არასდროს არ უნდა დავუმალო მაყურებელს და მე მართლა ყველაზე მეტად ვაფასებ გულწრფელობას პოლიტიკაში, აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ეს იმდენად დასაფასებელი თვისება არის, მაგრამ არსებობს რაღაცა ფაქტების დემონსტრირებას რომ ახდენენ, რომელიც არაფრის მომტანი არ არის. აი, ეხლა მაგალითად, მე რომ ვიძახო, რომ ბელორუსში ბევრად ცუდი ვითარებაა, ვიდრე საქართველოში, აი, რუსეთში არ იცით თქვენ, რა ხდება. ამ სიტყვებს აიღებენ და პროპაგანდა შეფუთავს, რომ მე ვცდილობ „ქართული ოცნება“ რაღაცა გავალამაზო. ეს ხო არის იმ ფაქტის დემონსტრირება, რომელიც მე არაფერს არ მაძლევს, გარდა იმისა, რომ შეიძლება ვიღაცას გავაგებინო, რომ ბელორუსიის შიდა კრიზისი ვიცი კარგად და ნიშნავს, რომ პროპაგანდას ვაძლევ ამით რაღაცა საფუძველს, რომ იცოცხლოს. ამიტომ მე ყოველთვის როდესაც ამბობენ, რომ სიმართლე არ დავმალოთ, არ უნდა ავურიოთ, რომ არაფრის მომტანი სიმართლე, რომელიც პროპაგანდას კვებავს, ეგ არ უნდა ვიძახოთ, თორემ ჩემთვის გაუგებარია მაგალითად, აი, ეგ და, აი, მანდ ვხედავ ხოლმე ძალიან სერიოზულ პრობლემას (…). აი, ეხლა ბოლო პერიოდში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების დროს ადამიანებმა დაიწყეს წერა, რომ „ქოცებს“ არ გამოუყენებიათ კამიტი, როცა შესანიშნავად ვიცით, რომ ეს მხოლოდ თეორიაა და რაღაცა სხვა ცუდი გამოიყენეს. ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი მესიჯბოქსია მათთვის, რომ პირიქით, შენ აძლევ ამით ანუ სალაპარაკოს, რომ, ხომ, აი, მერე აიტაცეს და, ხომ, არ გამოგვიყენებია, ჩვენ გვაბრალებენ, არ გამოგვიყენებია და აქ ის კი არ უნდა ვილაპარაკოთ რა არ გამოუყენებიათ, რა გამოიყენეს იმაზე უნდა ვწეროთ.  ეს სიმართლე გავიგე, რომ კიდევ ის არ მოუკლავთ, 9/11 არ გაუკეთებიათ და რომ ჩამოვთვალოთ მაშინ „ქოცებს“ კიდევ რაები არ გაუკეთებიათ და ასე ვთქვათ, რომ ეს სიმართლე არის“.

(45:07-დან): „სიმართლე მანიპულაცია ქვია მაგას, ძალიან კარგი ტერმინი არსებობს როდესაც სრულიად არასაჭირო მოცემულობას და ფაქტებს წერ და მე, რაღაცნაირად, ჩემთვის ყოველთვის ეჭვის მომტანია, რატომ შეიძლება აკეთებდნენ ამ დღის წესრიგში ამას ადამიანები. ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა. როდესაც სრულიად არ არის საჭირო, რომ ვიძახო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რა არ გადაწვა, რა არ გააფუჭა და ახლა რომ ავდგე და ჩამოვწერო, რომ აი, იცი რა არის, ბავშვი არ შეუჭამიათ ჯერ და მართლა რას ვერჩით?! ბავშვი რა ვიცი თირკმელები არ გაუყიდია მარიამ ლაშხს, უბრალოდ დადის და ჩაესხმის ხმები, აი, ამას ვიძახი“.

ამდენად, გადაცემის სრულ მონაკვეთში ჩანს, რომ ჟურნალისტი ზოგადად სიმართლის დამალვაზე არ საუბრობს. პირიქით, ის გადაცემაში ამბობს, რომ  „სიმართლე არასდროს არ უნდა დავუმალო მაყურებელს“ და რომ სწორედ ამ გულწრფელობას აფასებს ყველაზე მეტად პოლიტიკაში. მაგრამ, მისი თქმით, არსებობს ისეთი სიმართლე, გარკვეული ფაქტების დემონსტრირება, რომლის დასახელებაც არაფრის მომტანია (მაგ, ბელორუსში და რუსეთში ბევრად ცუდი ვითარებაა, ვიდრე საქართველოში) და, რასაც პროპაგანდა სათავისოდ გამოიყენებს. შესაბამისად, გავრცელებული ვიდეო დამატებითი კონტექსტის გარეშე შეცდომაში შემყვანია.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო უკრაინას არ უკავშირდება
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო უკრაინას არ უკავშირდება
მაი 16, 2025
სოციალურ ქსელში ონისე ოქრიაშვილის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში ონისე ოქრიაშვილის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სექ 23, 2025
მოსკოვში აშშ-ის საელჩოს შენობას რუსეთის დროშა რუსმა მომღერალმა მიანათა
მოსკოვში აშშ-ის საელჩოს შენობას რუსეთის დროშა რუსმა მომღერალმა მიანათა
ივლ 26, 2024
[შესწორებულია] სოციალურ ქსელში აუტიზმთან დაკავშირებით მორიგი შეთქმულების თეორიები ვრცელდება
[შესწორებულია] სოციალურ ქსელში აუტიზმთან დაკავშირებით მორიგი შეთქმულების თეორიები ვრცელდება
თებ 25, 2025
სოციალურ ქსელში უკრაინაში მობილიზაციის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში უკრაინაში მობილიზაციის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
აპრ 10, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.