Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტის“ სახელით თაღლითური პოსტი ვრცელდება

სოციალურ ქსელში სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტის“ სახელით თაღლითური პოსტი ვრცელდება

აპრილს 17, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი Magniti • მაგნიტი თაღლითურ პოსტს ავრცელებს. პოსტის აღწერის თანახმად „ვინც სწორად გამოიცნობს სურათზე ბატების რაოდენობას, მიიღებს ჩვენგან სპეციალურ პრიზს“. რეალურად, პოსტი სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტს“ არ ეკუთვნის.

პოსტის კომენტარებში გვერდი წერს რომ გამარჯვებულებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან. კომენტარი სტილისტურ ხარვეზებსაც შეიცავს, მაგალითად, ფრაზა „გამარჯვებული გახდომის მოთხოვნები“.

აღნიშნული გვერდი 2025 წლის 16 აპრილსაა შექმნილი, სავარაუდოდ, სწორედ ამ თაღლითური სქემის გასავრცელებლად.  2025 წლის 17 აპრილის მონაცემით, გვერდს 19 გამომწერი ჰყავს.  სექციაში „ინფორმაცია“ გვერდს არ აქვს მითითებული საკონტაქტო ან სხვა სახის ინფორმაცია, რაც მის სანდოობაში დაგვარწმუნებდა. ამასთან, გვერდზე მხოლოდ ერთი პოსტია განთავსებული.

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტის“ რეალური Facebook-გვერდის სახელი ყალბი გვერდის სახელის იდენტურია. თუმცა მათ შორის განსხვავება ბევრია: გამომწერების რაოდენობა, შექმნის თარიღი, აქტივობა, დეტალური საკონტაქტო ინფორმაცია.

რეალური გვერდი 2024 წლის 5 სექტემბერსაა შექმნილი.

როგორც „მაგნიტის“ ოფიციალური Facebook-გვერდიდან ჩანს, მათი სახელით თაღლითური პოსტები წარსულშიც გავრცელებულა, რასაც თავადაც გამოეხმაურნენ.

ამგვარად, სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტის“ სახელით გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. პოსტი თაღლითური სქემის ნაწილია და სავარაუდოდ, Facebook-მომხმარებლების პირადი ინფორმაციისა თუ საკრედიტო ბარათის მონაცემების მოპოვებას ისახავს მიზნად.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ილონ მასკის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ილონ მასკის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
აგვ 27, 2024
სოციალურ ქსელში აშშ-ის ელჩის ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში აშშ-ის ელჩის ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება
ნოე 11, 2024
სოციალურ ქსელში გაეროს მიგრანტთა კომპაქტის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში გაეროს მიგრანტთა კომპაქტის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
დეკ 23, 2025
ელექტრომანქანების ლითიუმის ელემენტები უეცარი აალების მაღალ რისკს არ ატარებს
ელექტრომანქანების ლითიუმის ელემენტები უეცარი აალების მაღალ რისკს არ ატარებს
იან 26, 2026
სოციალურ ქსელში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების დისკრედიტაციის მიზნით შექმნილი ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების დისკრედიტაციის მიზნით შექმნილი ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
დეკ 02, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.