Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: ჰელსინკის კომისიის წარმომადგენლის განცხადებით, USAID და NED საქართველოში ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას ავრცელებდნენ

დეზინფორმაცია: ჰელსინკის კომისიის წარმომადგენლის განცხადებით, USAID და NED საქართველოში ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას ავრცელებდნენ

მაისს 2, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: კონტექსტის გარეშე
გაზიარება

სოციალურ ქსელში ტელეკომპანიამ TV Imedi გაავრცელა საინფორმაციო ბარათი, რომლის მიხედვით ჰელსინკის კომისიის უფროსი პოლიტიკური მრჩევლის განცხადებით, „USAID-ი და NED-ი საზღვარგარეთ, მათ შორის საქართველოში ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას ავრცელებდნენ“.

აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად გავრცელდა კრემლის პროპაგანდისტული ქსელის Pravda-ს ქართულენოვან გამოცემიდან. საინფორმაციო ბარათი უცვლელი ფორმით კოორდინირებულად ასევე გაავრცელეს ისეთმა პროსახელისუფლებო საინფორმაციო გვერდებმაც, როგორებიცაა: ნიუსჰაბი და სააგენტო სივრცეები (დაარქივებული ბმული 1, 2, 3).

აღსანიშნავია, რომ ყველა ამ მედიის მიერ გავრცელებული ტექსტი თითქმის იდენტურია.


სინამდვილეში, ჰელსინკის კომისიის შტაბის დირექტორ პოლ მასაროს მსგავსი რამ არ განუცხადებია. ამდენად, აღნიშნული საინფორმაციო ბარათები მკითხველის შეცდომაში შემყვანია.

კერძოდ, პოლ მასაროს რუსი პრენკერები ვოვანი და ლექსუსი დაუკავშირდნენ. მათ პოლ მასაროსთან საუბარში განასახიერეს კონსტანტინ იელისიევი, 2015-19 წლებში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. ამ საუბარში კითხვაზე „მე შეშფოთებული ვარ მისი პოლიტიკით ისეთ სააგენტოებთან დაკავშირებით, როგორებიცაა USAID და NED – რა ხდება?“ პოლ მასარომ განაცხადა (5:50 წთ-დან): „ეს სამწუხარო შემთხვევაა. ეს უმეტესად განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ისინი უცხოეთში ავრცელებდნენ ისეთი სახის იდეოლოგიებს, რომლებიც აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში არ იყო – მემარცხენე, „ვოუქ იდეოლოგია“.  საქმე ის არის, რომ ზოგიერთი ეს მოსაზრება იყო გაზვიადებული, თუმცა ზოგიერთი იყო მართალი. ამ უწყებებს ნამდვილად სჭირდებოდათ რეფორმა დიდი ხნის განმავლობაში. ვფიქრობ, მსოფლიოს თქვენს ნაწილში, განსაკუთრებით უკრაინასა და საქართველოში ძალიან, ძალიან პროდუქტიული პროექტებია. ძალიან სამწუხაროა იმის ყურება, რომ ადმინისტრაციის მცდელობისას, რომ არასასურველი ნაწილი მოაგვარონ, იკარგება ღირებული რამ [პროექტები] და ეს საშინელებაა“. ამ წინადადებაში პოლ მასარომ გამოიყენა ფრაზეოლოგიზმი „it’s really sad to see the baby go out with the bathwater“, რომელიც არასასურველისგან თავის დაღწევის მცდელობისას, ღირებულის დაკარგვას გულისხმობს.

ამდენად, პოლ მასარო ზოგადად საუბრობს იმ მოსაზრებაზე, რომელმაც, მისი თქმით, ამ სააგენტოების მიმართ ახალი ადმინისტრაციის ქმედებები განაპირობა. ამ მოსაზრების მიხედვით, USAID და NED ისეთი სახის იდეოლოგიებს ავრცელებდნენ, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში არ შედიოდა. აქვე ის ამბობს, რომ ამ მოსაზრებათა ნაწილი ნამდვილი, ნაწილი კი გაზვიადებული იყო. საქართველოსთან და უკრაინასთან დაკავშირებით კი ის USAID-ისა და NED-ის პროექტებს დადებითად აფასებს და პროდუქტიულს უწოდებს. ამის ფონზე კი მწუხარებას გამოთქვამს, რომ ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან არასასურველის მოცილების [იგულისხმება უწყებების რეფორმირება] პროცესში იკარგება ღირებული პროექტებიც [იგულისხმება საქართველოსა და უკრაინაში პროექტები].

ამდენად, მას არ განუცხადებია, რომ USAID და NED საქართველოში ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას ავრცელებდნენ. მეტიც, ის USAID-ისა და NED-ის მხრიდან მემარცხენე იდეოლოგიის გავრცელებას არა როგორც საკუთარ აზრად, არამედ იმ გავრცელებულ მოსაზრებად წარმოადგენს, რასაც ადმინისტრაცია, მისი აზრით, ეყრდნობოდა ამ სააგენტოების მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას. საკუთარი შეფასებისას კი, ის ამბობს, რომ მისთვის ამ მოსაზრებაში ნაწილი გადაჭარბებულია, ნაწილი კი – მართალი.

აღსანიშნავია, რომ როგორც ტელეკომპანია „იმედს“, ისე „სააგენტო სივრცეებს“ საინფორმაციო  ბარათთან თანდართული აქვთ სტატიებიც, სადაც ინფორმაცია შედარებით სრული სახითაა მოცემული.

ფოტო: ეკრანის ანაბეჭდი “იმედის” სტატიიდან

ამ ფონზე,  ცხადად ჩანს, რომ „იმედის“, „ნიუსჰაბისა“ და „სააგენტო სივრცეების“ საინფორმაციო ბარათზე დატანილია არა რეალური, არამედ მასაროს სიტყვების მათ მიერ მცდარად ინტერპრეტირებული და სახეცვლილი ვერსია.

ამდენად, მტკიცება, რომ პოლ მასაროს განცხადებით USAID და NED საქართველოში ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას ავრცელებდნენ, მანიპულაციური და შეცდომაში შემყვანია.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელებში ერლინგ ჰოლანის შესახებ მანიპულაციური ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელებში ერლინგ ჰოლანის შესახებ მანიპულაციური ვიდეო ვრცელდება
ივლ 22, 2026
დეზინფორმაცია: კაია კალასი USAID-დან ფინანსდებოდა
დეზინფორმაცია: კაია კალასი USAID-დან ფინანსდებოდა
აპრ 17, 2025
რა წერია ევროკავშირის LGBTIQ+ თანასწორობის 2026-2030 წლების სტრატეგიაში?
რა წერია ევროკავშირის LGBTIQ+ თანასწორობის 2026-2030 წლების სტრატეგიაში?
ნოე 18, 2025
სოციალურ ქსელში EURO-2024-ის ლოგოსთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში EURO-2024-ის ლოგოსთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება
ივნ 19, 2024
სიმართლეა, თუ & არა, რომ უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ იულია ტიმოშენკოს ოფისის ჩხრეკისას ოქროს ეტლი ამოიღო?
სიმართლეა, თუ & არა, რომ უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ იულია ტიმოშენკოს ოფისის ჩხრეკისას ოქროს ეტლი ამოიღო?
იან 20, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.