Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
კონსპირაცია ბილ გეითსის მიერ მსოფლიო მოსახლეობის შემცირების შესახებ

კონსპირაცია ბილ გეითსის მიერ მსოფლიო მოსახლეობის შემცირების შესახებ

მაისს 21, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია

წლებია, რაც ამერიკელი ფილანტროპი და Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი კონსპირაციებისა და დეზინფორმაციის სამიზნე. ბილ გეითსი მეუღლესთან, მელინდა გეითსთან ერთად არაერთი საქველმოქმედო პროექტის ავტორია. მათი ფონდის მიზანი, როგორც ახალი ვაქცინების განვითარების, ისე არსებულის გაუმჯობესების გზით, სხვადასხვა მძიმე ინფექციურ დაავადებასთან ეფექტური ბრძოლაა. ფონდი ასევე განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მოწყვლადი ქვეყნების ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. მათი აღნიშნული საქმიანობა გეითსებს ხშირად აქცევს ვაქცინებთან და სხვა ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებული კონსპირაციისა და დეზინფორმაციის სამიზნედ. ამ კონტექსტში, გეითსს ვაქინაციის გამოყენებით მსოფლიო მოსახლეობის შემცირების გეგმაში ადანაშაულებენ (ბმული 1, 2, არქივირებული ბმული).

აღნიშნული კონსპირაციის ერთ-ერთ "მტკიცებულებად" ბილ გეითსის TEDX2010 კონფერენციაზე გამოსვლა გამოიყენება. გეითსის აღნიშნული გამოსვლა სოციალურ ქსელში კონტექსტის გარეშე გავრცელდა, თითქოს მან ვაქცინაციის გზით მოსახლეობის შემცირების გეგმის შესახებ ისაუბრა. აღნიშნული გამოსვლა ქართულ და უცხოენოვან სოციალურ ქსელებში გავრცელდა და მას ფაქტების გადამმოწმებელი ავტორიტეტული ორგანიზაციები გამოეხმაურნენ (ბმული 1, 2, 3).

გეითსის გამოსვლის სრული ვიდეო 27 წუთიანია და TEDTalk-ის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. რეალურად, გამოსვლაში, რომელიც დეპოპულაციის კონსპირაციის მტკიცებულებად არის წარმოდგენილი, ბილ გეითსი ნახშირბადის ემისიების შემცირების გზებს განიხილავდა. მოსახლეობის რაოდენობის კონტექსტში, იგი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების გზით მოსახლეობის ზრდის ტემპის შემცირებაზე საუბრობდა და არა ახალი ვაქცინების გზით მოსახლეობის არსებული რაოდენობის შემცირებაზე.

TEDX კლიპში გეითსი მათემატიკურ განტოლებას წარადგენს, რომელიც გლობალური ემისიების რაოდენობისა და მათი შემცირების გამოთვლას ეხება. ამ განტოლების ერთ-ერთი ნაწილი მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობაა. „დღეს მსოფლიოში 6.8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. ეს რიცხვი დაახლოებით 9 მილიარდამდე გაიზრდება,“ — თქვა გეითსმა. „ახლა, თუ ძალიან კარგ საქმეს გავაკეთებთ ახალი ვაქცინების, ჯანდაცვისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მიმართულებით, შესაძლოა ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10 ან 15%-ით შევამციროთ.“

გეითსის კომენტარი მოსახლეობის შესახებ მისი გამოსვლის მხოლოდ მცირე ფრაგმენტი იყო. ის ძირითადად იმ ენერგიის ტიპებსა და ქმედებებზე საუბრობდა, რომლებიც CO2-ს წარმოქმნის და მსმენელს ენერგიის იმ მექანიზმებს სთავაზობდა — მაგალითად ბირთვულ, ქარისა და მზის ენერგიას — რომლებიც 2050 წლისთვის ნახშირორჟანგის ემისიებს მნიშვნელოვნად შეამცირებდა.

ბილ გეითსმა ეს იდეა ცალკე ვიდეოშიც განმარტა, სადაც აჩვენა გრაფიკი, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის ზრდის ტემპსა და ჯანდაცვის გაუმჯობესების გავლენას ასახავდა. „რაც აღმოვაჩინეთ არის ის, რომ როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, ოჯახები ნაკლები ბავშვის ყოლას ირჩევენ, და ეს ეფექტი ძალიან, ძალიან ძლიერია,“ — თქვა გეითსმა.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: პოლონეთში ზელენსკის საწინააღმდეგო ბროშურები ვრცელდება
დეზინფორმაცია: პოლონეთში ზელენსკის საწინააღმდეგო ბროშურები ვრცელდება
თებ 05, 2025
სოციალურ ქსელში ციფრული ფულის შესახებ კონსპირაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ციფრული ფულის შესახებ კონსპირაცია ვრცელდება
მაი 21, 2025
რუსული ანგარიშები ირანის მიერ უკრაინელი სამხედროს მოკვლის შესახებ ტყუილს ავრცელებენ
რუსული ანგარიშები ირანის მიერ უკრაინელი სამხედროს მოკვლის შესახებ ტყუილს ავრცელებენ
აპრ 06, 2026
ყალბია ინფორმაცია, თითქოს იტალიელები იტალიიდან ებრაელების გაძევებას ითხოვენ
ყალბია ინფორმაცია, თითქოს იტალიელები იტალიიდან ებრაელების გაძევებას ითხოვენ
ივნ 12, 2026
გივი მიქანაძე: „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება იყო, რომ ბაღებში უფასო კვებითი კომპონენტი შემოტანილიყო, სხვათა შორის, 30%-ით გაიზარდა ბავშვების ჩართულობა ბაღებში
გივი მიქანაძე: „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება იყო, რომ ბაღებში უფასო კვებითი კომპონენტი შემოტანილიყო, სხვათა შორის, 30%-ით გაიზარდა ბავშვების ჩართულობა ბაღებში
დეკ 26, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.