Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ნიკოლ ფაშინიანის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ნიკოლ ფაშინიანის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

ოქტომბერს 27, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანია ასახული. ვიდეოში ფაშინიანი მაყურებელს უხამს ჟესტს, კერძოდ, შუა თითს უჩვენებს. სინამდვილეში, ვიდეო რედაქტირებულია და, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის  მიერაა შექმნილი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საკუთარი სოციალური ქსელის გვერდებზე ხშირად აქვეყნებს მოკლე ვიდეოებს როგორც სამუშაო, ისე ოფიციალური გარემოდან. სწორედ ამგვარი ფორმის ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელშიც, თუმცა რედაქტირებული სახით. კერძოდ, სავარაუდოა, რომ Facebook-მომხმარებელმა ფაშინიანის 13 ოქტომბერს გამოქვეყნებული ორიგინალი ვიდეოდან კადრები ხელოვნური ინტელექტის საშუალებით დაამუშავა იმგვარად, თითქოს პრემიერი ხალხს შუა თითს უჩვენებს. სინამდვილეში, ორიგინალ ვიდეოში ფაშინიანი ხელებით გულის ფორმის ჟესტს აკეთებს.

უხამსი შინაარსის ვიდეო ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალურ სოციალურ მედიებში არ გამოქვეყნებულა და არ გაუვრცელებიათ არც სანდო მედიებსა თუ ოფიციალურ უწყებებს.

იმაზე კი, რომ ვიდეო, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი, ვიდეოს დაბალი ხარისხი და სომხეთის პრემიერ-მინისტრის არაბუნებრივი მოძრაობები და სხეულის ნაკვთები მიუთითებს.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: ევროკავშირის ეთიკის კომისია შობის დღესასწაულის საჯარო ზეიმის აკრძალვას განიხილავს
დეზინფორმაცია: ევროკავშირის ეთიკის კომისია შობის დღესასწაულის საჯარო ზეიმის აკრძალვას განიხილავს
დეკ 24, 2025
პოსტი უკრაინელებისთვის დაჩოქების შესახებ ტყუილია
პოსტი უკრაინელებისთვის დაჩოქების შესახებ ტყუილია
ოქტ 17, 2025
რუსული პროპაგანდა მაია სანდუს მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ზელენსკის მიაწერს
რუსული პროპაგანდა მაია სანდუს მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ზელენსკის მიაწერს
მაი 05, 2026
სოციალურ ქსელში სასტუმროს „Residence hill sopra“ შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში სასტუმროს „Residence hill sopra“ შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
დეკ 03, 2024
დეზინფორმაცია: საყოველთაო აღწერა და გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების პროგრამის გეგმები სოფლის მეურნეობის განადგურებას ისახავს მიზნად
დეზინფორმაცია: საყოველთაო აღწერა და გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების პროგრამის გეგმები სოფლის მეურნეობის განადგურებას ისახავს მიზნად
დეკ 30, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.