Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: ვიდეოში სომეხი გულშემატკივრები ქართველებს აგინებენ

დეზინფორმაცია: ვიდეოში სომეხი გულშემატკივრები ქართველებს აგინებენ

მარტს 26, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი
გაზიარება

POSTV-ის ჟურნალისტი ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული), რომლის მიხედვითაც, სომეხი გულშემატკივრები ქართველების მისამართით სკანდირებდნენ ფრაზას “თქვენი დედებს შ****ით”, რამაც   სტადიონზე ჩხუბი გამოიწვია. „ეს არის სომხების ტრიბუნიდან გადაღებული ვიდეო “თქვენი დედებს @-ი” რომ სკანდირებენ მერე “F@ y@-“ დანარჩენიც გესმით!“, – წერს ჟურნალისტი. რეალურად, სომეხი გულშემატკივრები სომხურ ენაზე სკანდირებდნენ ფრაზას „მელიკბეკიან წადი“ (სომხურად:„მელიკბეკიან ჰერაცირ”). ფრაზა არმენ მელიკბეკიანს, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მიემართებოდა და არა-ქართველებს.

საქართველო-სომხეთს შორის საფეხბურთო მატჩი 23 მარტს  „დინამო არენაზე“  გაიმართა. მატჩის შემდეგ, რომელიც საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ 6:1 დასრულდა, სტადიონზე არეულობა დაიწყო.  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის თქმით, აღნიშნული შემთხვევა შესაძლოა უეფას მხრიდან სანქციების მიზეზი გახდეს.

ვიდეოში, რომელსაც ნათია ბერიძე ავრცელებს, სინამდვილეში, სომეხი გულშემატკივრები სკანდირებენ ფრაზით  „მელიკბეკიან ჰერაცირ“, რაც ქართულად ნიშნავს  „მელიკბეკიან, წადი“. შეძახილი სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ, არმენ მელიკბეკიანს მიემართებოდა, კერძოდ, სომეხი გულშემატკივრები მის გადადგომას ითხოვდნენ.

არმენ მელიკბეკიანი საქართველო-სომხეთის მატჩს დინამო არენას VIP- ლოჟიდან  ესწრებოდა. სომეხი გულშემატკივრები მის გადადგომას, მატჩის დაწყების წინაც ითხოვდნენ და სწორედ ლოჟისკენ იხედებოდნენ.

 

ნათია ბერიძის  მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ მელიკბეკიანის გადადგომის მოთხოვნით გულშემატკივრები მატჩის დასრულების შემდეგად სკანდირებდნენ. ვიდეოს დასაწყისში ჯერ კიდევ სტადიონზე დაპირისპირება დაწყებული არ არის.

მატჩის დასრულების შემდეგ, სომეხი ფეხბურთელები გულშემატკივრებთან მივიდნენ, ამის შემდეგ კი გასახდელისკენ გადაადგილება დაიწყეს. სწორედ ამ მომენტში გულშემატკივრებმა დაიწყეს სკანდირება ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, აღნიშნული ნათია ბერიძის მიერ გავრცელებულ ვიდეოშიც ჩანს. ერთ-ერთი სომხური ტელევიზიის ლაივშიც ჩანს, რომ სწორედ ფეხბურთელების გასახდელისკენ გადაადგილებისას იწყება (იხილეთ ბმულზე 03:20 წუთიდან) დაპირისპირებაც, რაც კიდევ უფრო ამყარებს ვარაუდს, რომ დაპირისპირება ფრაზების არასწორად გაგებას მოჰყვა. თუმცა, ამ ეტაპზე  დაპირისპირების ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის.

ამდენად, პოსტში აღნიშნული მტკიცება, რომ ვიდეოში სომეხი გულშემატკივრები ქართველებს აგინებენ, მცდარია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ყველა პოსტის ნახვა

ირაკლი კობახიძე: [სამშობლოს ღალატის მუხლის ამოღებაზე] ეს ცვლილება საქართველოს პარლამენტში დაინიციირდა ერთი თუ ორი თვით ადრე აგვისტოს ომამდე და მიღებულ იქნა აგვისტოს ომის დასრულებიდან დაახლოებით ორ თვეში.
ირაკლი კობახიძე: [სამშობლოს ღალატის მუხლის ამოღებაზე] ეს ცვლილება საქართველოს პარლამენტში დაინიციირდა ერთი თუ ორი თვით ადრე აგვისტოს ომამდე და მიღებულ იქნა აგვისტოს ომის დასრულებიდან დაახლოებით ორ თვეში.
ნოე 24, 2025
სოციალურ ქსელში ჰიროშიმასა და ნაგასაკის დაბომბვის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჰიროშიმასა და ნაგასაკის დაბომბვის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
აპრ 22, 2025
დეზინფორმაცია: უნგრეთი ევროკავშირს ტოვებს და ამ საკითხზე პლებისციტს ამზადებს
დეზინფორმაცია: უნგრეთი ევროკავშირს ტოვებს და ამ საკითხზე პლებისციტს ამზადებს
მარ 10, 2025
სოციალურ ქსელში ბილ გეითსის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ბილ გეითსის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
ოქტ 09, 2025
დეზინფორმაცია: ევროკავშირმა ზეეროვნული ორგანო შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს წევრ სახელმწიფოებში არჩევნები გააუქმოს
დეზინფორმაცია: ევროკავშირმა ზეეროვნული ორგანო შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს წევრ სახელმწიფოებში არჩევნები გააუქმოს
თებ 17, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.