Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ პუტინის ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ პუტინის ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტო ვრცელდება

აპრილს 3, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Davit Tordia, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია, ავრცელებს ფოტოს (დაარქივებული ბმული), რომელზეც საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ხელი-ხელ ჩაკიდებულებს ვხედავთ. სინამდვილეში, ფოტო ყალბია და სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მსგავსი ფოტო არ გავრცელებულა არც ერთ სანდო მედიასა თუ საჯარო წყაროში. აღნიშნული ფოტო არც ფოტოს ძიების ინსტრუმენტით (reverse image search) იძებნება, რაც მიუთითებს, რომ იგი, პოსტის ავტორის სოციალური ქსელის გარდა, სავარაუდოდ, არსად გამოქვეყნებულა.

დამატებით, ფოტოს რამდენიმე დეტალი მიუთითებს, რომ იგი, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული. მაგალითად, ფოტოზე არაბუნებრივადაა გამოსახული ვლადიმერ პუტინის თითები. კერძოდ, მარჯვენა ხელზე თითები არაბუნებრივადაა ჩაღრმავებული და თითქოს შუაში წყდება, მარცხენა ხელზე კი თითებსა და ფრჩხილებს შორის კონტური წაშლილია და არაბუნებრივად უერთდება ერთმანეთს. ამასთანავე, მარცხენა ხელზე თითების რაოდენობაც ხელოვნურ ინტელექტზე მიუთითებს. უფრო კონკრეტულად, დაკვირვების შედეგად აღიქმება, რომ პუტინს მარცხენა ხელზე 6 თითი აქვს: მათგან 5 ზედაპირზევე ჩანს და ისინი შედარებით გრძელი თითებია, მე-6 თითი ფოტოზე არ ჩანს, თუმცა ლოგიკურია, რომ ცერა თითს წარმოადგენს, რომლითაც პრეზიდენტი პუტინი პრეზიდენტ სააკაშვილის თითებს ეჭიდება.

ამასთანავე, ყურადღებას იქცევს ასევე პრეზიდენტების თვალები. კერძოდ, თითქოს ორივეს თვალის ბუდეში სიცარიელე აქვს, რის გამოც ისინი არა ერთმანეთის, არამედ სხვადასხვა მხარეს იყურებიან.

ამრიგად, ფოტო ყალბია და სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ლეონიდ კალაშნიკოვის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ლეონიდ კალაშნიკოვის ყალბი ციტატა ვრცელდება
დეკ 02, 2024
სოციალურ ქსელში მსახიობ გოგა გველესიანის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში მსახიობ გოგა გველესიანის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
მარ 17, 2025
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ გიორგი თარგამაძის კომენტარი მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ გიორგი თარგამაძის კომენტარი მანიპულაციურად ვრცელდება
აგვ 08, 2025
სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ვრცელდება
აგვ 14, 2024
დეზინფორმაცია: აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა აშშ-ში არ დაბადებულა
დეზინფორმაცია: აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა აშშ-ში არ დაბადებულა
მარ 04, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.