Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: ჩინეთმა საქართველოში 5 მილიარდი ჩადო

დეზინფორმაცია: ჩინეთმა საქართველოში 5 მილიარდი ჩადო

სექტემბერს 22, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელიც რადიო Georgian Times-ის გადაცემა „რეალური პოლიტიკიდან“ მონაკვეთს ასახავს. გადაცემაში სტუმარი ირაკლი გოგავა აჟღერებს მტკიცებას: „ჩინეთმა საქართველოში 5 მილიარდი ჩადო“. სინამდვილეში, საქართველოში ჩინური პირდაპირი ინვესტიციები 800 მლნ-ზე ნაკლებია.

ირაკლი გოგავა გადაცემაში „რეალური პოლიტიკა“ აცხადებს, რომ „ჩინეთს საქართველო აინტერესებს, როგორც ევროპასთან ვაჭრობის ჰაბი“ და მისი მტკიცებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ „5 მილიარდი ჩადო უკვე საქართველოში“. გოგავა, სავარაუდოდ, ჩინეთიდან შემომავალ პირდაპირ ინვესტიციებზე საუბრობს, თუმცა, მტკიცება, რომ ჩინეთმა 5 მილიარდის ოდენობის ინვესტიციები ჩადო საქართველოში, არ დასტურდება.

1996-2024 წლებში საქართველოში სულ 29 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. 4.9 მლრდ-ით პირველ ადგილს ბრიტანეთი იკავებს, 3.5 მლრდ-ით მეორეზე ნიდერლანდებია და სამეულს 3 მლრდ-ით აზერბაიჯანი ასრულებს, რაც შეეხება ჩინეთს ის 774 მლნ დოლარიანი ინვესტიციით მეათე ადგილზე იმყოფება.

გრაფიკი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1996-2024 წლებში (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ჩინეთიდან პირველი ინვესტიცია 2002 წელს შემოვიდა. 2002-2010 წლებში ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა ჯამურად მხოლოდ 34 მლნ დოლარს მიაღწია, რომლის ნახევარზე მეტიც 2003 წელზე მოდიოდა. 2011 წელიდან გარკვეული გააქტიურება იწყება. 2013 წელს ჩინეთიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა 100 მლნ დოლარს, ხოლო 2014 წელს 200 მლნ დოლარს აჭარბებს. იმავე 2014 წელს ჩინეთის წილმა ინვესტიციებში 12%-ს მიაღწია, რითაც მან ნიდერლანდებისა და აზერბაიჯანის შემდეგ, მესამე ადგილი დაიკავა. ჩინეთიდან შემოსული ინვესტიციების 42% 2013-2014 წლებზე მოდის.

2008-2010 და 2020-2021 წლებში ჩინეთიდან ინვესტიციების გადინება დაფიქსირდა. 2025 წლის იანვარ-ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთიდან ინვესტიციები სამჯერ გაიზარდა, თუმცა მხოლოდ 7.5 მლნ დოლარამდე.

გრაფიკი 2: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩინეთიდან

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

დღეს ჩინური ბიზნესი საქართველოში ძირითადად ჰუალინგ პლაზითა და ბაზისბანკით არის წარმოდგენილი. იმ შემთხვევაში თუ ბაზის ბანკმა ლიბერთი ბანკი შეიძინა (მოლაპარაკებების არსებობას ლიბერთი ბანკში ადასტურებენ), ბაზის ბანკი სიდიდით მესამე ბანკი გახდება. ბაზის ბანკს ბანკ რესპუბლიკას შეძენა 2016 წელსაც სურდა, თუმცა საბოლოოდ ის თიბისიმ შეიძინა. ჩინეთი ასევე მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში ძირითადად ავტობანის მშენებლობაში.

2014 წელს ანაკლიის პორტის მშენებლობის ტენდერში ჩინური კომპანიაც მონაწილეობდა, თუმცა არჩევანი ქართულ-ამერიკულ ჯგუფზე შეჩერდა. მოგვიანებით, მშენებლობა შეჩერდა, გამოცხადდა ახალი ტენდერი, სადაც 2024 წელს გამარჯვებულად მთავრობის გადაწყვეტილებით ჩინური CCCC დასახელდა, თუმცა გამარჯვებული CCCC-ს გამარჯვებულის სტატუსი ოფიციალურად არ მინიჭებია.

ჩინეთის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში უმნიშვნელო არაა, მაგრამ ჯამურად მეათე ადგილი მას ლიდერის პოზიციას არ ანიჭებს. მნიშვნელოვანია ტენდენციაც, ბოლო 1.5 წელია, ჩინეთიდან ინვესტიციები შემცირებულია. თანხობრივად ჩინეთიდან სულ 774 მლნ დოლარის ინვესტიციაა შემოსული (2025 წლის იანვარ-ივნისის ჩათვლით 782 მლნ დოლარი), რაც დასახელებულ 5 მლრდ-ზე 6.5-ჯერ ნაკლებია.

საქართველოსა და ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობა უფრო ფართო საგარეო ვაჭრობაშია. 2018 წლიდან ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება მოქმედებს. 2020-2022 წლებში ჩინეთი #1 საექსპორტო პარტნიორს წარმოადგენდა, თუმცა შემდეგ სპილენძის მადნებზე მოთხოვნის კლებისა და შუა აზიაში რეექსპორტის ზრდის გამო ჩინეთი ხუთეულიდან ამოვარდა, იმპორტში კი მეოთხე ადგილს იკავებს. ზრდის მიუხედავად კვლავ დაბალია ჩინეთიდან შემოსული ტურისტების წილი და ჩინეთიდან ფულადი გზავნილებიც მიზერულ დონეზე ნარჩუნდება.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოს ჰიმნმა შეაწუხა
დეზინფორმაცია: ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოს ჰიმნმა შეაწუხა
ნოე 13, 2024
დეზინფორმაცია: საქართველოს პრეზიდენტმა ამ ლიბერალებს მილიონი ლარი ჩაურიცხა
დეზინფორმაცია: საქართველოს პრეზიდენტმა ამ ლიბერალებს მილიონი ლარი ჩაურიცხა
ოქტ 26, 2024
დეზინფორმაცია: ისრაელმა შეიძლება მიიღოს კანონი, რომელიც დააპატიმრებს ქრისტიანებს იესოზე ლაპარაკის გამო
დეზინფორმაცია: ისრაელმა შეიძლება მიიღოს კანონი, რომელიც დააპატიმრებს ქრისტიანებს იესოზე ლაპარაკის გამო
მარ 25, 2025
დეზინფორმაცია: „შავი პარასკევი“ სატანისტურ რიტუალებს უკავშირდება
დეზინფორმაცია: „შავი პარასკევი“ სატანისტურ რიტუალებს უკავშირდება
ნოე 27, 2025
სოციალურ ქსელში ვრცელდება გაყალბებული ფოტო საპროტესტო აქციიდან
სოციალურ ქსელში ვრცელდება გაყალბებული ფოტო საპროტესტო აქციიდან
ნოე 19, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.