Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო უკრაინას არ უკავშირდება

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო უკრაინას არ უკავშირდება

მაისს 16, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ვიდეოს აქვეყნეს, რომელშიც  ტაძრის სამრეკლო და იქვე კაფეები ჩანს, ასევე ისმის ქალის ხმა, რომელიც უკრაინულად საუბრობს. სამრეკლოსთან ჩანს სკამებიც, რომლებიც უკრაინის დროშის ფერებშია. ვიდეოს ადგილის მითითების გარეშე მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს და აფიქრებინებს, რომ ვიდეო უკრაინაშია გადაღებულია, რაც კომენტარებითაც დასტურდება. არა ერთი მომხმარებელი ადგილმდებარეობად სწორედ უკრაინას უთითებს. რეალურად, კადრები არა უკრაინაში, არამედ ლონდონში, გაერთიანებულ სამეფოშია გადაღებული და მასში „მეიფერის“ ბაზრობა ჩანს.

 

ვიდეოს, რომელშიც  უკრაინული ხმა  ისმის და ასევე ჩანს უკრაინის დროშის ფერებში სკამები, მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს და აფიქრებინებს, რომ ვიდეო უკრაინაშია გადაღებული (იხილეთ კომენტარები).

 

„ჯეოფაქტსმა“ ფოტოს ძიების ინსტრუმენტის საშუალებით (reverse image search) დაადგინა, რომ კადრებში რეალურად, ლონდონში, ოქსფორდ სტრიტთან ახლოს მდებარე „მერკატო მეიფერის“ ბაზრობა ჩანს. ბაზრობა იმართება ყოფილ ანგლიკანურ  წმინდა მარკოზის ტაძარში, ლონდონის მეიფერის რაიონში.

1825-1828 წლებში ტაძარი არქიტექტორ ჯონ პიტერის პროექტის მიხედვით აშენდა. ტაძარი ასევე ცნობილი იყო, როგორც „ამერიკული ეკლესია“, აშშ-ს ყოფილ საელჩოსთან სიახლოვის გამო და ცნობილია, რომ ამერიკის პრეზიდენტი ეიზენჰაუერი და ელეონორ რუზველტი იქ წირვა-ლოცვას ესწრებოდნენ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მრევლი იმდენად შემცირდა, რომ 1974 წელს ინგლისის ეკლესიამ ეკლესიის სეკულარიზება გადაწყვიტა. ტაძარი 1989 წელს  ინგლისის რისკის ქვეშ მყოფი შენობების რეესტრში შეიტანეს და მრავალი წელი მისი ალტერნატიული გამოყენების შეთავაზებებიდან ვერც ერთი პროექტი ვერ განხორციელდა.

2019 წელს, წმინდა მარკოზის ტაძარში საზოგადოებრივი ბაზარი „მერკატო მეტროპოლიტანო“ გაიხსნა, რითაც 5 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების რესტავრაცია დასრულდა. რესტავრაციის შედეგად შენარჩუნდა ტაძრის ორიგინალური არქიტექტურული თავისებურებები, მათ შორის ვიტრაჟები და მორთული ფასადი, ამავდროულად, სივრცეში მოეწყო კვების ობიექტები.

ამდენად, გავრცელებული ვიდეო არა უკრაინაში, არამედ ბრიტანეთშია გადაღებული.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: თეთრი სახლი  კენდის ოუენსის მკვლელობის ორგანიზებაში საფრანგეთის პრეზიდენტის ბრალეულობას ადასტურებს
დეზინფორმაცია: თეთრი სახლი კენდის ოუენსის მკვლელობის ორგანიზებაში საფრანგეთის პრეზიდენტის ბრალეულობას ადასტურებს
დეკ 03, 2025
სოციალურ ქსელში ჯეფრი ეპსტინისა და სხვა ცნობილი ადამიანების ხელოვნურად გენერირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჯეფრი ეპსტინისა და სხვა ცნობილი ადამიანების ხელოვნურად გენერირებული ფოტო ვრცელდება
იან 26, 2026
სოციალურ ქსელში მუსლიმი მესხების შესახებ ინფორმაცია კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში მუსლიმი მესხების შესახებ ინფორმაცია კონტექსტის გარეშე ვრცელდება
დეკ 25, 2025
დეზინფორმაცია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შესული სტუდენტები იქაურობას აპარტახებენ
დეზინფორმაცია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შესული სტუდენტები იქაურობას აპარტახებენ
ნოე 21, 2024
დეზინფორმაცია: ფოტოზე ბრიუსელის პოლიციის კომისარი ჩანს
დეზინფორმაცია: ფოტოზე ბრიუსელის პოლიციის კომისარი ჩანს
ოქტ 15, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.