Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება

მარტს 11, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტოსურათი გავრცელდა, რომელზეც შეშუპებული და დანაოჭებული სახის კანი აქვს;
რეალურად ფოტოსურათი პროგრამულად დამუშავებულია;
გავრცელებული პოსტის თანახმად, ფოტო 2026 წლისაა, თუმცა რეალურად ის 2023 წელსაა გადაღებული.

სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის ფოტოკოლაჟი ვრცელდება. პირველ ფოტოში ზელენსკი ახალგაზრდულად გამოიყურება და მას თარიღად 2019 წელი აქვს მითითებული, ხოლო მეორე ფოტოში, რომელსაც 2026 წელი აწერია, მისი სახე შეშუპებული და დანაოჭებულია. ფოტოს აღწერაში ვკითხულობთ: "კოკაინი შვიდი წლის შემდეგ." საგულისხმოა, რომ ფოტოსურათი იდენტური აღწერით რუსულენოვან სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. (1; 2)

სინამდვილეში ზელენსკის 2026 წლის ფოტოსურათი პროგრამულად დამუშავებულია და არც 2026 წელსაა გადაღებული. რეალურად ფოტოსურათი 2023 წელს უკრაინის ქალაქ ლვივშია გადაღებული და ის ამგვარად გამოიყურება:

გარდა ამისა ფოტო, რომელიც სოციალური ქსელის პოსტის თანახმად, 2019 წლით თარიღდება, რეალურად 2020 წელს, ზელენსკის პრესკონფერენციაზეა გადაღებული. ესტონური ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია Delfi-ს თანახმად, ფოტო რუსული მედია TASS-ის ფოტო ბიბლიოთეკაშია ხელმისაწვდომი. 2026 წლის 5 თებერვლის მონაცემით, ფოტო TASS-ის გვერდზე აღარ იძებნება, თუმცა შემონახულია Delfi-ის მიერ არქივირებული ბმული.

აღსანიშნავია, რომ მტკიცება ზელენსკის ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აქტიურად ვრცელდება. მტკიცებები ძირითადად რედაქტირებულ ფოტო/ვიდეო მასალას ეფუძნებოდა და სხვადასხვა ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციასაც მრავალჯერ გადაუმოწმებია. (1; 2; 3)


ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი შოუმენისგან სასახლე შეიძინა
დეზინფორმაცია: ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი შოუმენისგან სასახლე შეიძინა
დეკ 09, 2025
სოციალურ ქსელში ფოტო უკრაინის პრეზიდენტის საახალწლო მიმართვიდან მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში ფოტო უკრაინის პრეზიდენტის საახალწლო მიმართვიდან მანიპულაციურად ვრცელდება
იან 09, 2025
სოციალურ ქსელში ბილ გეითსის კომენტარები კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში ბილ გეითსის კომენტარები კონტექსტის გარეშე ვრცელდება
ივლ 14, 2026
„ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის“ (EFCSN) განცხადება Meta-ს CEO-ს გადაწყვეტილებაზე
„ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის“ (EFCSN) განცხადება Meta-ს CEO-ს გადაწყვეტილებაზე
იან 08, 2025
მცდარია მტკიცება, რომ საქართველოში გაზაფხულზე ნალექიანი ამინდების და დაბალი ტემპერატურის მიზეზი მზის გეოინჟინერიაა
მცდარია მტკიცება, რომ საქართველოში გაზაფხულზე ნალექიანი ამინდების და დაბალი ტემპერატურის მიზეზი მზის გეოინჟინერიაა
ივნ 09, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.