Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: ვერტმფრენებით გენმოდიფიცირებულ კოღოებს ავრცელებენ

დეზინფორმაცია: ვერტმფრენებით გენმოდიფიცირებულ კოღოებს ავრცელებენ

სექტემბერს 4, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის  (არქივირებული პოსტისა და ვიდეოს ბმული) თანახმად, აშშ-ში კოღოები ხელოვნურად, ვერტმფრენების დახმარებით გაავრცელეს. ინფორმაციის გამავრცელებელი ასევე ამტკიცებს, რომ ჰაერში „ბილ გეითსის იგივე გენმოდიფიცირებული კოღოები“ გაავრცელეს. სინამდვილეში, მტკიცება, რომ ვერტმფრენით კოღოები გაავრცელეს, დაუსაბუთებელია და შეთქმულების თეორიებს ემყარება.

მტკიცება, რომ აშშ-ში აეროხომალდებით, ბილ გეიტსის პროგრამის მიხედვით, გენეტიკურად მოდიფიცირებულ კოღოებს ავრცელებენ, აქამდეც გავრცელებულა. დეზინფორმაციის გავრცელებას ჯერ კიდევ 2023 წელს ისეთი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები გამოეხმაურნენ, როგორებიცაა: Open.online, AFP Fact Check, AP News (ბმული 1, 2), Reuters.

„Open.online“-ის ინფორმაციით, ვიდეოში ასახულია არა კოღოების ერთობლიობა, არამედ ვერტმფრენიდან გამომავალი შავი კვამლის ბილიკი. პროფესიონალი პილოტების ვარაუდით, შავი კვალის წარმოქმნა რამდენიმე მიზეზით შეიძლება მოხდეს, მათ შორის, ზეთის დაგროვებით, ძრავის ძველი ტექნოლოგიით. ზოგიც თვლის, რომ დროდადრო ტურბინული ძრავის მქონე ყველა შვეულმფრენი აფრქვევს შავ კვამლს.

მტკიცების დასასაბუთებლად „Open.online“ ასევე აქვეყნებს ვერტმფრენის ფოტოს, რომელიც ავარიულ დაშვებას ცდილობს, რადგან მისი ძრავი შავ კვამლს უშვებს.

Adobe Stock-ზე ასევე ვხვდებით ვერტმფრენის ავარიული გადაადგილების სხვა სურათსაც, რომელზეც ასევე ჩანს ძრავიდან გამომავალი შავი კვამლი.

“Open.online“ ასევე ვარაუდობს, რომ გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენები დისპერსია „სქესის გაგების ცერემონიას“ (ჯერ არ დაბადებული ბავშვის ბიოლოგიური სქესის გამოვლენის სანახაობა) შეიძლება ასახავდეს, რამდენადაც ვერტმფრენის მიერ დატოვებული კვალი არა შავი (მსგავსად კოღოების ფერისა), არამედ ლურჯია, რაც ბავშვის სქესს შეიძლება აღნიშნავდეს.

ზემოხსენებული მოსაზრება AP-სთან ხოსე კორონამ, Alamo Helicopter Tours-ის პილოტმა, დაადასტურა. მას ეთანხმება ტომ მაკდერმოტი, ფლორიდის ვერტმფრენის აკადემიის მენეჯერი, რომელიც თვლის, რომ აღნიშნული მოვლენა „სქესის გაგების ცერემონიას“ ასახავდა.

რაც არ უნდა ყოფილიყო ვერტმფრენის კვალი, ის კოღოებთან და ბილ გეიტსთან დაკავშირებული არ ყოფილა.

AP Fact Check-თან ლოურენს რივზმა, ფლორიდის სამედიცინო ენტომოლოგიის ლაბორატორიის (Florida Medical Entomology Laboratory) ენტომოლოგმა განმარტა, რომ ვერტმფრენიდან შავი კვამლის შესაქმნელად საჭირო რაოდენობით კოღოების გამოშვება არარეალურია.

„კოღოები მყიფე არსებები არიან და მათი ასეთი სიმჭიდროვე მრავლის სიკვდილს  გამოიწვევდა“, „ის, რასაც ხედავთ ამ ვიდეოში, არ შეესაბამება რეალობას“, – განუცხადა მან AP-ს.

გარდა ამისა, AFP Fact Check-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ბილ გეიტსს აშშ-ში მალარის პროექტი არ დაუფინანსებია, ხოლო ფლორიდაში მისი დაავადების კონტროლის პროგრამა მხოლოდ ისეთ მწერებს იყენებს, რომლებსაც პარაზიტის გავრცელება არ შეუძლიათ.

„ფონდი არ აფინანსებს შეერთებულ შტატებში კოღოების გავრცელებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს“, „მალარიის აღმოფხვრა ჩვენი ფონდის მთავარი პრიორიტეტია ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში და ჩვენ ერთგულად ვაგრძელებთ რესურსებისა და გამოცდილების გამოყოფას დაავადების სამუდამოდ დასრულების მიზნით“, – განუცხადა ფონდის სპიკერმა AFP-ის.

ამრიგად, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: ჩინეთმა საქართველოში 5 მილიარდი ჩადო
დეზინფორმაცია: ჩინეთმა საქართველოში 5 მილიარდი ჩადო
სექ 22, 2025
დეზინფორმაცია: ევროპის საბჭოს წევრების  თითქმის ნახევარმა რუსეთის პრეზიდენტს დაბადების დღე მიულოცა
დეზინფორმაცია: ევროპის საბჭოს წევრების თითქმის ნახევარმა რუსეთის პრეზიდენტს დაბადების დღე მიულოცა
ოქტ 09, 2025
სოციალურ ქსელში გრეტა თუნბერგის სახელით გამოგონილი ციტატა გავრცელდა
სოციალურ ქსელში გრეტა თუნბერგის სახელით გამოგონილი ციტატა გავრცელდა
ნოე 11, 2024
სოციალურ ქსელში კიევის თავისუფლების მოედნიდან რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში კიევის თავისუფლების მოედნიდან რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ნოე 27, 2025
სოციალურ ქსელში ბარბარა ჯიმელი-სულაშვილის ინტერვიუდან მონაკვეთი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში ბარბარა ჯიმელი-სულაშვილის ინტერვიუდან მონაკვეთი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სექ 02, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.