Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: ზელენსკიმ კიევი დატოვა

დეზინფორმაცია: ზელენსკიმ კიევი დატოვა

ივნისს 10, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Shalva Qavtaradze, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1, 2, 3), წერს, რომ ზელენსკიმ კიევი დატოვა და კიევში ფართომასშტაბიანი აქციებია. სინამდვილეში, მსგავსი ინფორმაცია არ დასტურდება.

2025 წლის 10 ივნისის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ კიევის დატოვება არ დასტურდება. ცნობილია, რომ უკრაინის პრეზიდენტი 2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საკუთარ სოციალურ ქსელებში უკრაინელი ხალხისადმი ყოველდღიურ ვიდეომიმართვებს ავრცელებს. ბოლო ვიდეო 2025 წლის 9 ივნისსაა გამოქვეყნებული. ვიდეოში ზელენსკი უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლაზე საუბრობს: „დღეს დაიწყო გაცვლა – ეს სტამბოლში მიღწეული შეთანხმების პირველი ეტაპია. სულ რამდენიმე ეტაპი იქნება – ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამის შესახებ ვსაუბრობდით რუსეთის მხარესთან. ამ გაცვლის ფარგლებში უნდა დაბრუნდნენ დაჭრილები, მძიმედ დაჭრილებიც, და ასევე ისინი, ვინც 25 წლის არიან ან ნაკლები ასაკის.

მოსალოდნელია, რომ გაცვლის პროცესი რამდენიმე დღეს გაგრძელდება. პროცესის დეტალები საკმაოდ სენსიტიურია, ამიტომ ამ ეტაპზე ინფორმაციაც უფრო ნაკლებია, ვიდრე ჩვეულებრივ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ხელს უწყობს გაცვლას და მუშაობს იმაზე, რომ ჩვენი ყველა ადამიანი დაბრუნდეს სახლში – სახლში, რუსული ტყვეობიდან“, – თქვა პრეზიდენტმა.

საგულისხმოა, რომ ზელენსკის კიევი მართლაც რომ დაეტოვებინა და უკრაინის დედაქალაქში მისი საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობდეს, ამას აუცილებლად გააშუქებდა მედია. თუმცა მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება.

როგორც პოსტის ავტორი წერს, ინფორმაცია რუსული ტელეარხის НТВ-ს ეთერში გაჟღერდა. (НТВ რუსული სახელისუფლებო მედიაა) НТВ-ს ვებგვერდზე მსგავსი ახალი ამბავი არ იძებნება.

ამგვარად, მტკიცება, რომლის თანახმადაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევი დატოვა და დედაქალაქში მისი საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში რესპირატორული სინციტიური ვირუსის (RSV) ვაქცინის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში რესპირატორული სინციტიური ვირუსის (RSV) ვაქცინის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
მაი 01, 2025
თაზო დათუნაშვილმა: ამ ქვეყანაში 700 ათასი ადამიანი არის სოციალურად დაუცველი
თაზო დათუნაშვილმა: ამ ქვეყანაში 700 ათასი ადამიანი არის სოციალურად დაუცველი
აპრ 23, 2025
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო პალესტინაში მართლმადიდებლურ ეკლესიას არ ასახავს
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო პალესტინაში მართლმადიდებლურ ეკლესიას არ ასახავს
სექ 24, 2025
სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სექ 01, 2025
9 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 40%-ით შემცირდა
9 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 40%-ით შემცირდა
დეკ 16, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.