Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: ევროკავშირში შარლ აზნავურის, ეჩმიაძინის ტაძრისა და არარატის მთის გამოსახულებით 100-ევროიანი გამოვიდა

დეზინფორმაცია: ევროკავშირში შარლ აზნავურის, ეჩმიაძინის ტაძრისა და არარატის მთის გამოსახულებით 100-ევროიანი გამოვიდა

სექტემბერს 9, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს 100-ევროიანი კუპიურის ფოტოები, რომელზეც სომხური წარმოშობის ფრანგი მომღერალი, შარლ აზნავური, ეჩმიაძინის ტაძარი და არარატის მთაა გამოსახული. ამ ფოტოზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირში სწორედ ამგვარი 100-ევროიანი კუპიურები გამოუშვეს (იხ. დაარქივებული პოსტი).

ეს დეზინფორმაცია სომხეთში ჯერ კიდევ 2021 წელს გავრცელდა.

სინამდვილეში, აღნიშნული კუპიურა ევროკავშირში მიმოქცევაში ოფიციალურად არ ჩაშვებულა. ის ნამდვილად არსებობს და დაბეჭდილიც არის, თუმცა რეალურ კუპიურას არ წარმოადგენს. მაგალითად, ერთ-ერთ ვებგვერდზე Numista.com-ზე მსგავს კუპიურას აღწერაში ვხვდებით, რომ ის Fantasy banknote-ის ტიპს, ანუ არარეალური კუპიურების ტიპს განეკუთვნება (იხ. სურათზე).

წყარო: Numista, შარლ აზნავურის გამოსახულების კუპიურა

აღსანიშნავია, რომ შარლ აზნავურის გამოსახულებით კუპიურის გამოცემის თარიღად თავად ბანკნოტზე 2019 წელია მითითებული. ამ წლის 28 მაისს ევროპის ცენტრალურმა ბანკმა კუპიურების ახალი – „ევროპის სერიის“, გამოცემა და მიმოქცევაში 100 და 200-ევროიანების ჩაშვება მართლაც დაასრულა. 2019 წელს გამოცემული 100-ევროს კუპიურას მხოლოდ ერთი, უნივერსალური დიზაინი აქვს და ქვეყნების მიხედვით არ განსხვავდება. ის მწვანე ფერია და მასზე ბაროკოსა და როკოკოს სტილის არქიტექტურის ნიმუშებია დატანილი ევროპის რუკასთან ერთად (იხ. სურათზე).

წყარო: ევროპის ცენტრალური ბანკი, 100-ევროიანი კუპიურა, ნიმუში

ამდენად, იმ ფაქტზე, რომ შარლ აზნავურის კუპიურა ევროპის ცენტრალურ ბანკს არ გამოუცია (შესაბამისად, ოფიციალური მიმოქცევაშიც არაა ჩაშვებული) და ის კერძო ინიციატივას წარმოადგენს, რამდენიმე ფაქტორი მეტყველებს.

გარდა იმისა, რომ კუპიურას დიზაინი განსხვავებულია, შარლ აზნავურის კუპიურაზე დატანილი ინფორმაციით, 100-ევროიანი კუპიურის ღირებულება 100 სომხურ დრამს უდრის. სინამდვილეში, 2024 წლის 8 სექტემბრის მონაცემებით, 100 სომხური დრამი 0.23 ევრო ცენტის ეკვივალენტია. ეს კი კუპიურის ვალუტას და გაცვლით კურსს არარეალურად აქცევს.

ამასთანავე, ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გამოცემულ „ევროპის სერიის“ 100-ევროიან კუპიურებს მარცხენა მხარეს დატანილი აქვთ ევროპის ცენტრალური ბანკის ინიციალები 10 სხვადასხვა ენაზე. ბანკნოტზე ასევე უნდა იყოს ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, მარიო დრაგის, ან ამჟამინდელი პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის, ხელმოწერაც.

წყარო: ევროპის ცენტრალური ბანკი, 100-ევროიანი კუპიურის მახასიათებლები;

ევროპის ცენტრალური ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე კუპიურის შესახებ ინფორმაციის კითხვისას, ასევე შესამჩნევია, რომ კუპიურის ზომაა 147 x 77 მმ, ხოლო დომინანტური ფერი –  მწვანე.

შარლ აზნავურის გამოსახულების კუპიურაზე დაკვირვება კი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ის ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გამოცემულ ბანკნოტებს არ ეკუთვნის. მასზე არაა დატანილი ევროპის ცენტრალური ბანკის ინიციალები ან ბანკის ყოფილი ან ამჟამინდელი ბანკის ხელმძღვანელთა ხელმოწერა; მისი დომინანტური ფერი არა მწვანე, არამედ ვარდისფერი და ლურჯია და ნამდვილ 100-ევროიან ბანკნოტთან შედარებით, ზომაშიც მცირეა (140 x 73 მმ); რა თქმა უნდა, შარლ აზნავურის კუპიურას ასევე არ აქვს 100-ევროიანი კუპიურებისთვის მახასიათებელი დამცავი ნიშნები, რადიკალურად განსხვავდება დიზაინი და ა.შ.

აღნიშნული კუპიურის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთ პოლონურ ვებგვერდზეც არსებობს, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ კუპიურა არარეალურია (Fantasy).

ამდენად, მტკიცება, რომ ევროკავშირში შარლ აზნავურის, არარატის მთისა და ეჩმიაძინის ტაძრის გამოსახულებით კუპიურა გამოუშვეს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს კუპიურა ოფიციალურ მიმოქცევაშია, ყალბია. კუპიურა ფიზიკურად ნამდვილად არსებობს, თუმცა ის არარეალური (Fantasy) ტიპის ბანკნოტებს მიეკუთვნება და საკოლექციო ხასიათს ატარებს.

 

ყველა პოსტის ნახვა

ტელეკომპანია „იმედი“ „ტვ პირველის“ შესახებ ყალბ ამბავს ავრცელებს
ტელეკომპანია „იმედი“ „ტვ პირველის“ შესახებ ყალბ ამბავს ავრცელებს
ოქტ 21, 2024
სოციალურ ქსელში ოთარ ფარცხალაძის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ოთარ ფარცხალაძის ყალბი ციტატა ვრცელდება
ოქტ 22, 2025
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა და ჯეფრი ეპშტეინის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა და ჯეფრი ეპშტეინის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ივლ 23, 2025
დეზინფორმაცია: რუსეთმა ამერიკას ალასკა 160 წლით გადასცა არენდით, რასაც ვადა 2 წელიწადში გასდის
დეზინფორმაცია: რუსეთმა ამერიკას ალასკა 160 წლით გადასცა არენდით, რასაც ვადა 2 წელიწადში გასდის
სექ 02, 2025
სოციალურ ქსელში რედაქტირებული ბანერი ვრცელდება
სოციალურ ქსელში რედაქტირებული ბანერი ვრცელდება
თებ 21, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.