Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ილონ მასკის ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში ილონ მასკის ყალბი ციტატა ვრცელდება

იანვარს 30, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი
გაზიარება

სოციალურ ქსელში მედიები, მათ შორის,  „რუსთავი 2“; „რადიო იმედი“; The Tbilisi Times; Prime Time • პრაიმ ტაიმი (დაარქივებული ბმული) ასევე Facebook-ანგარიშები  (1, 2, 3, 4, 5),  ამერიკელი მილიარდერის ილონ მასკის ციტატას ავრცელებენ: „ვფიქრობ, ირანი ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა ინვესტიციებისთვის. მომავალში ალბათ ვესტუმრები ამ ქვეყანას“. სინამდვილეში, ილონ მასკს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. ინგლისურენოვანი წყაროებიდან ციტატა მხოლოდ ერთ X-ანგარიშზე გვხვდება.

პირველ რიგში, მსგავსი ციტატა მასკის ოფიციალურ X ანგარიშზე არ გვხვდება.  აღსანიშნავია, რომ  ციტატას არც ინგლისურენოვანი სანდრო მედია ავრცელებს. თანაც, გასათვალისწინებელია, რომ ილონ მასკი წარმოადგენს ტრამპის ადმინისტრაციას, რომელსაც საკმაოდ ხისტი პოლიტიკა აქვს ირანთან მიმართებით. მასკის მსგავსი განცხადება აუცილებლად რეზონანსული იქნებოდა და მას არა ერთი მედია საშუალება გამოეხმაურებოდა. ერთადერთი ინგლისურენოვანი წყარო X-ანგარიშია „Sprinter Observer”, ანონიმური ანგარიში, რომელიც ფრანგულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ AFP-ის მიხედვით დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს (იხ. AFP-ის სტატიები 1; 2; 3).

ასევე,  რუსულენოვანი წყაროებიდან ერთ-ერთი  Eurasia Today წერს, რომ მასკმა აღნიშნული განცხადება AP-სთან ინტერვიუში გააკეთა. გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ უახლოეს წარსულში AP-სთან ილონ მასკს ინტერვიუ არ ჰქონია. ამერიკული ახალი ამბების სააგენტოს მიერ მსგავსი ციტატა არ გავრცელებულა.

გარდა ამისა, ილონ მასკი ბოლოს საჯაროდ  Alternative für Deutschland (AfD) წინასაარჩევნო კამპანიის დროს 25 იანვარს აღმოსავლეთ გერმანიაში, ჰალლეში ვიდეოჩართვით გამოჩნდა, სადაც გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდამჭერებს საარჩევნო ღონისძიებაზე  მიმართა. ამ მიმართვის დროს მას ირანზე არ უსაუბრია. ამის შემდეგ, მას საჯარო ინტერვიუ არ ჰქონია.

საჯარო წყაროებში ერთადერთი, რაც ილონ მასკსა და ირანთან დაკავშირებით იძებნება არის 2024 წლის ნოემბერში მისი ირანის ელჩთან პირადი შეხვედრა. ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია New York Times-მა გაავრცელა. შეხვედრის დეტალებზე არც  New York Times და არც სხვა მედიები არ წერენ.

ამგვარად, არ დასტურდება, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატა ილონ მასკს ეკუთვნის.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: თბილისის სატრანსპორტო კომპანია ერთწლიან უფასო სამგზავრო ბარათს გაათამაშებს
დეზინფორმაცია: თბილისის სატრანსპორტო კომპანია ერთწლიან უფასო სამგზავრო ბარათს გაათამაშებს
ივლ 04, 2024
სოციალურ ქსელში გაერთიანებული სამეფოს შესყიდვების შესახებ მანიპულირებული ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში გაერთიანებული სამეფოს შესყიდვების შესახებ მანიპულირებული ინფორმაცია ვრცელდება
სექ 03, 2025
სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის AI-ით რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის AI-ით რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ოქტ 06, 2025
სოციალურ ქსელში ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება, თითქოს მამაკაცი თბილისში ქუჩის სახელს არაბულით ცვლის
სოციალურ ქსელში ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება, თითქოს მამაკაცი თბილისში ქუჩის სახელს არაბულით ცვლის
იან 12, 2026
დეზინფორმაცია: უკრაინაში ანდრიი ერმაკის სახლის ჩხრეკისას დიდი ოდენობის თანხა და პასპორტები ამოიღეს
დეზინფორმაცია: უკრაინაში ანდრიი ერმაკის სახლის ჩხრეკისას დიდი ოდენობის თანხა და პასპორტები ამოიღეს
დეკ 16, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.