Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
გაერთიანებულ სამეფოში არასრულწლოვნებში პუბერტატის ბლოკერების გამოყენების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

გაერთიანებულ სამეფოში არასრულწლოვნებში პუბერტატის ბლოკერების გამოყენების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

ივლისს 9, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · ჯანდაცვა
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ამტკიცებს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ 11 წლის ბავშვებში სქესობრივი მომწიფების ბლოკატორების გამოყენების ნებართვა გასცა.
ღია წყაროებში ინფორმაციის ძიება ცხადყოფს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ჯერ კიდევ 2024 წელს დააწესა უვადო აკრძალვა 18 წლამდე ასაკის პირებისთვის პუბერტატის ბლოკატორების გამოწერაზე.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებულ ვიდეოში, ვიდეოს ავტორი ამტკიცებს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ 11 წლის ბავშვებში სქესობრივი მომწიფების (პუბერტატის) ბლოკატორების გამოყენების ნებართვა გასცა (დაარქივებული ბმული). აღნიშნული ვიდეოთი ის ეხმაურება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გაერთიანებულ სამეფოში რუსული ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“, შესაძლო აკრძალვა განიხილება. ვიდეოში ავტორი ამ კონტექსტს უპირისპირებს მტკიცებას პუბერტატის ბლოკატორების შესახებ და აღნიშნავს, რომ სასაცილოა ანიმაციური სერიალების დევნა მაშინ, როცა 11 წლის ბავშვებში პუბერტატის ბლოკატორების გამოყენება დაშვებულია.

ღია წყაროებში აღნიშნულ თემაზე ინფორმაციის ძიება ცხადყოფს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ჯერ კიდევ 2024 წელს დააწესა უვადო აკრძალვა 18 წლამდე ასაკის პირებისთვის პუბერტატის ბლოკატორების გამოწერაზე. აკრძალვის საფუძვლად მითითებულია ის, რომ შესაბამისმა ექსპერტთა ჯგუფმა გენდერული დისფორიის მქონე ბავშვებისთვის ამ მედიკამენტების გამოწერას „უსაფრთხოების მიუღებელი რისკი“ უწოდა. კანონმდებლობა, რომელიც აკრძალვას აწესებს, 2027 წელს უნდა გადაიხედოს.

ის, რაზეც გავრცელებული ვიდეოს ავტორი, სავარაუდოდ, საუბრობს, არის შედარებით უფრო ახალი ამბავი იმის შესახებ, რომ ბავშვები, რომლებიც საკუთარ გენდერულ იდენტობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, სულ მცირე 11 წლის უნდა იყვნენ, რათა მონაწილეობა მიიღონ კლინიკურ კვლევაში, რომელიც პუბერტატის დამბლოკავი პრეპარატების რისკებსა და სარგებელს აფასებს. BBC-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული კვლევისათვის პირველი პაციენტების შერჩევა აგვისტოში მოხდება, თუმცა ზოგიერთი კლინიცისტისა და კამპანიის მონაწილის მიერ წარმოებულმა სასამართლო დავამ, რომელიც კვლევის უსაფრთხოებასა და ეთიკურობას ეჭვქვეშ აყენებს, შესაძლოა ეს პროცესი შეაფერხოს.

შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ კვლევა სასამართლოს მიერ დასაშვებად იქნება ცნობილი, პუბერტატის ბლოკატორებზე კონტროლირებად გარემოში წვდომა ექნებათ მხოლოდ იმ 11 წლის ბავშვებს, რომლებიც კლინიკურ კვლევაში იქნებიან ჩართულნი. ეს არ ეხება ფართო საზოგადოებას და არ წარმოადგენს გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით მოქმედ ზოგად პოლიტიკას.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილის ვიდეო მანიპულირებულად ვრცელდება
სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილის ვიდეო მანიპულირებულად ვრცელდება
ივლ 30, 2025
სოციალურ ქსელში გია ბუღაძის კომენტარი მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში გია ბუღაძის კომენტარი მანიპულაციურად ვრცელდება
აგვ 13, 2026
შალვა პაპუაშვილი: ევროპულ საბჭოზე საქართველოზე განცხადება ჩავარდა და დანიამ ერთპიროვნულად გამოაქვეყნა ტექსტი
შალვა პაპუაშვილი: ევროპულ საბჭოზე საქართველოზე განცხადება ჩავარდა და დანიამ ერთპიროვნულად გამოაქვეყნა ტექსტი
დეკ 19, 2025
სოციალურ ქსელში მარიზი კობახიძის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში მარიზი კობახიძის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
თებ 03, 2026
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება
აგვ 05, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.