Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

დეზინფორმაცია: უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ნოემბერს 18, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Shalva Qavtaradze, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4), პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. სინამდვილეში, აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება (არქივირებული ბმული).

აღსანიშნავია, რომ Facebook-მომხმარებელს პოსტში მითითებული არ აქვს, სად გავრცელდა ან ვინ გაავრცელა აღნიშნული ინფორმაცია.

უკრაინაში თავდაცვის მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არც უკრაინულ (UNIAN; ТСН; Украинская правда) და არც რუსულ მედიას (TASS; Российская газета)  არ გაუვრცელებია. მსგავსი სიახლე არც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში არ იძებნება (Facebook; X).

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოზიციას 2025 წლის 17 ივლისიდან დენის შმიჰალი იკავებს. მანამდე 2020 წლის 4 მარტიდან 2025 წლის 16 ივლისამდე შმიჰალს უკრაინის პრემიერ მინისტრის თანამდებობა ეკავა.

ამგვარად, გავრცელებული ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, არ დასტურდება.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოს ჰიმნმა შეაწუხა
დეზინფორმაცია: ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოს ჰიმნმა შეაწუხა
ნოე 13, 2024
სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ინტერვიუს მანიპულირებული მონაკვეთი გავრცელდა
სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ინტერვიუს მანიპულირებული მონაკვეთი გავრცელდა
ივლ 22, 2025
სოციალურ ქსელში ვიკა ბუკიას პერსონაჟის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვიკა ბუკიას პერსონაჟის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
აპრ 23, 2026
სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანის ვიდეო მანიპულირებულად ვრცელდება
სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანის ვიდეო მანიპულირებულად ვრცელდება
მაი 05, 2025
სოციალურ ქსელში 2021 წლის ვიდეოს შეცდომაში შემყვანი კონტექსტით ავრცელებენ
სოციალურ ქსელში 2021 წლის ვიდეოს შეცდომაში შემყვანი კონტექსტით ავრცელებენ
დეკ 17, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.