Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
უკრაინაში ინდოეთიდან და პაკისტანიდან შესული შრომითი მიგრანტების შესახებ მანიპულაციური ინფორმაცია ვრცელდება

უკრაინაში ინდოეთიდან და პაკისტანიდან შესული შრომითი მიგრანტების შესახებ მანიპულაციური ინფორმაცია ვრცელდება

მაისს 11, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, თითქოს ის უკრაინის ქალაქ ლვოვში ინდოეთიდან და პაკისტანიდან ჩასულ მიგრანტებს ასახავს;
სინამდვილეში ვიდეოში რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში საცხოვრებელ შენობაზე უკრაინული დრონის თავდასხმაა ასახული;
უკრაინის სახელმწიფო უწყებების ოფიციალური მონაცემები არ ადასტურებს ინდოეთიდან და პაკისტანიდან შრომითი მიგრანტების მნიშვნელოვან ზრდას.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმა ჩანს. ვიდეოს თან ახლავს აღწერა, რომ ვიდეო ლვოვშია გადაღებული და ის უკრაინაში ინდოეთიდან და პაკისტანიდან ჩასული მიგრანტების დიდ რაოდენობას ასახავს. პოსტში დამატებით აღნიშნულია, რომ უკრაინის მთავრობის თქმით, "მოსახლეობის მასობრვი გადინების ფონზე, შესაძლოა, ყოველწლიურად ასობით ათასი მიგრანტი მუშა დაჭირდეთ და შრომის პოტენციურ წყაროებად ინდოეთი, ბანგლადეში, ფილიპინები, შრი-ლანკა და სხვა აზიური ქვეყნები სახელდება" (არქივირებული ბმული).

სინამდვილეში გავრცელებული ვიდეო არა უკრაინის ქალაქ ლვოვს, არამედ 2025 წლის ნოემბერში რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკიში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე უკრაინული დრონის თავდასხმას ასახავს. იდენტური ვიდეო ამერიკულმა ABC-მ და თურქულმა TRT-მ გაავრცელეს, რომლებიც აღწერაში მიუთითებენ, რომ ვიდეო რუსეთის ერთ-ერთ ქალაქშია გადაღებული.

რაც შეეხება ინდოეთიდან და პაკისტანიდან შესული შრომითი მიგრანტების სტატისტიკას, უკრაინული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციის Vox Ukraine-ის თანახმად, უკრაინაში კომპანიების ნაწილს მართლაც ჩაჰყავს შრომითი მიგრანტები ინდოეთიდან, პაკისტანიდან და ბანგლადეშიდან. თუმცა, მათი წილი მცირეა.

უკრაინის საზღვრის დაცვის სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ომამდეც უკრაინაში საზღვრის კვეთისას დასაქმება ერთ-ერთი ყველაზე იშვიათად დასახელებული მიზეზი იყო. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ასობით ათასი უცხოელი შედის უკრაინაში, წილი იმ ადამიანებისა ვინც გრძელვადიან ან მუდმივ საცხოვრებელ უფლებას იღებს მცირეა.

უკრაინის საემიგრაციო სამსახურის თანახმად, 2025 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში 2284 საემიგრაციო აპლიკაცია იქნა განხილული, რომელთაგანაც 2129 შემთხვევაში გაიცა ცხოვრების უფლება. ომამდე 2019 წლის მხოლოდ 2 თვეში დაახლოებით იგივე რაოდენობის (2027) აპლიკაცია იყო განხილული. აღნიშნული მონაცემები ცხადჰყოფს, რომ უცხოელი შრომითი მიგრანტების რაოდენობა მცირეა. Vox Ukraine-ის თანახმად, საემიგრაციო აპლიკაციების უმრავლესობაში მოთხოვნა ოჯახური ან ჰუმანიტარული საფუძვლით კეთდება: უკრაინის მოქალაქეზე ქორწინება (71% გაცემული ნებართვების), საერთო შვილი (8%), ტერიტორიული წარმოშობა (7%), უკრაინული წარმომავლობა (6%) და გრძელვადიანი საცხოვრებელი (3%).

უკრაინის საემიგრაციო სამსახურის თანახმად, მუდმივი საცხოვრებლის უფლების მქონე 306 000 პირიდან უმეტესობა არის რუსეთიდან, მოლდოვადან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, საქართველოდან და ბელარუსიდან.


წყარო: Vox Ukraine

2025 წლის შემოდგომის მდგომარეობით, უკრაინაში 46 000-ზე მეტ უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს აქვს დროებითი ბინადრობის ნებართვა. ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფები არიან აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, მოლდოვადან, ინდოეთიდან, უზბეკეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჩინეთიდან და ისრაელიდან. მათგან 10 000-ზე მეტი უცხოელი უკრაინაში ოფიციალურად იმყოფება დასაქმების მიზნით, კიდევ 7 000 — სწავლის მიზნით, ხოლო დაახლოებით 5 000 — მოხალისეობრივი ან სამოქალაქო საქმიანობისთვის.

გარდა ამისა, არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის მთავრობის ასობით ათასი მიგრანტის შემოყვანაზე განცხადება გაეკეთებინოს.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში „წითელი ჯვრის“ საქმიანობის შესახებ მანიპულირებული ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში „წითელი ჯვრის“ საქმიანობის შესახებ მანიპულირებული ინფორმაცია ვრცელდება
ივლ 09, 2025
სოციალურ ქსელში ია დარახველიძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ია დარახველიძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ოქტ 20, 2025
ჯამბულატ მელაძე: დასკვნით ეტაპზეა დაბა ხულოს სკვერის რეაბილიტაცია
ჯამბულატ მელაძე: დასკვნით ეტაპზეა დაბა ხულოს სკვერის რეაბილიტაცია
ნოე 03, 2025
ჟურნალისტ გიორგი თარგამაძის და პუტინის ერთობლივი ფოტო ყალბია
ჟურნალისტ გიორგი თარგამაძის და პუტინის ერთობლივი ფოტო ყალბია
იან 21, 2026
სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციების აღმასრულებელი დირექტორების თანამდებობაზე ყოფნის ვადებთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციების აღმასრულებელი დირექტორების თანამდებობაზე ყოფნის ვადებთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება
მაი 07, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.