Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ ჟურნალისტის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ ჟურნალისტის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სექტემბერს 10, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული

სოციალურ ქსელში ვრცელდება რედაქტირებული ვიდეო, რომელშიც „ტვ პირველის“ გადაცემა „პირველების“ წამყვანი, ეკო მაღრაძე ამბობს – „არცერთი პოლიციელი ადგილზე არ იმყოფება“, შემდეგ კადრში კი მარიამ მაკასარაშვილი, რომელიც ამბობს – „ჩვენ ახლა ვიმყოფებით მელიქიშვილის გამზირზე“. ჟურნალისტის უკან ჩანს პოლიციელთა ჯგუფი, თუმცა ვიდეო წყდება და მთავრდება იუმორისტ ნიკა არაბიძის კადრით, სადაც ის ამბობს – „შენი ბრუციანი დედა ****“. სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტების აღწერები დამატებით აჩენს წარმოდგენას, რომ „ტვ პირველი“ იტყუება – „აი ასეთი ტყუილი რაში ჭირდებათ უბრალოდ არ მესმის“, წერს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ყალბი ანგარიში Katie Toloraya. რეალურად, ვიდეო რედაქტირებული არის და ჟურნალისტების სიტყვები მანიპულირებულია.

„ტვ პირველის“ პირდაპირი ეთერის სრულ ვერსიაში ნათლად ისმის, რომ როგორც „პირველების“ წამყვანი, ასევე ადგილზე მყოფი ჟურნალისტი, მარიამ მაკასარაშვილი, ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ 8 სექტემბრისგან განსხვავებით, როდესაც „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბ-ბინის წინ პოლიცია მობილიზებული იყო, 9 სექტემბერს პოლიცია მიმდებარე ტერიტორიაზე არის განთავსებული, თუმცა უშუალოდ შტაბ-ბინის წინ – არა.

„ხალხი ვერ დააშინა „ოცნებამ“. ქუჩაში დღეს იმაზე მეტი ადამიანი გამოვიდა, ვიდრე გუშინ იყო; და სად არის ამ დროს პოლიცია? წინა დღისგან განსხვავებით, როდესაც ფორმიანები კალაძის შტაბის წინ იდგნენ, დღეს არცერთი პოლიციელი ადგილზე არ იმყოფება. მარიამ მაკასარაშვილი ადგენს მათ ადგილსამყოფელს და ის გვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში“, – ამბობს ეკო მაღრაძე.

„ჩვენ ვართ ახლა მელიქიშვილის გამზირზე და მაყურებლისთვის კარგად აღსაქმელი რომ იყოს, თავდაპირველად ვაჩვენოთ შტაბის ტერიტორია – იქ, სადაც გუშინ ძალადობის მთავარი ეპიცენტრი იყო… ახლა, თემო, ვაჩვენოთ, სად არის და რა დისტანციაზე დგას, აქციისგან მოშორებით, პოლიცია…“, ამბობს ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი, რა დროსაც „ტვ პირველის“ ოპერატორი კახა კალაძის შტაბ-ბინის წინ მდებარე ტერიტორიას იღებს, სადაც პოლიცია მართლაც არ დგას.

პირდაპირი ეთერის სრულ ვერსიაში ჩანს, რომ „ტვ პირველის“ ჟურნალისტები, ზოგადად, მელიქიშვილის გამზირზე პოლიციელების არყოფნაზე არ საუბრობენ, არამედ ხაზს უსვამენ, რომ წინა დღისგან განსხვავებით, როდესაც „ქართული ოცნების“ შტაბ-ბინაში მყოფი ადამიანები აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ, პოლიციელები 9 სექტემბრის აქციაზე შტაბ-ბინის წინ მდებარე ტერიტორიაზე არ იმყოფებიან.

ცნობისთვის, 8 სექტემბრის საღამოს მელიქიშვილის გამზირზე, კახი კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირება მოხდა. შტაბთან მივიდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობიდან მომავალი მარშის მონაწილეები, რომელთაც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები თავს დაესხნენ, რაც კარგად ჩანს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ხატია სიჭინავას Instagram-ამბებში (Story).

თავდასხმის შემდეგ რამდენიმე ადამიანს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, მათ შორის უნგრელ აქტივისტს და ჟურნალისტს, ლასლო რობერტ მეზეშს, რომელსაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა სცემეს. ტელეფონი წაართვეს ასევე „პუბლიკის“ ჟურნალისტებს, ალექსანდრე ქეშელაშვილს და ქეთო მიქაძეს. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, პოლიციამ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა და აგინა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, ქეთი ხუციშვილს. სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „ფორმულამ“ და „ტვ პირველმა“ ვიდეო გაავრცელეს, რომელშიც აქციის მონაწილეების მიმართ ნასროლი ბოთლი, სავარაუდოდ, პოლიციელს მოხვდა. ერთ-ერთი პირი, აქციის მონაწილეებს რეზინის ხელკეტითაც უსწორდებოდა. მოგვიანებით, სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრი, რომელშიც ჩანს, რომ მას  პოლიციელმა რეზინის ხელკეტის გადაცემა მოსთხოვა. საპასუხოდ, მან პოლიციელს უთხრა: „თქვენიანი ვარ, ოცნებიდან ვარ“.

ყველა პოსტის ნახვა

ბიზნესმენი გიორგი ჭყონია და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა: ბიზნესიდან პოლიტიკაში და - პირიქით
ბიზნესმენი გიორგი ჭყონია და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა: ბიზნესიდან პოლიტიკაში და - პირიქით
სექ 11, 2024
დეზინფორმაცია: თბილისის სატრანსპორტო კომპანია ერთწლიან უფასო სამგზავრო ბარათს გაათამაშებს
დეზინფორმაცია: თბილისის სატრანსპორტო კომპანია ერთწლიან უფასო სამგზავრო ბარათს გაათამაშებს
ივლ 04, 2024
დეზინფორმაცია: ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლები ისრაელში ვილას ყიდიან და მაიამიში გადასვლას გეგმავენ
დეზინფორმაცია: ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლები ისრაელში ვილას ყიდიან და მაიამიში გადასვლას გეგმავენ
ნოე 10, 2025
სოციალურ ქსელში „სკანდალური წამლის“ ანონსით თაღლითური პოსტი ვრცელდება
სოციალურ ქსელში „სკანდალური წამლის“ ანონსით თაღლითური პოსტი ვრცელდება
იან 21, 2026
დეზინფორმაცია: ცნობილია, რომ აცრილებში აუტიზმის რისკი 170-ჯერ მეტია
დეზინფორმაცია: ცნობილია, რომ აცრილებში აუტიზმის რისკი 170-ჯერ მეტია
თებ 12, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.