Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორების პოლიტიკა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
გიორგი კირთაძის ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება

გიორგი კირთაძის ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება

იანვარს 28, 2026 · გადამოწმებული ფაქტები

მოკლედ საკითხავი:

  • გიორგი კირთაძის შესახებ გავრცელებულ ვიდეოში მისი ინტერვიუ მანიპულაციურადაა მოჭრილი;

  • ვიდეო მომხმარებელში აჩენს წარმოდგენას, რომ წამყვანის კითხვაზე კირთაძეს პასუხი არ გააჩნია;

  • რეალურად, რამდენიმეწამიანი ყოყმანის შემდეგ, გიორგი კირთაძე წამყვანს პასუხს სცემს.

 

სოციალურ ქსელში ანონიმური გვერდი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც „ტვ პირველის“ გადაცემიდან მანიპულაციურად მოჭრილი კადრებია ასახული. პარტია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი გიორგი კირთაძე ანა ახალაიას გადაცემაში „დღის ამბები“ სტუმრობდა. ვიდეოში წარმოჩენილია, რომ წამყვანის კითხვაზე, თუ კიდევ რა გზა არსებობს ოპოზიციის მიზნების მისაღწევად, კირთაძე პასუხისას ყოყმანობს. ვიდეოს ბოლო მონაკვეთში იუმორისტული გადაცემიდან მოყვანილია კადრები, რაც მომხმარებელში აჩენს წარმოდგენას, რომ წამყვანის კითხვაზე კირთაძეს პასუხი არ გააჩნია.

2026 წლის 25 იანვარს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, ანა ახალაიას „დღის ამბებში“ სტუმრად მიწვეულმა გიორგი კირთაძემ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და სტრატეგიული ქმედებების შესახებ ისაუბრა. გადაცემის მიმდინარეობისას წამყვანი პოლიტიკოსს სამომავლო ნაბიჯების შესახებ უსვამს შეკითხვას:

„იცით, რა მაინტერესებს თქვენგან, მე ძალიან ხშირად ვსვამ ამ კითხვას, როგორ ხედავთ, ივანიშვილი როგორ მარცხდება? ეს მინდა, რომ რაღაცნაირად დავინახოთ. გრძელვადიანი პროტესტი გასაგებია და მე, პირადად, ვარ ამ პროტესტის გულშემატკივარი. თუმცა, არსებობს რაღაც სკეპტიციზმიც, ხო? ეს პროტესტი გრძელდება და რაღაც ეტაპზე ივანიშვილი იღლება? მისით მიდის? ამას ხომ არ გააკეთებს ადამიანი, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზეა წამსვლელი და ამას ვხედავთ. მშვიდობიანი დამხობა ვერ გამოვიდა, არჩევნებში უდიდესი ნაწილი პარტიების მონაწილეობას არ იღებთ იმიტომ, რომ ცუდი არჩევნები ტარდება; ვინც იღებს, ის კონკრეტულ შედეგს ვერ დებს. რა გზა არსებობს მაშინ კიდევ ივანიშვილის დამარცხების?“

სწორედ ამ კითხვის შემდეგ რამდენიმე წამით შეყოყმანდა გიორგი კირთაძე, თუმცა, რეალურად, ჟურნალისტი პასუხის გარეშე არ დაუტოვებია:

„ეს არის კითხვა, რომელზე პასუხსაც ვამბობდი და გავაგრძელებ, რასაც ვამბობდი. არაღიარება რეჟიმის, მუდმივი წინააღმდეგობა მასთან და პროტესტი ყველგან და ყველაფერში და პროტესტის მრავალფეროვნება. კიდევ უფრო გაძლიერებული პროტესტი შიგნით ქვეყანაში. პროპაგანდასთან ეფექტური  და ერთობლივი ძალებით ბრძოლა და საგარეო ფრონტზე ერთობლივი მუშაობა. ეს არის ის მთავარი შემადგენელი ნაწილი იმ წინააღმდეგობისა, რომელიც, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიგვიყვანს შედეგამდე. როგორ სრულდება, სად არის ის ბოლო დღეს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თანხმდება ამ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ან უბრალოდ გარბის ამ ქვეყნიდან და ტარდება მერე მის გარეშე სამართლიანი არჩევნები?!… საბოლოო ჯამში, მე წარმომიდგენია, რომ ეს მოხდება მაშინ, როდესაც საკმარისი ადამიანი იქნება ბიძინა ივანიშვილზე არამხოლოდ გაბრაზებული, არამედ ამ გაბრაზებას გამოხატავს მშვიდობიანად ქუჩაში გამოსვლით. ეს იქნება თბილისი თუ საქართველოს ყველა ქალაქი და რაიონი, თუ, არ ვიცი, ყველანი ერთად საბოლოოდ შეკრებილი დედაქალაქში. მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება, თუ ჩვენ ამ ქვეყანაში პროტესტს არ შევამცირებთ…“

ამრიგად, გიორგი კირთაძე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას სამომავლო ქმედებებზე რამდენიმეწამიანი ყოყმანის შემდეგ პასუხობს. თუმცა ეს ნაწილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში სრულად მოჭრილია და წარმოჩენილია, თითქოს მას ამ კითხვაზე პასუხი არ გაუცია.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება
დეკ 18, 2024
სოციალურ ქსელში ციფრული ფულის შესახებ კონსპირაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ციფრული ფულის შესახებ კონსპირაცია ვრცელდება
მაი 21, 2025
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო პალესტინაში მართლმადიდებლურ ეკლესიას არ ასახავს
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო პალესტინაში მართლმადიდებლურ ეკლესიას არ ასახავს
სექ 24, 2025
სოციალურ ქსელში საქართველოს პატრიარქის სატირული განცხადება ვრცელდება
სოციალურ ქსელში საქართველოს პატრიარქის სატირული განცხადება ვრცელდება
ოქტ 26, 2024
პროტესტის ამსახველი რედაქტირებული ფოტო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
პროტესტის ამსახველი რედაქტირებული ფოტო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ნოე 19, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.