Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში გავრცელებული AI-გენერირებული ვიდეო, სადაც მერცი უხამს ჟესტს აკეთებს სატირული მიზნით შეიქმნა

სოციალურ ქსელში გავრცელებული AI-გენერირებული ვიდეო, სადაც მერცი უხამს ჟესტს აკეთებს სატირული მიზნით შეიქმნა

სექტემბერს 7, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: სატირა
გაზიარება

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც გერმანიის კანცლერი მერცი ჯერ უხამს ჟესტს იყენებს, შემდეგ კი საკუთარი პარტიის "ქრისტიან-დემოკრატების" (CDU) გულსაბნებს AFD-ს ლოგოიანი გულსაბნევით იცვლის (ბმული 1, 2, არქივირებული ბმული).

ვიდეოზე შიმჩნევა არაბუნებრივი დეტალები, რაც მიანიშნებს, რომ ის ხელოვნური ინტელექტის დახმარებითაა შექმნილი. პირველ რიგში თვალში საცემია, რომ მერცის უკან ფონი უძრავია და სავარაუდოდ მის ფონად ფოტო მასალაა ჩასმული.

დამატებით, აღსანიშნავია, რომ CDU-ის გულსაბნევი, რომელსაც მერცი იხსნის, ვიზუალურად არ ემთხვევა პარტიის ვებგვერდზე მოცემული პინების ვიზუალს (ბმული 1, 2 ,არქივირებული ბმული 1, 2). აღსანიშნავია ისიც, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომ ვიდეოებში ჩანს, რომ კანცლერი მერცი პარტიის აღმნიშვნელ პინს ბუნდესტაგში გამოსვლების დროს არ ატარებს (ბმული 1, 2). ასევე, პარტიულ შეკრებებზე მერცი გულსაბნევის გარეშეა (ბმული 1, 2), რაც მიუთითებს, რომ როგორც წესი, პოლიტიკოსი პარტიული სიმბოლიკით არ ჩნდება.

დამატებით, Google-ის ფოტოს უკუძიების ინსტრუმენტის ძიებისას, ჩანს, რომ ვიდეო ვირუსულად X-ზე გავრცელდა (ბმული 1, 2, 3). X პლატფორმაზე გავრცელებულ ზოგიერთ პოსტს თან სდევს მითითება, რომ ის Grok-ის ხელსაწყოთია შექმნილი. დამატებით, მნიშვნელოვანია ისიც, პოსტების ნაწილი მიუთითებს, რომ მასალა X-ზე ანგარიშისგან, სახელით Rechtdenkender Ostdeutscher 🇩🇪 გააზიარა. სავარაუდოდ, გავრცელებული ვიდეოს შემქმნელი და მისი პირველი გამომქვეყნებელი სწორედ ეს ანგარიშია. ანგარიში საკუთარ თავს პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ მიმართულ სატირულ პროფილად აღწერს და მასალის გამოქვეყნებისას მითითებული აქვს მონიშვნა Made with Grok Image, რაც ადასტურებს, რომ ვიდეო Grok-ის ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოთია შექმნილია. დამატებით, ორიგინალ პოსტს ავტორის სატირული კომენტარიც ახლავს თან (არქივი): "დღეს საღამოს, 18:01 საათზე, ბერლინში, კრიზისულ ცენტრში, მისამართზე Klingelhöferstraße 8 [CDU-ს ფედერალური შტაბის მისამართი]". აღნიშნული პოსტით, X ანგარიში, დიდი ალბათობით, 6 სექტემბერს გერმანიაში რეგიონული არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა, რომელშიც ულტრა-მემარჯვენე პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AFD) საქსონია-ანჰალტში ხმების უმრავლესობა 44% მიიღო (არქივი).

ამდენად, როგორც ვიდეოში არსებული უზუსტობები, ასევე ვიდეოს თავდაპირველი გამავრცელებლის აღწერა მიუთითებს, რომ მასალა ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი და ამ ფორმით ის გერმანიაში რეგიონული არჩევნების შედეგებს ირონიულად გამოეხმაურა.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ლოს-ანჯელესში ხანძარს HAARP-სა და „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფციას  უკავშირებენ
სოციალურ ქსელში ლოს-ანჯელესში ხანძარს HAARP-სა და „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფციას უკავშირებენ
იან 15, 2025
სოციალურ ქსელში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტო ვრცელდება
ივნ 25, 2025
სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
აგვ 22, 2025
სოციალურ ქსელში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) დოკუმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) დოკუმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
თებ 05, 2025
სოციალურ ქსელში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
ივნ 16, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.