Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
„სიმფსონების“ ეპიზოდებში  პრეზიდენტ ტრამპის გარდაცვალება არ ჩანს

„სიმფსონების“ ეპიზოდებში პრეზიდენტ ტრამპის გარდაცვალება არ ჩანს

იანვარს 21, 2026 · გადამოწმებული ფაქტები

მოკლედ საკითხავი

  • სოციალურ ქსელში გავრცელდა მტკიცება, თითქოს სიმფსონების ერთ-ერთ ეპიზოდში მიმდინარე წლის 20 იანვარს ტრამპის გარდაცვალება ჩანს;

  • სინამდვილეში, ამერიკულ ანიმაციურ სერიალში მსგავსი მონაკვეთი არ გვხვდება;

  • ანიმაციასთან დაკავშირებით უკვე მრავალი წელია კონსპირაციული თეორიები ვრცელდება.

 

სოციალურ ქსელში ვიდეო  გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია, რომ „სიმფსონებმა“ ერთ-ერთ ეპიზოდში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გარდაცვალება იწინასწარმეტყველეს. ვიდეოში გარდაცვალების თარიღად 2026 წლის 20 იანვარია მითითებული  (დაარქივებული ბმული).  გავრცელებული ვიდეო „სიმფსონების“ პერსონაჟების მონაწილეობით შექმნილ კადრებსაც მოიცავს, სადაც პრეზიდენტი ტრამპი გარდაცვლილი ჩანს.

„სიმფსონები“ (The Simpsons) ამერიკული სატელევიზიო ანიმაციურ სერიალია, რომლის დებიუტიც 1989 წლის 17 დეკემბერს, Fox Network-ზე საშობაო ეპიზოდით შედგა. ანიმაცია უკვე 37 სეზონს ითვლის.

ინტერნეტში ხელმისაწვდომია ვებგვერდი Wikisimpsons, რომელშიც სერიალიდან ყველა იმ ეპიზოდის ჩამონათვალია მოცემული, სადაც  დონალდ ტრამპის პერსონაჟი გამოჩნდა ან საერთოდ ნახსენები იყო. აღნიშნულ ეპიზოდებში ტრამპის გარდაცვალების მონაკვეთი არ გვხვდება. 

ფოტოები, რომლებზეც თითქოს სიმპსონების ეპიზოდში ნაჩვენები გარდაცვლილი ტრამპი ჩანს, უკვე მრავალი წელია სოციალურ ქსელებში ვრცელდება. აღნიშნული თემა წარსულში არა ერთმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ, მათ შორის, ამერიკულმა LeadStories, Reuters, Snopes გადაამოწმეს. 2024 მეტ სელმანმა, „სიმფსონების“ აღმასრულებელმა პროდიუსერმა, Reuters-ს დაუდასტურა,  რომ  ეპიზოდი, რომელშიც დონალდ ტრამპი კუბოში წევს, სერიალში საერთოდ არ გვხვდება.

2025 წლის აგვისტოში ასევე გავრცელდა მტკიცება, რომ სიმფსონებმა  დონალდ ტრამპის გულის შეტევით გარდაცვალება იწინასწარმეტყველეს. ანიმაციის არც ერთ ეპიზოდში არც მსგავსი მონაკვეთი  გვხდება და გამოქვეყნებული ვიდეო, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო შექმნილი.

ანიმაციასთან დაკავშირებით უკვე მრავალი წელია კონსპირაციული თეორიები ვრცელდება. „სიმპსონებს“ ხშირად მიაწერენ სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენის, მაგალითად, Covid-19-ისა და პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის, იგივე ნოტრ-დამის ხანძრის წინასწარმეტყველებას. მაგალითად, კოვიდთან დაკავშირებით, კონსპიროლოგებმა გაავრცელეს მონაკვეთი, სადაც პერსონაჟი კენტ ბროკმანი თავის სტუდიაში ახალ ამბებს წარადგენს, ეკრანზე კი თითქოს ჩანს წარწერა „CORONA VIRUS“. რეალურად, მონაკვეთი დამუშავებულია და სინამდვილეში ეკრანზე წარწერა „Apocalypse Meow“ ჩანს. რაც შეეხება ნოტრ-დამის ხანძარს, ანიმაციის ეპიზოდიდან კონსპიროლოგებმა ტაძრის კადრი დაამუშავეს და მას ფონზე ცეცხლის გამოსახულება დაუმატეს, რითაც ამტკიცებდნენ, რომ „სიმპსონებმა“ ხანძარი იწინასწარმეტყველეს.

ამდენად, ტრამპის გარდაცვალება „სიმფსონების“ არც ერთ ეპიზოდში ფიქსირდება. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მოცემული კადრები, სავარაუდოდ, პროგრამულად დამუშავდა, რათა კადრები ანიმაციის  რეალურ სცენებს მაქსიმალურად დამსგავსებოდა.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში რნმ ტექნოლოგიის ვაქცინის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში რნმ ტექნოლოგიის ვაქცინის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
იან 31, 2025
დეზინფორმაცია: დასავლეთის დაფინანსებით თბილისში ახალი პლაკატები გამოჩნდა, წარწერით: „ნუ გეშინია გამჭვირვალობის და შევიწროვების პრორუსი ხელისუფლებისა და მღვდლების მხრიდან! COMING OUT!“
დეზინფორმაცია: დასავლეთის დაფინანსებით თბილისში ახალი პლაკატები გამოჩნდა, წარწერით: „ნუ გეშინია გამჭვირვალობის და შევიწროვების პრორუსი ხელისუფლებისა და მღვდლების მხრიდან! COMING OUT!“
ოქტ 18, 2024
სოციალურ ქსელში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) დოკუმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) დოკუმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
თებ 05, 2025
ნიკოლას მადუროს დაკავებასთან დაკავშირებით რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ნიკოლას მადუროს დაკავებასთან დაკავშირებით რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
იან 20, 2026
სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ვრცელდება
აგვ 14, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.