Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ტყუილია, რომ ესტონეთის დაზვერვამ დაადასტურა ზელენსკის ნარკოტიკების მოხმარება

ტყუილია, რომ ესტონეთის დაზვერვამ დაადასტურა ზელენსკის ნარკოტიკების მოხმარება

მაისს 15, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში გავრცელდა მტკიცება, თითქოს ესტონეთის დაზვერვამ დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნარკოტიკს მოიხმარს;
სინამდვილეში, ინფორმაციის პირველწყარო რუსული სატირული გვერდია;
ესტონეთის დაზვერვას მსგავსი ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია.


სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესტონური დაზვერვის ცნობით, ზელენსკი კოკაინს მოიხმარს (არქივირებული ბმული).

ესტონეთის საგარეო დაზღვერვას უკანასკნელ დღეებში ინფორმაცია ზელენსკის შესახებ არ გამოუქვეყნებია. აღნიშნულმა უწყებამ წლიური ანგარიში 2026 წლის თებერვალში გამოაქვეყნა, სადაც უკრაინა 56-ჯერ არის ნახსენები, ზელენსკი კი - 0-ჯერ. საგარეო დაზვერვა უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის და ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში განიხილავს. არც ერთ შემთხვევაში უკრაინის ხელმძღვანელობის მხრიდან ნარკოტიკების მოხმარებაზე საუბარი არ არის.

დამატებით, "ჯეოფაქტსმა" ასევე მოიკვლია ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურის ვებგვერდი. უწყებამ წლიური ანგარიში აპრილში გამოაქვეყნა. მასში ერთხელაა ნახსენები უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თუმცა სულ სხვა კონტექსტში. უწყების თანახმად, მათ უკრაინის მოქალაქეს ესტონეთში ცხოვრების უფლება გაუუქმეს, რადგან ის რუსეთის FSB-სთან თანამშრომლობდა. აღნიშნული პიროვნების შესახებ უწყება წერს, რომ მას კომუნიკაცია ჰქონდა FSB-ს ოფიცერთან, მაქსიმ მიშუსტინთან, რომელიც, თავის მხრივ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოააშკარავა 2024 წელს და რომელიც უკრაინელი მაღალჩინოსნების, მათ შორის, პრეზიდენტ ზელენსკის, მკვლელობის ოპერაციას გეგმავდა.

ქართულ სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცების რუსულ ენაზე ძიებით დგინდება, რომ სინამდვილეში გავრცელებული ამბის პირველწყარო სოციალურ ქსელ VK-ზე არსებული სატირული რუსულენოვანი გვერდია (არქივი).

აღსანიშნავია, რომ მტკიცება ზელენსკის ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აქტიურად ვრცელდება. მტკიცებები ძირითადად რედაქტირებულ ფოტო/ვიდეო მასალას ეფუძნებოდა და სხვადასხვა ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციას, მათ შორის "ჯეოფაქტსს", მრავალჯერ გადაუმოწმებია (1; 2; 3).

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში გიორგი ახობაძის და ნიკა კაციას ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში გიორგი ახობაძის და ნიკა კაციას ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტო ვრცელდება
სექ 09, 2025
ჩინურ-რუსული დეზინფორმაცია, რომ მსოფლიო კონფლიქტების 80%-ზე მეტი აშშ-ის ინიცირებულია
ჩინურ-რუსული დეზინფორმაცია, რომ მსოფლიო კონფლიქტების 80%-ზე მეტი აშშ-ის ინიცირებულია
აგვ 18, 2026
სოციალურ ქსელებში ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით გადაუმოწმებელი მტკიცებები გავრცელდა
სოციალურ ქსელებში ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით გადაუმოწმებელი მტკიცებები გავრცელდა
აგვ 12, 2026
დეზინფორმაცია: ლათინურად AstraZeneca „სიკვდილისკენ მიმავალ გზას“  ნიშნავს
დეზინფორმაცია: ლათინურად AstraZeneca „სიკვდილისკენ მიმავალ გზას“ ნიშნავს
აგვ 19, 2025
ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, თითქოს უკრაინა ირანში ჯარს აგზავნის
ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, თითქოს უკრაინა ირანში ჯარს აგზავნის
მარ 12, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.