Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში კიევის თავისუფლების მოედნიდან რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში კიევის თავისუფლების მოედნიდან რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

ნოემბერს 27, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Shalva Qavtaradze, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4), აქვეყნებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული). ვიდეო ასახავს რუსულენოვან ადამიანს, რომელიც კიევის თავისუფლების მოედანზე რუსეთის დროშას აფრიალებს. პოსტში ანგარიში ამტკიცებს:: „დღეს კიევის ცენტრში რუსეთის სიმბოლიკა აღმართა კარგმა ადამიანმა. დაიწყო გამოფხიზლება…ნელ-ნელა…“ სინამდვილეში, ვიდეო ყალბია და ის ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოს,  Sora-ს საშუალებითაა შექმნილი. ამდენად, მტკიცება, რომ კიევში რუსეთის დროშა ააფრიალეს, მცდარია.

ვიდეო ხელოვნური ინტელექტის დახმარებითაა შექმნილი და ამაზე მასზე დატანილი სამარკო ნიშანი (Watermark) მიუთითებს. უფრო კონკრეტულად, ვიდეოზე ვხედავთ Sora-ს ლოგოს, რომელიც OpenAI-ს (ხელოვნური ინტელექტის ამერიკული ორგანიზაცია) მიერ შექმნილი აპლიკაციაა. მას როგორც ტექსტის, ასევე ფოტოსურათის გამოყენებით შეუძლია რეალისტური ვიდეომასალების შექმნა. სწორედ Sora-ს მიერაა შექმნილი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოც.

ხელოვნური ინტელექტის კვალზე მიანიშნებს სხვა დეტალებიც. მაგალითად, მამაკაცის არაბუნებრივი მოძრაობა და სირბილის მანერა, მათ შორის, დროშის ფრიალის დროს.

დამატებით, მსგავსი ვიდეო არ გავრცელებულა არც ერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში.

ამრიგად, ვიდეო რედაქტირებულია და იგი აპლიკაცია Sora-ს დახმარებითაა გენერირებული.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფიცის შესახებ პოსტი ვრცელდება
სოციალურ ქსელში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფიცის შესახებ პოსტი ვრცელდება
იან 21, 2025
სოციალურ ქსელში საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე დეზინფორმაცია ვრცელდება
მაი 23, 2025
სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილის ყალბი პოსტი ვრცელდება
სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილის ყალბი პოსტი ვრცელდება
ოქტ 07, 2024
დეზინფორმაცია: მოსახლეობის შემცირება 8 მილიარდიდან 500 მილიონამდე აიფონების აფეთქებით შეიძლება
დეზინფორმაცია: მოსახლეობის შემცირება 8 მილიარდიდან 500 მილიონამდე აიფონების აფეთქებით შეიძლება
სექ 25, 2024
სოციალურ ქსელში ბაია პატარაიას ყალბი პოსტი ვრცელდება
სოციალურ ქსელში ბაია პატარაიას ყალბი პოსტი ვრცელდება
მარ 24, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.