Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ალის ვაიდელის ყალბი თარგმანი სოციალურ ქსელში კვლავ ვრცელდება

ალის ვაიდელის ყალბი თარგმანი სოციალურ ქსელში კვლავ ვრცელდება

აპრილს 6, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია

2026 წლის თებერვალში ქართულ საინფორმაციო სივრცეში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თავმჯდომარის, ალის ვაიდელის სიტყვით გამოსვლის ვიდეო გაყალბებული თარგმანით გავრცელდა, რომელშიც, თითქოს ის ზელენსკის მკაცრად აკრიტიკებდა. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ რუსულ ენაზე თარგმანი გაყალბებულია იყო და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თავმჯდომარეს მსგავსი სიტყვები არ უთქვამს.

იგივე სახის დეზინფორმაციას რუსული ანგარიშები ერთი თვის შემდეგაც იგივე ტაქტიკების გამოყენებით ავრცელებენ. წინა შემთხვევაში ვაიდელის განცხადების გაყალბებული თარგმანი რუსულენოვანმა YouTube-არხმა სახელწოდებით „@АНАЛИТИК_АЛЕКСАНДРНОВАК“ გამოაქვეყნა, რომელიც 2026 წლის 6 იანვარს შეიქმნა და რუსულ ენაზე ევროკავშირის და უკრაინის საწინააღმდეგო შინაარსის ვიდეოებს დღემდე აქვეყნებს. არხს მთავარ სურათად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტო აქვს გამოქვეყნებული და უცნობია, ვინ დგას მის უკან. ამჯერად გაყალბებული თარგმანის ახალი ვიდეო იგივე სახის YouTube-არხმა, @АлексХиршАНАЛИТИК-მა გამოაქვეყნა, რომელიც 2026 წლის 26 თებერვალს შეიქმნა. აღნიშნულ არხსაც მთავარ სურათად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტო აქვს გამოქვეყნებული და Александр Новак-ის მსგავსად, რეალურ ადამიანად და ანალიტიკოსად არის წარმოჩენილი.

რუსი აქტორების მიერ შექმნილი ყალბი და ავთენტურად წარმოჩენილი YouTube-არხები

დეზინფორმაციის ტაქტიკა შემდეგია - რუსი აქტორები ქმნიან YouTube-არხს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით წარმოაჩენენ რეალური ანალიტიკოსის არხად და არხზე დეზინფორმაციის შემცველ ვიდეოებს აქვეყნებენ. ყველა ვიდეოში ანტი-უკრაინული ნარატივები ფიგურირებს, რომელსაც, თითქოს, ევროპელი პოლიტიკოსები აჟღერებენ. შემდგომ, YouTube-ის არხიდან ვიდეოს რუსული ანგარიშები სხვა პლატფორმებზე ავრცელებენ, მათ შორის TikTok-ზე. სწორედ TikTok-დან აღებული ვიდეო გაავრცელეს ქართულ საინფორმაციო სივრცეში ადგილობრივმა ანგარიშებმა (1, 2, 3).

წარსულში დეზინფორმაციის მსგავსი მეთოდით გავრცელება მიუთითებს, რომ აღნიშნული ვიდეოც გაყალბებულია. ამას ამტკიცებს ალის ვაიდელის პრესკონფერენციის 2025 წლის 3 ნოემბრით დათარიღებული ორიგინალი ვიდეოც.

ორიგინალი ვიდეო და რუსული ანგარიშების მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ყალბი თარგმანით

გაყალბებულ ვიდეოში გერმანელი პოლიტიკოსი, მათ შორის, ამბობს: "მომისმინეთ, ბატონო ზელენსკი, უნგრეთი ათასწლიანი ისტორიის მქონე ქვეყანაა. ის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრია. ბუდაპეშტთან ულტიმატუმების ენით საუბრის მცდელობა იმის გამო, რომ მათ გაბედეს და საკუთარი ხალხის ინტერესები თქვენს გეოპოლიტიკურ თავგადასავლებზე მაღლა დააყენეს, უბრალოდ სასაცილოა".

რეალურად, პრესკონფერენციაზე ვაიდელი არალეგალი იმიგრანტების დეპორტაციის საკითხზე საუბრობდა და გერმანიის ხელისუფლებას არასაკმარისი იმიგრანტების დეპორტაციის გამო აკრიტიკებდა. მას "ზელენსკი", "ორბანი", "უნგრეთი" საერთოდ არ უხსენებია, როგორც ეს გაყალბებულ რუსულ თარგმანში ისმის.


ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
ნოე 03, 2025
სოციალურ ქსელში საფრანგეთის პოლიციის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში საფრანგეთის პოლიციის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
მარ 06, 2025
დეზინფორმაცია: ნიკა გვარამიას თქმით, საქართველომ ევროინტეგრაციისა და NATO-ში გაწევრიანებისთვის აფხაზეთი და სამაჩაბლო უნდა დათმოს
დეზინფორმაცია: ნიკა გვარამიას თქმით, საქართველომ ევროინტეგრაციისა და NATO-ში გაწევრიანებისთვის აფხაზეთი და სამაჩაბლო უნდა დათმოს
თებ 11, 2025
აბსურდულია მტკიცება, რომ ჯაშუშებისთვის ხმის მიცემა დანაშაულია და ტყუილია, რომ შესაძლებელია დადგინდეს, არჩევნებზე  რომელმა ამომრჩეველმა რომელი პარტია აირჩია
აბსურდულია მტკიცება, რომ ჯაშუშებისთვის ხმის მიცემა დანაშაულია და ტყუილია, რომ შესაძლებელია დადგინდეს, არჩევნებზე რომელმა ამომრჩეველმა რომელი პარტია აირჩია
ოქტ 22, 2024
დეზინფორმაცია: პუტინმა ბირთვულ განიარაღებას ხელი მოაწერა
დეზინფორმაცია: პუტინმა ბირთვულ განიარაღებას ხელი მოაწერა
ივლ 22, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.