Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სექტემბერს 1, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში  მამუკა მდინარაძის, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, რომელიც ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე წარადგინა, სიმღერის კადრებს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული). გავრცელებულ ვიდეოში ყვირილის ხმა ისმის და სიმღერის ტექსტიდან მხოლოდ რამდენიმე ფრაზის გარჩევაა შესაძლებელი. „ეს უდღეური, როგორი მომღერალიცაა ისეთივე სუს-ის დირექტორი“, – წერს Facebook-ანგარიში.

სინამდვილეში, გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია.  ვიდეოს რეალურ ვერსიაში მამუკა მდინარაძე სიმღერას „მოვა მაისი“ ასრულებს.

ვიდეოს რედაქტირებულ ვერსიაში „ჯორჯიან თაიმსის“ Facebook-გვერდზე 2023 წლის 11 მაისს გამოქვეყნებული ვიდეოა გამოყენებული. რეალურ კადრებში მდინარაძე ჯანსუღ კახიძის სიმღერას „მოვა მაისი“ ასრულებს.  ვიდეოში ასევე მუსიკოსი გია ბაღაშვილი ჩანს, რომელიც როიალზე უკრავს. სიმღერის კადრები 2023 წელს არა ერთი  მედიის გვერდზე გამოქვეყნდა (1, 2, 3).

ამდენად, გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია და მასში აუდიო მასალა მთლიანად შეცვლილია.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  უფროსმა ანრი ოხანაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. აღნიშნულ პოსტზე ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარადგინა.

ყველა პოსტის ნახვა

სამხედრო მობილიზაცია უკრაინულ სპორტდარბაზში თუ დადგმული სცენა?
სამხედრო მობილიზაცია უკრაინულ სპორტდარბაზში თუ დადგმული სცენა?
ივნ 03, 2026
ისრაელი Chat GPT-ს არ აკონტროლებს
ისრაელი Chat GPT-ს არ აკონტროლებს
მარ 18, 2026
სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარიას შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარიას შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება
ივნ 27, 2026
ზურაბ ნაკაიძე: [საბავშვო] ბაღებიდან რამდენიმეზე გრანტია მოპოვებული ესაა დამოკიდებულია დასავლელ პარტნიორებზე ამიტომ კეთდება ამდენი ბაღი ერთად
ზურაბ ნაკაიძე: [საბავშვო] ბაღებიდან რამდენიმეზე გრანტია მოპოვებული ესაა დამოკიდებულია დასავლელ პარტნიორებზე ამიტომ კეთდება ამდენი ბაღი ერთად
სექ 17, 2024
ირაკლი კუპრაძე: 2015 წელიდან დღემდე, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების ფასი გაზრდილია 236%-ით. გულსისხლძარღვთა მედიკამენტების ფასი კი - 61%-ით
ირაკლი კუპრაძე: 2015 წელიდან დღემდე, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების ფასი გაზრდილია 236%-ით. გულსისხლძარღვთა მედიკამენტების ფასი კი - 61%-ით
ოქტ 13, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.