Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში იოზეფ გებელსის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში იოზეფ გებელსის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

ივლისს 28, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ნონა შარაბიძე“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს” არაერთხელ გადაუმოწმებია (1; 2; 3), გერმანიის მესამე რაიხის სახალხო განათლებისა და პროპაგანდის მინისტრ იოზეფ გებელსს შემდეგ ციტატას მიაწერს: „ბანდეროველები – ეს ჭკუანაკლული მანიაკები ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამხეცებული პირუტყვები არიან. მაგრამ ეს ზუსტად ისაა, რაც ამ დროს გვჭირდება დაუმორჩილებელი სლავების გასანადგურებლად. და შემდეგ ისინი თავად უნდა განადგურდნენ, რადგან ადამიანებს შორის ცხოველების ადგილი არ არის“ (პოსტის დაარქივებული ბმული). რეალურად, არ არსებობს ღია წყარო, რომელიც განცხადების ნამდვილობას და გებელსის ავტორობას დაადასტურებდა.

გაყალბებულ ციტატას უკრაინული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია „Vox Ukraine“ და ლატვიური „Re:Baltica“ გამოეხმაურა.

გებელსის ყალბი ციტატა თავდაპირველად უკრაინულ ონლაინ ჟურნალ „Korrespondent.net“-ის ვებგვერდზე, უკრაინელი ტელეწამყვანისა და „რუსული ტელევიზიების ექსპერტის“ იური კოტის 2017 წლის პუბლიკაციაში გამოქვეყნდა. მას მანამდეც რუსეთის სახელმწიფო არხებზე მეორე მსოფლიო ომის დროს „ბანდერელების“ მოძრაობასთან დაკავშირებით კომენტარი  არაერთხელ გაუკეთებია. კოტმა ასევე დაწერა წიგნი „უკრაინელები!რუსები ვართ! რა სიამოვნებაა!“, რომელშიც, ავტორი ამტკიცებს, რომ უკრაინელები აუცილებლად დაბრუნდებიან „მშობლიური რუსული ცივილიზაციის წიაღში“.

Re:Baltica ციტატის წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის გასარკვევად იური კოტს დაუკავშირდა. კოტმა აღნიშნა, რომ ციტატა, სინამდვილეში, არა გებელსს, არამედ ნაცისტური გერმანიის სამხედრო ლიდერს, უკრაინის რაიხსკომისარ ერიხ კოხს ეკუთვნის, ამის დასადასტურებლად მან ორგანიზაციას ბორის როჟინის პოსტის ბმული გაუზიარა.  აღნიშნულ პოსტში როჟინი  კოხის შემდეგი ციტატის სისწორეს აანალიზებს: „უკრაინელები სასტიკად დასჯილი რუსები არიან, რომლებიც მზად არიან თავიანთი ფრაუებიც [გერმანული სიტყვა “Frau”, აღნიშნავს „ქალს“ ან „ცოლს“] კი გაანადგურონ უკრაინის სახელმწიფო იდეისთვის. იდეალური მებრძოლნი არიან წითელი არმიის წინააღმდეგ, მაგრამ შემდეგ ისინი, როგორც ყველაზე საშინელი ბარბაროსები, სრულ წმენდას ექვემდებარებიან“. აღნიშნული ციტატა, რომელსაც ერიხ კოხს მიაწერენ, კოტის მიერ გამოყენებული ფსევდო-გებელსისეული ციტატისგან განსხვავდება. კოტმა Re:Baltica-ს კიდევ ერთ  კითხვას ციტატის ორიგინალი წყაროს შესახებ, აღარ უპასუხა. შესაბამისად, დიდი ალბათობით, სწორედ იური კოტი არის „ბანდერელების“ შესახებ ციტატის ნამდვილი ავტორი.

ამდენად, გავრცელებული ციტატა იოზეფ  გებელს არ ეკუთვნის.

ყველა პოსტის ნახვა

ვინ ჩავიდა აფხაზეთში განადან და ნიშნავს თუ არა ეს განას მიერ აფხაზეთის ოფიციალურ აღიარებას?
ვინ ჩავიდა აფხაზეთში განადან და ნიშნავს თუ არა ეს განას მიერ აფხაზეთის ოფიციალურ აღიარებას?
ივლ 20, 2026
სოციალურ ქსელში სტენლი კუბრიკთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში სტენლი კუბრიკთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაცია ვრცელდება
მარ 16, 2026
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა  და რომის პაპ ფრანცისკეს შეხვედრიდან რედაქტირებული კადრი ვრცელდება
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა და რომის პაპ ფრანცისკეს შეხვედრიდან რედაქტირებული კადრი ვრცელდება
ნოე 12, 2024
სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილის მიერ შეძენილ მიწასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილის მიერ შეძენილ მიწასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება
აპრ 28, 2025
სატირა: „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის 21-ე ნომერი ხაშურის ყოფილი მერი გიორგი გურასპაშვილია
სატირა: „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის 21-ე ნომერი ხაშურის ყოფილი მერი გიორგი გურასპაშვილია
სექ 13, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.