Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის ყალბი ციტატა ვრცელდება

ნოემბერს 18, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ფოტოს ავრცელებს, რომელზეც გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი ჩანს, ქვემოთ კი შემდეგი ტექსტი გვხვდება, რომელიც ფიშერის ციტატადაა წარმოჩენილი: „დამიბარეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში და შემახსენეს, რომ მე ვმუშაობ ქვეყანაში, რომლის წარმომადგენელმაც 1945 წელს უკანალიდან ხერხემალი გამოგვაძრო და მირჩიეს, დუმების თამაშს თავი დავანებო, რაზეც დავთანხმდი“. (არქივირებული ბმული)

სინამდვილეში, ციტატა გამოგონილია.

საგულისხმოა, რომ ვიზუალურად საინფორმაციო ბარათი „მთავარის“ ბარათს ჰგავს. მას ძირითადად ლოგო მარჯვენა ზედა კუთხეში აქვს დართული. გავრცელებულ პოსტზე კი ეს ადგილი წითელი სამკუთხედით არის დაფარული. მიუხედავად ამისა, ვიზუალით მარტივად მისახვედრია მედიის სახელი, რითაც მომხმარებლებმა შესაძლოა, იფიქრონ, თითქოს ინფორმაციის თავდაპირველი გამავრცელებელი მედიასაშუალება „მთავარია“.

სინამდვილეში, საინფორმაციო ბარათი მსგავსი ტექსტით „მთავარის“ Facebook-გვერდზე არ იძებნება.

პეტერ ფიშერის იდენტური ფოტოთი ბოლო პოსტი „მთავარის“ გვერდზე 2025 წლის 8 ნოემბერსაა გამოქვეყნებული, რომელშიც ვკითხულობთ: „”სასიამოვნოა თბილისში დაბრუნება. დიდი მადლიერება და სიყვარული მრავალ კეთილ ადამიანს და მეგობარს საქართველოში, რომლებმაც მადლიერებითა და სოლიდარობით მიმიღეს”, –  წერს გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი პლატფორმა X-ზე.

პეტერ ფიშერის მსგავსი ციტატა არც ღია წყაროებში და არც მის X-ის პირად ანგარიშზე არ იძებნება.

ამგვარად, გავრცელებული ციტატა ყალბია.

ცნობისთვის, გერმანიამ თავისი ელჩი, პეტერ ფიშერი 2025 წლის 19 ოქტომბერს ქვეყნიდან გაიწვია. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ეწერა, რომ ამის მიზეზი ქართველი ლიდერების მიერ ევროკავშირის, გერმანიისა და პირადად ელჩის საწინააღმდეგო აგიტაცია იყო: „მრავალი თვის განმავლობაში საქართველოს ხელმძღვანელობა ეწევა ევროკავშირის, გერმანიის და პირადად გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საწინააღმდეგო აგიტაციას“.

2025 წლის 7 ნოემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისგან ბერლინის მოლოდინია, რომ „ელჩზე პერსონალური თავდასხმები თავიდან იქნება არიდებული.“ სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე კვირის წინ თბილისიდან ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევა „ძალიან ცხადი დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს მთავრობისთვის“.

სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ პეტერ ფიშერი, რომელიც საქართველოში 6 ნოემბერს დაბრუნდა, „თავის ერთგულ მუშაობას გააგრძელებს“. მისი თქმით, საუბრები  საქართველოს მთავრობასთანაც გაიმართება.

 

 

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ლალი მოროშკინას რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ლალი მოროშკინას რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
მარ 10, 2026
დეზინფორმაცია: რუსეთმა ამერიკას ალასკა 160 წლით გადასცა არენდით, რასაც ვადა 2 წელიწადში გასდის
დეზინფორმაცია: რუსეთმა ამერიკას ალასკა 160 წლით გადასცა არენდით, რასაც ვადა 2 წელიწადში გასდის
სექ 02, 2025
200 ქართველი მებრძოლის უკრაინაში დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არ დასტუდება
200 ქართველი მებრძოლის უკრაინაში დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არ დასტუდება
სექ 10, 2026
სოციალურ ქსელში აშშ-ის ელჩის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში აშშ-ის ელჩის ყალბი ციტატა ვრცელდება
დეკ 05, 2024
სოციალურ ქსელში კიევის თავისუფლების მოედნიდან რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში კიევის თავისუფლების მოედნიდან რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ნოე 27, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.