Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

ივლისს 22, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია
გაზიარება

სოციალურ ქსელში ვრცელდება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, თინა ბოკუჩავას ინტერვიუს ფრაგმენტი (არქივირებული ბმული), სადაც ის ამბობს: “ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველომ ეს ისტორიული შესაძლებლობა, ოცნების ძალისხმევის მიუხედავად, არ მიიღოს.” ვიდეოს თან ერთვის აღწერა, რომ პოლიტიკოსმა აღნიშნული განცხადება კანდიდატის სტატუსის მიღების კონტექსტში გააკეთა, რითიც იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას ეწინააღმდეგებოდა.

ვიდეოში ჩანს, რომ ბოკუჩავა ინტერვიუს საქართველოს პარლამენტის შენობაში წერს, რაც მიუთითებს, რომ ვიდეო ძველია და ასახავს იმ პერიოდს, როდესაც ბოკუჩავა საქართველოს პარლამენტის წევრის პოსტს იკავებდა. იდენტური ვიდეო იძებნება YouTube-ზე 2023 წლის 19 სექტმებრის თარიღით.

აღსანიშნავია, რომ იდენტური ვიდეო მანიპულაციურად წარსულშიც გავრცელდა და მას ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია "მითების დეტექტორი" გამოეხმაურა.

სინამდვილეში ინტერვიუს უფრო ვრცელ ვიდეოში ნათლად დასტურდება, რომ ბოკუჩავა მალევე ამბობს, რომ საუბრისას მან შეცდომა დაუშვა: “ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველომ ეს ისტორიული შესაძლებლობა, ოცნების ძალისხმევის მიუხედავად, არ მიიღოს. როგორ ვთქვი? მგონი არასწორად ვთქვი, ხომ? ახლა დაჭრით, ხომ? რა გავაკეთო”.

ის რომ პოლიტიკოსი სინამდვილეში კანდიდატის სტატუსის მიღების მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდა, დასტურდება მის სხვა ინტერვიუებშიც. მაგალითად, 2023 წლის ივნისში ბოკუჩავამ მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა: "მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი რუსული რეჟიმი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველომ დაკარგოს კანდიდატის სტატუსის შანსი. დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპელი ლიდერები ქართველ ხალხს ამ შანსს არ დაუკარგავენ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე. ვმუშაობთ, რათა საქართველომ ეს უნიკალური შესაძლებლობა არ დაკარგოს."

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ფოტოს საპროტესტო აქციას მიაწერენ
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ფოტოს საპროტესტო აქციას მიაწერენ
სექ 22, 2025
პირამიდების ქვეშ ნაგებობების შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება
პირამიდების ქვეშ ნაგებობების შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება
მარ 27, 2025
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ გენერირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ გენერირებული ფოტო ვრცელდება
ოქტ 23, 2025
სოციალურ ქსელში ილიკო სუხიშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ილიკო სუხიშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სექ 02, 2024
ეროვნულ გამოცდებზე კითხვა ავტობუსში ადგილის არ დათმობის შესახებ არ ყოფილა
ეროვნულ გამოცდებზე კითხვა ავტობუსში ადგილის არ დათმობის შესახებ არ ყოფილა
ნოე 18, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.