Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: ლათინურად AstraZeneca „სიკვდილისკენ მიმავალ გზას“  ნიშნავს

დეზინფორმაცია: ლათინურად AstraZeneca „სიკვდილისკენ მიმავალ გზას“ ნიშნავს

აგვისტოს 19, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „მაია თვალთვაძე“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4, 5), ვიდეოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). ვიდეოს აღწერის მიხედვით, ლათინურად AstraZeneca (ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიური კომპანია, აწარმოებდა იმავე სახელწოდების კოვიდ ვაქცინებს)  „სიკვდილისკენ მიმავალ გზას“  ნიშნავს: „ისე კარგად თუ გაარკვევთ , ლათინურად თარგმნილში „astra ze neka“ -ს ნათლად აჩვენებს, რა სურთ მათ. A STRA ZE NEKA, თარგმანი, გზა- სიკვდილისკენ“-წერს Facebook-ანგარიში.

რეალურად, ზემოთ მოცემული თარგმანი არასწორია,  „a stra ze neca“ ლათინური ფრაზა არ არის. AstraZeneca-მ ასევე აღნიშნა, რომ კომპანიის სახელწოდებას არაფერი აქვს აქვს საერთო ზემოთ მოცემულ თარგმანთან.

აღნიშნული მტკიცება ფართოდ გავრცელდა, რასაც ფაქტების გადამოწმებელი  ამერიკული ორგანიზაცია Snopes-ი გამოეხმაურა.

საგულისხმოა, რომ Google Translate-ში „A stra ze neca“-ს თარგმნისას მართლაც აჩვენებს ფრაზას „სიკვდილის გზა“ (ინგლისურად (“A road to death”) (იხილეთ ფოტო), თუმცა, „A stra ze neca“ არ არის ნამდვილი ლათინური ფრაზა. თანაც, ასოებს შორის სივრცის ცვლილება ასევე ცვლის Google Translate-ის თარგმანის შედეგებსაც.

Google Translate-ს შეუძლია შეცდომების დაშვება. თავად Google  მომხმარებლებს ურჩევს, რომ აპლიკაცია ადამიანური რესურსის შემცვლელად არ ჩათვალონ, რადგან თარგმანი ყოველთვის სრულყოფილი არ არის.

Snopes აღნიშნულ თემაზე ლათინური ენის სპეციალისტებს დაუკავშირდა. ყველა მათგანმა აღნიშნა, რომ ზემოთ მოცემული თარგმანი არასწორია და „a stra ze neca“ ნამდვილი ლათინური ფრაზა არ არის. ბარნარდის კოლეჯის კლასიკური ლიტერატურის პროფესორმა, კრისტინა მილნორმა, Snopes დაუდასტურა, რომ  „Astra” მართლაც ლათინური სიტყვაა, მაგალითად,  ფრაზაში „ad astra“, ნიშნავს „ვარსკვლავებისკენ“. ხოლო   “Ze” და “Neca” პროფესორის თქმით, ლათინური სიტყვები არ არის. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ლათინური ენის სპეციალისტმა მიკაელ პაპადიმიტრიუმის თქმით, „astra“ ლათინური არსებითი სახელის „astrum“-ის მრავლობითი რიცხვია, რაც „ვარსკვლავს“ ნიშნავს.

რაც შეეხება კომპანიის სახელწოდებას და მის წარმომავლობას. AstraZeneca-ს სახელი 1999 წელს ორი კომპანიის, Astra AB-სა და Zeneca Group-ის შერწყმის შედეგად წარმოიშვა. 2019 წლის ოქტომბერში, კომპანია AstraZeneca-მ X-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც კომპანიის სახელწოდების წარმოშობის ისტორიაა წარმოდგენილი. პოსტში აღნიშნულია, რომ „Astra“ „ვარსკვლავს“ ნიშნავდა, „Zeneca“ კი გამოგონილი სახელწოდება იყო.

ამდენად, გავრცელებული მტკიცება, რომ ლათინური ფრაზა „A STRA ZE NEKA“ ნიშნავს „ გზა სიკვდილისკენ“,  სიმართლეს არ შეესაბამება.

ცნობისთვის, გასულ წელს AstraZeneca-მ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მსოფლიო მასშტაბით გაყიდვის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ავტორიზაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართა.  7 მაისიდან ვაქცინა აღარ არის ნებადართული გამოსაყენებლად. კომპანიის მიხედვით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბაზარზე ახალი კოვიდ ვაქცინები გაჩნდა და „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე მოთხოვნა შემცირდა.

 

ყველა პოსტის ნახვა

L'Antidiplomatico-ზე დაყრდნობით საქართველოში უკრაინაში დაკარგულ ან მოპარულ იარაღზე ინფორმაცია არასრული კონტექსტით გავრცელდა
L'Antidiplomatico-ზე დაყრდნობით საქართველოში უკრაინაში დაკარგულ ან მოპარულ იარაღზე ინფორმაცია არასრული კონტექსტით გავრცელდა
სექ 26, 2026
დეზინფორმაცია: ვიდეოში სომეხი გულშემატკივრები ქართველებს აგინებენ
დეზინფორმაცია: ვიდეოში სომეხი გულშემატკივრები ქართველებს აგინებენ
მარ 26, 2025
მადიარის გამოსვლის ყალბი რუსული თარგმანი - ანტიევროპული დეზინფორმაციის გავრცელების რუსული მეთოდი
მადიარის გამოსვლის ყალბი რუსული თარგმანი - ანტიევროპული დეზინფორმაციის გავრცელების რუსული მეთოდი
ივნ 05, 2026
სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის ყალბი ციტატა ვრცელდება
ნოე 04, 2025
„500.000 დაკარგული ბავშვის“ შესახებ ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება და ცნობილ კონსპირაციას წარმოადგენს
„500.000 დაკარგული ბავშვის“ შესახებ ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება და ცნობილ კონსპირაციას წარმოადგენს
აგვ 24, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.