Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ დავით ერაძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ჟურნალისტ დავით ერაძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

ნოემბერს 24, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში სპორტული ჟურნალისტის, დავით ერაძის ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ის ამბობს: „წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება შენი ქვეყნის ნაკრების წარმატება გიხაროდეს…“, – აქ დავით ერაძე ყოვნდება, თითქოს ნათქვამი სიტყვის შეცვლას ცდილობს, მაგრამ ვიდეო არაბუნებრივად წყდება და საუბარს ინგა გრიგოლია აგრძელებს. ვიდეოს შემდეგი წარწერა აქვს დართული: „რასაც ფიქრობს ყველაფერი წამოცდა“.

რეალურად, ვიდეო იმგვარადაა მოჭრილი, რომ შესაძლოა, მაყურებელი შეცდომაში შეიყვანოს და აფიქრებინოს, რომ სპორტულ ჟურნალისტს საქართველოს ნაკრების წარმატება არ უხარია. (არქივირებული ბმული)

ვიდეო ნაწყვეტია „ტვ პირველის“ გადაცემიდან „რეაქცია“. ეს კონკრეტული გადაცემა ეთერში 2025 წლის 20 ნოემბერს გავიდა და გადაცემაში ფეხბურთსა და საქართველოს ნაკრებზე იყო საუბარი.

დავით ერაძის სრული კომენტარი შემდეგია: [24:30-დან] „როგორც ეროვნული ნაკრებია ყველასი –  ნაციონალების, ქოცების, ლეიბორისტების –  მე ვერავინ ვერ დამაჯერებს, საერთოდ გაღმა ვარ ალტინფოსგან, მაგრამ ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ალტინფოს შემადგენლობას უხარია საქართველოს ნაკრების წაგება. არარსებულია ეს, იმ ქართველის, მართლა დედა ვატირე, ვისაც საქართველოს წაგება უხარია, ხალხო, რეებს ლაპარაკობთ, რეებს, მართლა? და ვინმეს რომ სჯერა ეს, მართლა, ხალხო, წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება შენი ქვეყნის ნაკრების წარმატება გიხა… [არ ყოვნდება და ამბობს] წაგება გიხაროდეს? ეს რაღაც პრივატიზირება წარმოუდგენელი რაღაცაა“.

ამგვარად, სრულ ვიდეოში ჩანს, რომ დავით ერაძემ სწრაფადვე შეასწორა სათქმელი. ვიდეო მოჭრილია და სრულად არ ასახავს შესწორების მომენტს, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს: „როგორ შეიძლება შენი ქვეყნის ნაკრების წაგება გიხაროდეს?“.  შესაბამისად, ვიდეო შეცდომაში შემყვანია.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ედუარდ სააკაშვილისა და ცოტნე ივანიშვილის ყალბი ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ედუარდ სააკაშვილისა და ცოტნე ივანიშვილის ყალბი ფოტო ვრცელდება
აპრ 24, 2026
სოციალურ ქსელში გიული ალასანიას ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში გიული ალასანიას ყალბი ციტატა ვრცელდება
მარ 20, 2025
სოციალურ ქსელში მიხეილ ყაველაშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში მიხეილ ყაველაშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება
იან 13, 2026
დეზინფორმაცია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შესული სტუდენტები იქაურობას აპარტახებენ
დეზინფორმაცია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შესული სტუდენტები იქაურობას აპარტახებენ
ნოე 21, 2024
სოციალურ ქსელში ცესკოსთან გამართულ ქალების აქციიდან რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ცესკოსთან გამართულ ქალების აქციიდან რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ნოე 14, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.