Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორების პოლიტიკა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
არ დასტურდება ინფორმაცია, თითქოს WEF აღიარებს COVID-19-ის კაცობრიობის მორჩილების ტესტად გამოყენებას

არ დასტურდება ინფორმაცია, თითქოს WEF აღიარებს COVID-19-ის კაცობრიობის მორჩილების ტესტად გამოყენებას

იანვარს 27, 2026 · გადამოწმებული ფაქტები

მოკლედ საკითხავი:

  • ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა აღიარა, რომ COVID-19 კაცობრიობის მორჩილების გამოსაცდელი ტესტი იყო;

  • მტკიცება წარსულშიც გავრცელებულა და სიმართლეს არ შეესაბამება;

  • აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არც ერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში გავრცელებულა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) აღიარა, რომ კოვიდპანდემია კაცობრიობის მორჩილების გამოსაცდელი ტესტი იყო. პოსტს თან ახლავს ფოტოც, რომელზეც იგივე ტექსტი WEF-ის დამფუძნებლის კლაუს შვაბის ფონზე ინგლისურადაა ასახული.

სინამდვილეში, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 23 იანვარს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა პრესრელიზი, რომელშიც შეჯამებულია ის საკითხები, რომლებიც WEF 2026-ზე მიწვეულმა სტუმრებმა განიხილეს, მაგალითად, გეოპოლიტიკური ცვლილებები და ხელოვნური ინტელექტი. პრესრელიზში არ იძებნება ინფორმაცია, რომ ფორუმზე კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული. აღნიშნული თემა არც 2026 წლის სესიის განსახილველ თემებში გვხვდება.

WEF-ს არც წინა წლებში გაუვრცელებია ინფორმაცია, რომ აღიარებს, თითქოს კოვიდპანდემია საზოგადოების მორჩილების შესამოწმებელი ტესტი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვებგვერდზე 2022 წლის 14 სექტემბერს გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ვხვდებით მოსაზრებას, „COVID-19 იყო სოციალური პასუხისმგებლობის ტესტი“. სტატიაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო მასშტაბით მილიარდობით მოქალაქე მრავალი შეზღუდვის პირისპირ აღმოჩნდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის: სოციალური დისტანცირება, პირბადეების ტარება, მასობრივი ვაქცინაცია და სხვა. თითოეული შეზღუდვა, სტატიის მიხედვით, ინდივიდუალური სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითია. ამრიგად, სტატია კოვიდპანდემიის დროს შეზღუდვების დაცვის პასუხისმგებლობას განიხილავდა და არა ადამიანების მორჩილების ტესტს.

საგულისხმოა, რომ მსგავსი კონსპირაციული მტკიცება წარსულშიც გავრცელდა. 2024 წელს სოციალურ ქსელებში მომხმარებლები ამტკიცებდნენ, რომ მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა აღიარა, რომ COVID-19 პანდემია საზოგადოების „ახალ მსოფლიო წესრიგზე“ გადასვლის გამოსაცდელად გავრცელდა. აღნიშნული მტკიცება Newsweek-მა გადაამოწმა და მცდარად შეაფასა, ვინაიდან სოციალური ქსელის პოსტები WEF-ის 2022 წლის სტატიიდან ფრაზას მანიპულაციურად ავრცელებდნენ.

მტკიცება კლაუს შვაბის ანალოგიური ფოტოთი თავდაპირველად Facebook-ანგარიშმა Mitch Summers გაავრცელა. ანგარიშის გვერდზე (Timeline) მითითებულია, რომ იგი ციფრული მედიაა, რომელიც ტრენდულ სიახლეებს, კულტურასა და ვირუსულ ამბებს ავრცელებს. სწორედ ამ მედიის (Summers News) სამარკო ნიშანს ვხედავთ კლაუს შვაბის ფოტოზეც. მიუხედავად ამისა, გვერდის ინფორმაციაში (About) არ არის მითითებული არც ოფიციალური ვებგვერდი, არც სხვა სოციალური მედიის ბმულები ან სხვა საკონტაქტო ინფორმაცია. არ იძებნება ასევე ინფორმაცია  სარედაქციო პერსონალის, ინსტიტუციური მხარდაჭერისა და/ან საკუთრების შესახებ. გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებში იშვიათად ან საერთოდ არ ვხვდებით წყაროებს, რომელზე დაფუძნებითაც ვრცელდება ესა თუ ის მტკიცება. საგულისხმოა, რომ ანგარიში ძირითადად „სენსაციურ“ სიახლეებს ავრცელებს, რაც, სავარაუდოდ, უფრო მეტად ყურადღების მიქცევასა და ფართო აუდიტორიამდე მიღწევას ისახავს მიზნად, ვიდრე სანდო და ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას. ამრიგად, Summer News საეჭვო რეპუტაციის ციფრული მედიაა და სანდო წყაროს არ წარმოადგენს.

აქედან გამომდინარე, მტკიცება, თითქოს WEF-მა აღიარა, რომ COVID-19 საზოგადოების მორჩილების ტესტირება იყო, არ დასტურდება. ამგვარი ინფორმაცია არც ერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში არ გავრცელებულა.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: 2000-მა უკრაინელმა სამხედრომ იარაღი დაყარა
დეზინფორმაცია: 2000-მა უკრაინელმა სამხედრომ იარაღი დაყარა
ნოე 12, 2025
ანრი ოხანაშვილი: გამჭვირვალობა რომ არის ლეგიტიმური მიზანი, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადასტურა
ანრი ოხანაშვილი: გამჭვირვალობა რომ არის ლეგიტიმური მიზანი, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადასტურა
ივნ 21, 2024
„ქართული ოცნების“ ლიდერები: არასდროს გვითქვამს, რომ ევროკავშირი ან აშშ ცუდია, მეორე ფრონტიც არასდროს დაგვიბრალებია აშშ-სთვის, არც გლობალური ომის პარტია გვიწოდებია
„ქართული ოცნების“ ლიდერები: არასდროს გვითქვამს, რომ ევროკავშირი ან აშშ ცუდია, მეორე ფრონტიც არასდროს დაგვიბრალებია აშშ-სთვის, არც გლობალური ომის პარტია გვიწოდებია
ივლ 30, 2024
დეზინფორმაცია: ბავშვებს ლგბტ იესოს შესახებ ბუკლეტებს ურიგებენ
დეზინფორმაცია: ბავშვებს ლგბტ იესოს შესახებ ბუკლეტებს ურიგებენ
დეკ 11, 2024
დეზინფორმაცია: მილა იოვოვიჩმა უკრაინელი დიასახლისი სამსახურიდან გაათავისუფლა, რადგან მან რუსულად საუბარზე უარი განაცხადა
დეზინფორმაცია: მილა იოვოვიჩმა უკრაინელი დიასახლისი სამსახურიდან გაათავისუფლა, რადგან მან რუსულად საუბარზე უარი განაცხადა
ნოე 15, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.