Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა სქესი შეიცვალა

დეზინფორმაცია: ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა სქესი შეიცვალა

ნოემბერს 20, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ფანტი ნა, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1; 2), ამჯერად ამერიკელი მსახიობის, ანჯელინა ჯოლის შვილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ჯოლის ქალიშვილმა სქესი შეიცვალა და ბიჭი გახდა. აღნიშნულის დასადასტურებლად კი ფოტოს აქვეყნებს. სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია ყალბია.

ანჯელინა ჯოლის და მის ყოფილ ქმარს ბრედ პიტს 6 შვილი ჰყავთ, მათ შორის, სამი ბიოლოგიური შვილია – გოგონა შაილო, და ტყუპები – გოგონა – ვივიენი და ვაჟი – ნოქსი. სწორედ ნოქსთან ერთად  გამოჩნდა ჯოლი 2024 წლის 17 ნოემბერს Governor’s Awards-ის ცერემონიაზე, რომლის ვიდეოც სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

წყარო: ABC news

ინფორმაცია, თითქოს ვიდეოში ნაჩვენები ბიჭი წარსულში გოგონა იყო – ყალბია. ნოქს ჯოლი პიტს სქესი არ შეუცვლია. ამას მისი ბავშვობის ფოტოებიც ადასტურებს (იხილეთ ქვემოთ).

ფოტოზე –  ნოქს ჯოლი-პიტი მამასთან, ბრედ პიტთან ერთად, 2013 წელი.

ფოტოზე ნოქს ჯოლი-პიტი დედასთან, ანჯელინა ჯოლისთან ერთად, 2016 წელი

აღნიშნული ფოტო 2021 წელსაა გადაღებული ლოს-ანჯელესში, ფილმის Eternals (მარადიულნი) პრემიერაზე. ფოტოზე ანჯელინა ჯოლი ტყუპებთან, ვივიენთან (მარცხნივ) და ნოქსთან ერთადაა.

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ანჯელინა ჯოლის შვილმა სქესი შეიცვალა, ყალბია.

 

 

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ოთარ ფარცხალაძის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ოთარ ფარცხალაძის ყალბი ციტატა ვრცელდება
ოქტ 22, 2025
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და  საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა
მარ 10, 2025
უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას მრევლისთვის იუდაიზმის მიღებისკენ არ მოუწოდებია
უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას მრევლისთვის იუდაიზმის მიღებისკენ არ მოუწოდებია
იან 21, 2026
ფოტოსურათი, რომელიც თითქოს ოლენა ზელენსკას ისრაელის პასპორტს ასახავს, ყალბია
ფოტოსურათი, რომელიც თითქოს ოლენა ზელენსკას ისრაელის პასპორტს ასახავს, ყალბია
აგვ 19, 2026
სოციალურ ქსელში იტალიელი აქტივისტების ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში იტალიელი აქტივისტების ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
ოქტ 29, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.