Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ხაბიბ ნურმაგომედოვს საქართველოსთვის მერაბ დვალიშვილის გამარჯვება არ მიულოცავს

ხაბიბ ნურმაგომედოვს საქართველოსთვის მერაბ დვალიშვილის გამარჯვება არ მიულოცავს

იანვარს 21, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი
გაზიარება

Facebook-გვერდი „მსოფლიო ამბები“ სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ UFC 311-ის  სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილის მიერ ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილის, უმარ ნურმაგომედოვს დამარცხების შემდეგ, ხაბიბ ნურმაგომედოვმა საქართველოს გამარჯვება მიულოცა. ხაბიბ ნურმაგომედოვის მსგავსი განცხადება მისი სოციალური მედიის გვერდებზე, ინგლისურ, რუსულ და ქართულ მედიებში, ასევე, სხვა ღია წყაროებში არ იძებნება. აღსანიშნავია, რომ თავად პოსტის ავტორიც არ უთითებს წყაროს, რომელიც მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაადასტურებდა.

2025 წლის 19 იანვარს UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების გადაწყვეტილებით, დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი დაიცვა. ბრძოლის დროს ხაბიბ ნურმაგომედოვი თავისი ბიძაშვილის კუთხეში იდგა.

ორთაბრძოლის შემდეგ, ხაბიბ ნურმაგომედოვმა უმარის მარცხის შესახებ ერთადერთი განცხადება საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა: „როგორც ველოდებოდი, რთული საღამო იყო. უმარ, თავი მაღლა ასწიე. გუშინ დაამტკიცე, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხარ, მაგრამ ამ მომენტისთვის არის რაღაც, რაზეც უნდა იმუშაო. შეცდომებზე ვიმუშავებთ და სატიტულო რბოლაში დავბრუნდებით.“

ორთაბრძოლის შესახებ ხაბიბ ნურმაგომედოვის სხვა კომენტარი, მით უმეტეს, მერაბ დვალიშვილისთვის ან საქართველოსთვის გამარჯვების მილოცვა, არ იძებნება. რაც შეეხება თავად უმარ ნურმაგომედოვს, დაღესტნელმა, მერაბ დვალიშვილთან მარცხის შემდეგ, სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მისი აზრით, ქართველ მებრძოლთან არ დამარცხებულა.

აქედან გამომდინარე, მტკიცება, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვმა საქართველოს მერაბ დვალიშვილის გამარჯვება მიულოცა, არ დასტურდება.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში „სკრინინგ პროგრამის“ გამოყენებით საქართველოში ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით კონსპირაციული მტკიცება ვრცელდება
სოციალურ ქსელში „სკრინინგ პროგრამის“ გამოყენებით საქართველოში ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით კონსპირაციული მტკიცება ვრცელდება
მაი 22, 2025
ელექტრომანქანების ლითიუმის ელემენტები უეცარი აალების მაღალ რისკს არ ატარებს
ელექტრომანქანების ლითიუმის ელემენტები უეცარი აალების მაღალ რისკს არ ატარებს
იან 26, 2026
დეზინფორმაცია: ზელენსკიმ კიევი დატოვა
დეზინფორმაცია: ზელენსკიმ კიევი დატოვა
ივნ 10, 2025
ილონ მასკს არ უთქვამს, რომ რუსი ერი ყველაზე ნიჭიერია
ილონ მასკს არ უთქვამს, რომ რუსი ერი ყველაზე ნიჭიერია
იან 26, 2026
სოციალურ ქსელში ირაკლი ტაბლიაშვილის მონოლოგი მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში ირაკლი ტაბლიაშვილის მონოლოგი მანიპულაციურად ვრცელდება
ივლ 29, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.