Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ოპოზიციის ლიდერების სუფრაზე გადაღებული ვიდეო AI გენერირებულია

ოპოზიციის ლიდერების სუფრაზე გადაღებული ვიდეო AI გენერირებულია

ნოემბერს 11, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული · პოლიტიკა
გაზიარება

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც პარტია "ახალის" ლიდერი ნიკა გვარამია და "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ჩანან (ბმული 1, 2, 3, არქივირებული ბმული 1, 2, 3). ვიდეოში ჩანს, რომ პოლიტიკოსები სუფრასთან სხედან და უხამსი შინაარსის სიმღერას მღერიან, სახელწოდებით "იანეთი და მანჯურია".

იქიდან გამომდინარე, რომ ვიდეოში არსებული ხმა არ ემთხვეოდა ნიკა გვარამიასა და ზურა ჯაფარიძის ხმას, "ჯეოფაქტსმა" აღნიშნული სიმღერის ორიგინალი ვერსია მოძებნა. აღმოჩნდა, რომ როგორც მუსიკის, ისე ვიდეოს ორიგინალი დაუმუშავებელი ვერსია YouTube-ზეა ხელმისაწვდომი და მასში სულ სხვა ადამიანები ჩანან.

ამდენად, ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის გავრცელებული ვიდეოს ბაზისად რეალური ვიდეო გამოიყენეს. სავარაუდოდ, სწორედ ეს ფაქტი, რომ რეალური ვიდეო გადაამუშავეს, განაპირობებს გავრცელებულ ვიდეოში AI-ისთვის დამახასიათებელი უზუსტობების ნაკლებობას. იმ შემთხვევაში როცა ვიდეო-მასალა მთლიანად ხელვნური ინტელექტის მიერ შექმნილია, ხშირად ვიზუალური უზუსტობები იკვეთება ხოლმე.

ის რომ ვიდეოს დასამუშავებლად სხვა ადამიანების ვიდეო გამოიყენეს დასტურდება სუფრის იდენტური ვიზუალით, მის გარშემო მსხდომი ადამიანების თანმიმდევრობით. იდენტურია ასევე, ნიკა გვარამიას და ვიდეოში მოცემული ადამიანის ხელი და მასზე ბეჭედი.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ნამდვილი არ არის. აღსანიშნავია ისიც, რომ რიგმა Facebook-ანგარიშებმა, რომლებმაც აღნიშნული ვიდეო გაავრცელეს, მიუთითეს, რომ ის ხელოვნური ინტელექტის გენერირებულია (არქივი).

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
ნოე 28, 2024
სოციალურ ქსელში ამერიკული პატენტის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ამერიკული პატენტის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება
სექ 22, 2026
უკრაინაში ქალების ქიმიური კასტრაციის შესახებ კანონის ინიციირების შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება
უკრაინაში ქალების ქიმიური კასტრაციის შესახებ კანონის ინიციირების შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება
აპრ 30, 2026
მანიპულირება: ეუთო/ოდირმა დაასკვნა, რომ „არჩევნები არ გაყალბებულა“
მანიპულირება: ეუთო/ოდირმა დაასკვნა, რომ „არჩევნები არ გაყალბებულა“
თებ 26, 2025
დეზინფორმაცია: მილა იოვოვიჩმა უკრაინელი დიასახლისი სამსახურიდან გაათავისუფლა, რადგან მან რუსულად საუბარზე უარი განაცხადა
დეზინფორმაცია: მილა იოვოვიჩმა უკრაინელი დიასახლისი სამსახურიდან გაათავისუფლა, რადგან მან რუსულად საუბარზე უარი განაცხადა
ნოე 15, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.