Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: მილა იოვოვიჩმა უკრაინელი დიასახლისი სამსახურიდან გაათავისუფლა, რადგან მან რუსულად საუბარზე უარი განაცხადა

დეზინფორმაცია: მილა იოვოვიჩმა უკრაინელი დიასახლისი სამსახურიდან გაათავისუფლა, რადგან მან რუსულად საუბარზე უარი განაცხადა

ნოემბერს 15, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ნონა შარაბიძე“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1, 2, 3), ამჯერად მსახიობ მილა იოვოვიჩის შესახებ შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს: „მილა იოვოვიჩმა სამსახურიდან გაათავისუფლა თავისი უკრაინელი დიასახლისი, რადგან მან უარი თქვა რუსულად ლაპარაკზე. მიმდინარე წლის მაისში მაიამიში მცხოვრები უკრაინიდან ლტოლვილი სვეტლანა ჩერნიხი ჰოლივუდის მსახიობის მილა იოვოვიჩის დიასახლისი გახდა. მილას სახლში მთელი პერსონალი ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან ემიგრანტებისგან შედგება.

სექტემბრის დასაწყისში კონფლიქტი წარმოიშვა სახლის მეპატრონესა და ჩერნიხს შორის. ჩხუბის მიზეზი იყო ვარსკვლავის თხოვნა თანამშრომლებისადმი, რომ რუსულად დაუკავშირდნენ მის 16 წლის ქალიშვილ ევერ ანდერსონს, რუსული ენის ცოდნის მხარდასაჭერად. სვეტლანამ უარი თქვა და ამიტომ გაათავისუფლეს“, – ვკითხულობთ პოსტში. (არქივირებული ბმული)

სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.

საგულისხმოა, რომ ინტერნეტსივრცეში ინფორმაციის ძებნისას, აღნიშნული ამბავი მხოლოდ არასანდო რუსულენოვან ანგარიშებსა და მედიასაშუალებების ვებგვერდებზე იძებნება. მათ შორის, ინფორმაცია გაავრცელა რუსულმა ულტრაკონსერვატიულმა ტელეკომპანია „ცარგრადმა“ და გამოცემამ „Аргументы и Факты”. ინგლისურ ენაზე ამ ინფორმაციას X-ის არასანდო ანგარიშები და ვებგვერდი Odysee ავრცელებს. ეს უკანასკნელი Media Bias/Fact Check-ის თანახმად, რომელიც მედიის მიკერძოებულობისა და მცდარი/ყალბი ახალი ამბების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება, ფსევდოსამეცნიერო სტატიებს და კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებს.

მილა იოვოვიჩის შესახებ დეზინფორმაცია უკრაინულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ Stopfake-მაც გადაამოწმა. მათი ინფორმაციით, დეზინფორმაციის პირველწყარო რუსული ტელეგრამ-არხია, სახელად „Империя очень зла“. აღნიშნულ Telegram-არხს აღწერაში მითითებული აქვს, რომ სატირულ და გამოგონილი შინაარსის პოსტებს ავრცელებს.

გარდა ამისა, Facebook-პოსტის ავტორი წერს, რომ მილა იოვოვიჩი „ყოველთვის რუსეთის მხარდამჭერი იყო და არის!“. რეალურად, რუსეთის უკრაინაში  სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ მილა იოვოვიჩმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა და უკრაინელ ლტოლვილებს აქტიურად ეხმარებოდა.

 

 

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: პარაზიტმა მთავრობამ ყველა ფიზიკურ პირს ქონების გადასახადი დაგვიწესა
დეზინფორმაცია: პარაზიტმა მთავრობამ ყველა ფიზიკურ პირს ქონების გადასახადი დაგვიწესა
ოქტ 26, 2024
რა შეცვალა „ქართულმა ოცნებამ“ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში?
რა შეცვალა „ქართულმა ოცნებამ“ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში?
დეკ 17, 2024
სოციალურ ქსელში ია დარახველიძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ია დარახველიძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ოქტ 20, 2025
დეზინფორმაცია: „ქიმტრეილები“ მოსახლეობის მოსაწამლად გამოიყენება
დეზინფორმაცია: „ქიმტრეილები“ მოსახლეობის მოსაწამლად გამოიყენება
აგვ 12, 2024
სოციალურ ქსელში პარიზის შესახებ AI-ს შექმნილი ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში პარიზის შესახებ AI-ს შექმნილი ვიდეო ვრცელდება
ნოე 12, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.