Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში „ჭიათურობა 2025“-ის ღონისძიებიდან ფოტო მანიპულაციურად გავრცელდა

სოციალურ ქსელში „ჭიათურობა 2025“-ის ღონისძიებიდან ფოტო მანიპულაციურად გავრცელდა

ოქტომბერს 30, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში სხვადასხვა  მედია, მათ შორის, „ტვ პირველი“; „მთავარი არხი“; „ბათუმელები“; “ფორმულა“; „ტაბულა“; “Mega TV” ასევე Facebook-ანგარიშები ( 1; 2; 3; 4; 5) ჭიათურობა 2025-ის აღსანიშნავი ღონისძიებიდან ჭიათურის მერიის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული ფოტო გაავრცელეს (დააქრივებული ბმული). პოსტების მტკიცებით, ღონისძიებაზე საქართველოს რუკა დროებით ოკუპირებული რეგიონების გარეშე იყო წარმოდგენილი.

„ჭიათურობა 2025“ ქალაქ ჭიათურაში 26 ოქტომბერს გაიმართა. დღის განმავლობაში ერთ-ერთი აქტივობა გამარჯვების სკვერში, ქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ დადგმული პერფორმანსები იყო. მუნიციპალიტეტის მერიამ Facebook-გვერდზე აღნიშნული ღონისძიებების ამსახველი კადრები გამოაქვეყნა (თუმცა მოგვიანებით წაშალა). პოსტზე თანდართულ ერთ-ერთ ფოტოზე საქართველოს რუკა  ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე ჩანდა, რამაც სხვადასხვა მედია და მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანა.

 

ფოტოს საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რასაც ჭიათურის მერია Facebook-გვერდზე გამოეხმაურა: „ეს იყო სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული დადგმა, რომლის დასასრულს, ბავშვებმა გაამთლიანეს საქართველო.  თეატრალური დადგმა მიზნად ისახავდა საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ იმის შეხსენებას, რომ დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია.  საქართველოს რუკამ საბოლოოდ სწორედ ისეთი სახე მიიღო, რომელსაც ფოტოზე ხედავთ. აღნიშნული ფოტო სკოლის მოსწავლეების დადგმის დასრულების შემდეგ არის გადაღებული“, – ვკითხულობთ პოსტში.

მოგვიანებით, სოციალურ ქსელში ასევე გამოქვეყნდა თეატრალური პერფორმანსის კადრებიც (1, 2). ვიდეოს დასაწყისში საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე ჩანს (იხილეთ ფოტო მარცხნივ), თუმცა, მოგვიანებით სკოლის მოსწავლეები რუკას ოკუპირებულ ტერიტორიებს ამაგრებენ (იხილეთ ფოტო მარჯვნივ).

 

ჭიათურის მერიის განცხადების შემდეგ, მედიების უმეტესობამ  ცალკე პოსტები გამოაქვეყნეს (1, 2, 3)  ან უკვე გავრცელებულ პოსტებს განახლება დაუმატეს. პოსტებში ჭიათურის მერიის განცხადებაა მოცემული.

ამდენად, ფოტო, რომელზეც საქართველოს რუკა  ოკუპირებული ტერიტორიების გარეშეა წარმოდგენილი, მოსწავლეების პერფორმანსის დასაწყისშია გადაღებული. კადრებში ჩანს, რომ მოსწავლეები პერფორმანსის ბოლოს რუკას ოკუპირებულ ტერიტორიების ნაწილებს უმატებენ. შესაბამისად, მტკიცება, რომ „ჭიათურობა-2025“-ის ღონისძიებაზე საქართველოს რუკა დროებით ოკუპირებული რეგიონების გარეშე იყო წარმოდგენილი, შეცდომაში შემყვანია.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: მიხეილ ყაველაშვილი პირველია, ვინც გაეროს გენერალურ ასამბლეას ქართულად მიმართა
დეზინფორმაცია: მიხეილ ყაველაშვილი პირველია, ვინც გაეროს გენერალურ ასამბლეას ქართულად მიმართა
ოქტ 01, 2025
სოციალურ ქსელში ამერიკელ აქტივისტ ჩარლი კირკთან დაკავშირებით, კონსპირაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ამერიკელ აქტივისტ ჩარლი კირკთან დაკავშირებით, კონსპირაცია ვრცელდება
სექ 12, 2025
ეწინააღმდეგება თუ არა პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას?
ეწინააღმდეგება თუ არა პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას?
ივნ 12, 2026
დეზინფორმაცია: უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
დეზინფორმაცია: უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
ნოე 18, 2025
თეონა აქუბარდია: ფიზიკური პირებიც ვალდებულები არიან, პერსონალური მონაცემებიიუსტიციის სამინისტროს მიაწოდონ
თეონა აქუბარდია: ფიზიკური პირებიც ვალდებულები არიან, პერსონალური მონაცემებიიუსტიციის სამინისტროს მიაწოდონ
ივნ 21, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.