Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: აშშ-ში 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნები გააყალბეს

დეზინფორმაცია: აშშ-ში 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნები გააყალბეს

აგვისტოს 14, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი, როგორც თავად ამტკიცებს, „აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ“ ვიდეოს (არქივირებული ვიდეოს ბმული) ავრცელებს. ინფორმაციის გამავრცელებლის თანახმად, წყლის გაყვანილობის დაზიანების მიზეზით, „საარჩევნო ოლქის შენობაში ევაკუაცია გამოაცხადეს და ხალხს შენობა დაატოვებინეს, ამასობაში კი მაგიდების ქვემოდან გამოიტანეს ბაიდენის სასარგებლოდ წინასწარ გამზადებული ბიულეტენების დასტები და საარჩევნო ყუთში ჩაყარეს!“.

სინამდვილეში, წყლის გაჟონვის ინციდენტი საარჩევნო უბანზე დილის 6 საათზე მოხდა, ხოლო გავრცელებული ვიდეო დღის ბოლოს არის გადაღებული და აღწერს, თუ როგორ ასრულებს საარჩევნო პერსონალი სტანდარტულ პროცედურებს.

გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ გავრცელებული კადრები ფულტონის ოლქში, ჯორჯიის შტატის ყველაზე დიდ, State Farm Arena-ს საარჩევნო უბანზეა გადაღებული. ფულტონის ოლქის მიერ პლატფორმა X-ზე გაკეთებული განცხადების თანახმად, წყლის გაჟონვამ, რომელიც 3 ნოემბერს დილის 6 საათზე  მოხდა, გავლენა მოახდინა მხოლოდ დაუსწრებელი ხმის მიცემის ბიულეტენების დამუშავების პროცესზე. დაუსწრებელი ხმის მიცემის ბიულეტენების გამოყენება ამომრჩევლებს დაუსწრებლად კენჭისყრისას შეუძლიათ. იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისვლა გარკვეული მიზეზის გამო არ შეუძლიათ, მათთვის ხმის მიცემა დაუსწრებელი კენჭისყრის გზით ხდება.

ფულტონის ოლქის მიერ პლატფორმა X-ზე გაკეთებული იმავე განცხადების მიხედვით, არენის თანამშრომლებმა დაზიანება სწრაფად შეაკეთეს და დაახლოებით 2 საათში სამუშაო პროცესი განახლდა. ინციდენტის შედეგად საარჩევნო ბიულეტენები და ტექნოლოგია არ დაზიანებულა.

ვიდეო დონალდ ტრამპის ადვოკატმა, რუდი ჯულიანმა და მისმა გუნდმა 3 დეკემბერს ჯორჯიის შტატის კანონმდებლებთან მოსმენის დროსაც წარადგინეს, მტკიცებით, რომ ის ბიულეტენებით სავსე ჩემოდნების საშუალებით საარჩევნო პროცესის ჯო ბაიდენის სასარგებლოდ გაყალბებას ასახავდა.

კადრების განხილვის შემდეგ, სახელმწიფო და ოლქის ოფიციალურმა პირებმა დაადგინეს, რომ ვიდეოში მოცემული მოვლენები ჩვეულებრივი საარჩევნო პროცესის ნაწილი იყო და არა თაღლითობა. საარჩევნო უწყების წარმომადგენლების თანახმად, მაგიდის ქვემოდან ამოღებული საგნები იყო ბიულეტენების ურნები/კონტეინერები და არა ჩემოდნები, რომლებშიც „წინასწარ გამზადებული ბიულეტენების დასტებს“ ინახავდნენ.

ჯორჯიის ხმის მიცემის სისტემის დანერგვის მენეჯერის, გაბრიელ სტერლინგის განცხადებით, ვიდეო არ წარმოადგენდა საეჭვო ქმედების მტკიცებულებას და მასზე არ იყო ნაჩვენები რაიმე სახის დარღვევა. სტერლინგი იყო ერთ-ერთი რესპუბლიკელი საარჩევნო წარმომადგენლებიდან, რომელმაც ტრამპის კამპანიის მტკიცება ხმების გაყალბების შესახებ, უარყო.

„თუ უყურებთ ვიდეოჩანაწერს, პროცესი, რომელსაც დაინახავთ, არის ის სამუშაო, რომელსაც უნდა მოელოდეთ, ანუ იღებთ დალუქულ ჩემოდანს, ათავსებთ ბიულეტენებს სკანერზე და ასკანერებთ მათ“, – განაცხადა მან.

ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივნის ოფისის ორმა მაღალჩინოსანმა და სახელმწიფო არჩევნების საბჭოს დამკვირვებელმა, ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაცია Lead Stories-თან ასევე განაცხადა, რომ მათმა გამოძიებამ ვიდეოში საეჭვო ვერაფერი გამოავლინა. ოფიციალური პირების განცხადებით, ვიდეოში ნანახი ბიულეტენები განთავსებული იყო ბიულეტენების ჩვეულებრივ კონტეინერებში – და არა ჩემოდნებში, ისინი ამოღებულ იქნა კონვერტებიდან და გადამუშავებული ახალი ამბების მედიის, რესპუბლიკური პარტიისა და ტრამპის კამპანიის დამკვირვებლების თანდასწრებით.

რაც შეეხება ხმების დათვლის პროცესს, ფრენსის უოტსონმა, ჯორჯიის სახელმწიფო მდივნის ოფისის მთავარმა გამომძიებელმა, Lead Stories-ის განუცხადა, რომ ვიდეოში დასკანერებული ბიულეტენები უკვე დათვლილი იყო, განსხვავებით ჯულიანის და ტრამპის სხვა მომხრეების მტკიცებისგან.

„არავის უთქვამს, რომ დარჩენილიყვნენ. არავის უთქვამს, რომ წასულიყვნენ. არავის მიუცია მათთვის რჩევა, თუ რა უნდა გაეკეთებინათ. თავისუფლება ჰქონდათ მათ ან საზოგადოებას, რომ დაბრუნებულიყვნენ სანახავად ნებისმიერ დროს, სანამ ისინი ჯერ კიდევ მუშაობდნენ“, – განაცხადა მან. მისი თქმით, დამკვირვებლებს შეეძლოთ ნებისმიერ დროს დაბრუნებულიყვნენ. ჯორჯიის კანონმდებლობა დამკვირვებლებს აძლევს საშუალებას, მაგრამ არ ავალდებულებს, ბიულეტენების დათვლის პროცესში ადგილზე იმყოფებოდნენ.

2020 წლის 4 დეკემბერს ფულტონის ოლქი ოფიციალურ X-გვერდზე გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საარჩევნო ხმების დაცვის პასუხისმგებლობას სერიოზულად იღებს და ყველაფერს აკეთებს, რომ ჩაატაროს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები კანონის შესაბამისად. „მიუხედავად დეზინფორმაციისა და ბრალდებებისა, ჩვენ ფულტონის ოლქში ამომრჩეველთა ხმების გაყალბების შესახებ სანდო ცნობები არ მოგვეპოვება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჯორჯიის შტატში, სადაც ტრამპს 2020 წლის შედეგების გაუქმების მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს. სახელმწიფო ოფიციალურმა პირებმა, როგორც რესპუბლიკელი გუბერნატორის, ასევე, სახელმწიფო მდივნის ხელმძღვანელობით, სამი დათვლის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით ბაიდენის გამარჯვება ხელახლა დაამტკიცეს.

ვიდეოს ვირუსულ გავრცელებას სხვადასხვა დროს, გარდა Lead Stories-ისა, ისეთი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები გამოეხმაურნენ, როგორებიცაა: AP Fact Check (ბმული 1, 2), PolitiFact, FactCheck.org, AFP Fact Check, CNN Fact Check.

ყველა პოსტის ნახვა

ნინო წილოსანი: „Heritage Foundation“ ამ კრიტერიუმებით [ქრთამის, გამოძალვის, ნეპოტიზმის, მფარველობის, გაფლანგვის სიმცირე] საქართველოს აფასებს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო და პროგრესულ ქვეყანას.
ნინო წილოსანი: „Heritage Foundation“ ამ კრიტერიუმებით [ქრთამის, გამოძალვის, ნეპოტიზმის, მფარველობის, გაფლანგვის სიმცირე] საქართველოს აფასებს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო და პროგრესულ ქვეყანას.
ივნ 21, 2024
დეზინფორმაცია: ჯო ბაიდენი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არჩევნებში გამარჯვებულად „ნაცები“ გამოაცხადოს
დეზინფორმაცია: ჯო ბაიდენი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არჩევნებში გამარჯვებულად „ნაცები“ გამოაცხადოს
ოქტ 30, 2024
დეზინფორმაცია: Pfizer-ის  ვაქცინებმა მსოფლიოში  „ტურბო კიბოს“ აფეთქება გამოიწვია
დეზინფორმაცია: Pfizer-ის ვაქცინებმა მსოფლიოში „ტურბო კიბოს“ აფეთქება გამოიწვია
თებ 13, 2025
დეზინფორმაცია: ვიდეოში თაზო დათუნაშვილის პენსიონერთა პოპულაციის გაქრობაზე საუბრობს
დეზინფორმაცია: ვიდეოში თაზო დათუნაშვილის პენსიონერთა პოპულაციის გაქრობაზე საუბრობს
მარ 14, 2025
სოციალურ ქსელში ჯეფრი ეპსტინისა და სხვა ცნობილი ადამიანების ხელოვნურად გენერირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჯეფრი ეპსტინისა და სხვა ცნობილი ადამიანების ხელოვნურად გენერირებული ფოტო ვრცელდება
იან 26, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.