Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში პარაგვაიში მიმდინარე საბანკო კრიზისის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში პარაგვაიში მიმდინარე საბანკო კრიზისის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

ნოემბერს 10, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · ეკონომიკა, საერთაშორისო
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა არაერთი პოსტი, რომელთა მტკიცებითაც პარაგვაიში ამჟამად მიმდინარე საბანკო კრიზისი ციფრულ ვალუტას უკავშირდება.

ღია წყაროებში ინფორმაციის გაცნობა აჩვენებს, რომ პარაგვაის ამ ეტაპზე არ გააჩნია ციფრული ვალუტა და მიმდინარე კრიზისი უფრო ტრადიციული ტიპის საბანკო პრობლემებსა და შესაძლო კორუფციასთანაა კავშირში.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში არაერთმა მომხმარებელმა თუ გვერდმა გაავრცელა ვიდეო და ტექსტობრივი ხასიათის პოსტები, რომლებშიც ისინი ამტკიცებენ რომ სამხრეთ ამერიკაში, პარაგვაიში, ამჟამად მიმდინარე საბანკო კრიზისი, რომელმაც პოლიტიკური კრიზისიც გამოიწვია, უაკვშირდება ქვეყანაში ციფრული ვალუტის გამოყენებას (დაარქივებული ბმული 1; 2; 3). პოსტების გამავრცელებლები ქართული ფეისბუქ სივრცის მომხმარებლებს მოუწოდებენ ციფრულ ფულთან დაკავშირებით სხვების შეცდომებიდან ისწავლონ.

ავტორიტეტული გერმანული საერთაშორისო მედია საშუალების, Deutsche Welle-ს (DW) მიხედვით, პარაგვაიში საბანკო კრიზისი 2026 წლის 3 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც პარაგვაის ცენტრალურმა ბანკმა ერთ-ერთი დიდი ზომის პარაგვაული ბანკის, ueno-ს მიმართ ფინანსური რესტრუქტურიზაციის პროცედურების დაწყების შესახებ განაცხადა (არქივი). პროცედურების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დადგინდა, რომ ueno კანონმდებლობით დადგენილი გადახდისუნარიანობის კრიტერიუმების მინიმუმსაც ვეღარ აკმაყოფილებდა. ეს ნიშნავდა, რომ ბანკს აღებული ვალდებულებების გარანტირებისთვის საკმარისი ფინანსები აღარ ჰქონდა.

ცენტრალური ბანკის მიერ რესტრუქტურიზაციის დაწყებას ბანკის ბიზნეს ოპერაციების შეწყვეტა მოჰყვა, რამაც მისი მილიონობით მომხმარებელი ფინანსებზე წვდომის გარეშე დატოვა. ამან პროტესტი და პოლიციასთან შეტაკებები გამოიწვია. თავის ვებგვერდზე ueno ამჟამადაც აცხადებს, რომ 3-დან 2 პარაგვაელი იყენებს მათ სერვისებს (არქივი).

DW-ს მიხედვით, კრიზისის გამომწვევი სამი ძირითადი მიზეზი განიხილება. ერთი ისაა, რომ ბანკმა მის მფლობელ კონგლომერატში არსებულ სხვა კომპანიებს იმაზე მეტი სესხი მისცა, ვიდრე კანონმდებლობით იყო დასაშვები. მეორე მიზეზია, რომ ბანკის ზოგიერთი გარიგება შესაძლოა იმ გათვლით იყო დადებული, რომ ბანკში კაპიტალის ნაკლებობა დამალულიყო, ფინანსური მდგომარეობის უფრო უკეთ წარმოსაჩენად. მესამე საკითხია, თუ რატომ არ ჩაერთო პარაგვაის ცენტრალური ბანკი საქმეში უფრო ადრე, პრობლემური მინიშნებების მიუხედავად.

როგორც ვხედავთ, ზემოთ შემოთავაზებული პრობლემური საკითხებიდან არცერთი არ უკავშირდება ციფრულ ვალუტას. უფრო მეტიც, ატლანტიკური საბჭოს (Atlantic Council) ციფრული ფულის სამეთვალყურეო ხელსაწყოს (CBDC Tracker) მიხედვით, პარაგვაიში ციფრული ფული, ე.წ. CBDC, ამ ეტაპზე შესწავლის სტადიაშია და მისი დანერგვის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

შესაძლო გაუგებრობა ueno-სა და ციფრულ ფულთან დაკავშირებით შეიძლება გამოწვეული იყოს იმ ფაქტით, რომ ueno ციფრულ სერვისებზე ორიენტირებული ბანკია, რაც ნიშნავს, რომ იგი ძირითადად მობილური აპლიკაციიდან იმართება. ეს მნიშვნელოვნად განსხვავდება პარაგვაიში არსებული ტრადიციული სახის ბანკებისგან, რამაც გაზარდა კიდეც ueno-ს მიმზიდველობა.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ციფრულ სერვისებზე ორიენტირებულობას არ აქვს რაიმე პირდაპირი კავშირი ციფრულ ფულთან. ეს ორი სხვადასხვა ცნებაა. მაგალითისთვის, წარსულში საქართველოსაც ჰქონდა სრულად ციფრული ბანკის არსებობის გამოცდილება Space-ის სახით, რომელიც ასევე სრულად მობილური აპლიკაციით იმართებოდა და ueno-სგან განსხვავებით ფიზიკური ფილიალებიც კი არ ჰქონდა. თუმცა იმ პერიოდში საქართველოში Space-ს გამოჩენა არ ყოფილა აღქმული, როგორც ციფრული ფულის გამოყენების დანერგვა ქვეყანაში, სწორედ იმიტომ, რომ ციფრული ბანკი და ციფრული ფული ორი სხვადასხვა რამაა.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტო ვრცელდება
ოქტ 29, 2025
სოციალურ ქსელში ნიკოლ ფაშინიანის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ნიკოლ ფაშინიანის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ოქტ 27, 2025
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში ,,კუპატას” სახელობის ცხოველთა თავშესაფარი და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში ,,კუპატას” სახელობის ცხოველთა თავშესაფარი და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
ნოე 07, 2024
სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანის სახლის ჩხრეკასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანის სახლის ჩხრეკასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება
მაი 02, 2025
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ანაბეჭდზე გაჟღერებული მოწოდება IX მოწვევის პარლამენტის წევრ სერგი კაპანაძეს არ ეკუთვნის
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ანაბეჭდზე გაჟღერებული მოწოდება IX მოწვევის პარლამენტის წევრ სერგი კაპანაძეს არ ეკუთვნის
აპრ 15, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.