Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
გაქრა თუ არა როტშილდების ოჯახის შესახებ დოკუმენტები ეპსტინის ფაილებიდან?

გაქრა თუ არა როტშილდების ოჯახის შესახებ დოკუმენტები ეპსტინის ფაილებიდან?

თებერვალს 5, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეპსტინის ფაილებიდან როტშილდების ოჯახის შესახებ 213 დოკუმენტი გაქრა.
გავრცელებულ მტკიცებაში მითითებული რიცხვების წყარო დაუდგენელია.
როტშილდების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ე.წ. "ეპსტინის ბიბლიოთეკაში" კვლავაც იძებნება.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეპსტინის ფაილებიდან გაქრა 213 დოკუმენტი რომლებშიც როტშილდები მოიხსენიებოდნენ. პოსტში ნათქვამია, რომ თავდაპირველად აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ფაილებში 12 073 დოკუმენტი იძებნებოდა, რომლებშიც როტშილდები მოიხსენიებოდნენ, მოგვიანებით კი ასეთი მხოლოდ 11 860 დარჩა. მტკიცება ინგლისურ ენაზეც გავრცელდა სხვადასხვა პლატფორმაზემ მათ შორის ტელეგრამზე, X-ზე (1; 2) და Reddit-ზე.

როტშილდების ოჯახი საბანკო სფეროში წარმატებული, მდიდარი აშკენაზი ებრაელების ოჯახია. ოჯახის ისტორია სათავეს მე-15 საუკუნის გერმანიაში, ფრანკფურტში იღებს. მომდევნო საუკუნეებში როტშილდების ოჯახის წარმომადგენლებმა ბიზნესები დააფუძნეს ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში. მე-19 საუკუნეში ისინი მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ოჯახად მიიჩნეოდნენ. როტშილდების ოჯახთან დაკავშირებულია არაერთი კონსპირაციის თეორია. აღნიშნული თეორიების მიხედვით როტშილდების ოჯახი აკონტროლებს მთელი მსოფლიოს ქონებას და მნიშვნელოვან ინსტიტუტებს.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ პოსტებში გამოყენებული რიცხვების რეალური წყარო დაუდგენელია. არც ქართულენოვანი და არც უცხოუენოვანი ანგარიშები არ უთითებენ, თუ საიდან აიღეს ეს რიცხვები.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის 2026 წლის 30 იანვრით დათარიღებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დეპარტამენტმა აღნიშნულ დღეს, ეპსტინის ფაილების გამჭვირვალობის აქტის საფუძველზე დამატებით 3 მილიონი გვერდი მასალები გამოაქვეყნა. ეს 2000-ზე მეტ ვიდეოს და 180,000-ზე მეტ გამოსახულებას მოიცავდა. ჯამში, მანამდე გამოქვეყნებულ მასალებთან ერთად, ეპსტინის ფაილები 3.5 მილიონ გვერდს მოიცავს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის საიტზე არსებულ ე.წ. ჯეფრი ეპსტინის ბიბლიოთეკის საძიებო სისტემაში სიტყვა "როტშილდის" (Rotschild) ძიებისას შედეგად ვიღებთ 38 ფაილს, რომელშიც როტშილდები არიან მოხსენიებული.

ეპსტინის ბიბლიოთეკიდან როტშილდების შესახებ ფაილების გაქრობის ამბავს ვერ შეხვდებით ვერც ლიბერალურად და ვერც კონსერვატიულად განწყობილ ავტორიტეტულ ამერიკულ მედია წყაროებში. ამერიკული და მსოფლიო წამყვანი მედია საშუალებები ეპსტინის ფაილებსა და როტშილდებს მხოლოდ ერთი მიმართულებით აკავშირებს - ედმონდ დე როტშილდის საბანკო ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის, არიანა დე როტშილდის მიმოწერა, ფინანსური და პერსონალური ურთიერთობებები ჯეფრი ეპსტინთან (1; 2; 3; 4). მიმოწერის შინაარსიდან გამომდინარე, არიანა დე როტშილდი სხვადასხვა დროს ჯეფრი ეპსტინისგან იღებდა ფინანსურ რჩევებს და ასევე უკავშირდებოდა მას სხვადასხვა არა-ფინანსური საკითხის არაფორმალურად განსახილველად.


ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ჟურნალისტ დავით ერაძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ დავით ერაძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ნოე 24, 2025
დეზინფორმაცია: რუსეთის გაღარიბების მიზნით, მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში რუსულ პურზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ
დეზინფორმაცია: რუსეთის გაღარიბების მიზნით, მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში რუსულ პურზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ
თებ 10, 2025
სოციალურ ქსელში გიორგი უშიკიშვილის ციტატა ანსამბლ „ერისიონზე“ კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში გიორგი უშიკიშვილის ციტატა ანსამბლ „ერისიონზე“ კონტექსტის გარეშე ვრცელდება
იან 10, 2025
სოციალურ ქსელში 5G-ის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში 5G-ის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
ნოე 26, 2024
სოციალურ ქსელში ლონდონის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ლონდონის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება
აგვ 02, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.