Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში პოლიტიკოს გუბაზ სანიკიძესთან დაკავშირებით ყალბი ამბავი ვრცელდება

სოციალურ ქსელში პოლიტიკოს გუბაზ სანიკიძესთან დაკავშირებით ყალბი ამბავი ვრცელდება

დეკემბერს 13, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი აქვეყნებს ფოტო-ანაბეჭდს (დაარქივებული ბმული), რომელშიც თითქოს პოლიტიკოს გუბაზ სანიკიძის სახელით შექმნილ Facebook-ანგარიშს უდევს ფოტო, რომ Glovo-ს კურიერმა მის შეკვეთას გუბაზის ნაცვლად „გუ*ოზი“ დააწერა. ამის საპასუხოდ კი გუბაზ სანიკიძის სახელით შექმნილი ანგარიში წერს: „გლოვოს მალე გლოვის დღეს მოვუწყობ! ჩემი შეკვეთა „ქოცმა“ კურიერმა მოიტანა და ასეთი უმსგავსობა დააწერა ზედ. ყველას, ყველას გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები და ამას აღარ შეგარჩენთ! პასუხს აგებთ თითოეულ ასოზე“. რეალურად, გავრცელებულ ფოტოანაბეჭდზე ანგარიში გუბაზ სანიკიძეს არ ეკუთვნის და „გლოვოსთან“ ინციდენტიც არ დასტურდება.

აღსანიშნავია, რომ პირველად იდენტური ინფორმაცია 2020 წელს გავრცელდა და მას ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია „ფაქტ-მეტრი“ გამოეხმაურა. მაშინაც პოსტი ფოტოანაბეჭდის სახით გავრცელდა, რომელსაც თითქოს პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებდა. როგორც „ფაქტ-მეტრი“ წერს, გუბაზ სანიკიძის სახელით შექმნილი Facebook-ანგარიში, სავარაუდოდ, სწორედ ამ ფოტოს გასავრცელებლად შეიქმნა. დამატებით, „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში 2020 წელს გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ მას სოციალურ ქსელ Facebook-ზე ანგარიში არ აქვს და არც „გლოვოსთან“ მსგავსი ინციდენტი დაადასტურა.

Facebook- ანგარიში სახელად „გუბაზ სანიკიძე“, რომელიც ფოტოანაბეჭდზეა ნაჩვენები, ამჟამად ხელმისაწვდომია არაა. დამატებით, Facebook-ზე რამდენიმე ანგარიში იძებნება გუბაზ სანიკიძის სახელით (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4). აქედან, ერთ ანგარიშზე პროფილის ფოტოს მიღმა არც ერთი პოსტია გამოქვეყნებული. დანარჩენ სამ ანგარიშს ათასზე მეტი მეგობარი უფიქსირდება. აქედან ორზე (ბმული 1, ბმული 2), პოსტების უმრავლესობა სხვის მიერ მონიშნული (tagged) პოსტებია. მესამე ანგარიში კი, სავარაუდოდ, პოლიტიკოსის გასაშარჟებლად შექმნილი ანგარიშია.

დამატებით, „ჯეოფაქტსი“ გუბაზ სანიკიძეს დაუკავშირდა და პოლიტიკოსმა სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ არც „გლოვოს“ კურიერთან მოსვლია კონფლიქტი არასდროს და, ზოგადად, არც Facebook-ანგარიში აქვს. მისი თქმით, სოციალურ ქსელებს არ იყენებს და პირადი ანგარიშები არც ერთ პლატფორმაზე არ გააჩნია.

ამდენად, პოლიტიკოს გუბაზ სანიკიძეს სოციალურ ქსელში ანგარიში არ აქვს და ფოტოანაბეჭდზე არსებული ამბის ნამდვილობაც არ დასტურდება.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ევროპელი ლიდერების ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ გენერირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ევროპელი ლიდერების ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ გენერირებული ფოტო ვრცელდება
აგვ 20, 2025
სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილის ვიდეო მანიპულირებულად ვრცელდება
სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილის ვიდეო მანიპულირებულად ვრცელდება
ივლ 30, 2025
სოციალურ ქსელში გამოგონილი პერუელი დოკუმენტალისტის ანტიდასავლური განცხადება ვირუსულად ვრცელდება
სოციალურ ქსელში გამოგონილი პერუელი დოკუმენტალისტის ანტიდასავლური განცხადება ვირუსულად ვრცელდება
აგვ 25, 2025
სოციალურ ქსელში ვრცელდება ლექსი, რომელსაც პოეტ ბესიკ ხარანაულის სახელს მცდარად მიაწერენ
სოციალურ ქსელში ვრცელდება ლექსი, რომელსაც პოეტ ბესიკ ხარანაულის სახელს მცდარად მიაწერენ
აგვ 07, 2025
სოციალურ ქსელში გია ბუღაძის კომენტარი მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში გია ბუღაძის კომენტარი მანიპულაციურად ვრცელდება
აგვ 13, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.